USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 31 ივლისი?
თარიღი:  1532

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თუ უმიზეზო შფოთვას გრძნობთ, უნდა მოდუნდეთ და განიტვირთოთ. თქვენს ემოციურ მდგომარეობას ახლა ყველაზე მეტად დასვენება სჭირდება. ეცადეთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ, აჩქარება არაფერში გჭირდებათ. საკუთარ ძალები და რესურსები გონივრულად უნდა გამოიყენოთ. ოჯახში თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში და სიამაყის მიზეზიც გაქვთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მუშაობის დროს გახსოვდეთ, რომ ამას მხოლოდ თქვენი კომპანიისთვის კი არა, პირადი კეთილდღეობისთვისაც აკეთებთ!
თუ ყურადღებას საკუთარ გრძნობებზე გადაიტანთ, ამ დღის დაძაბულობას თითქმის ვერ შენიშნავთ. მიეცით საკუთარ თავს პაუზის და სულის მოთქმის უფლება. ხანმოკლე წარუმატებლობა შეიძლება თქვენი მუშაობის ხარისხზე აისახოს, თუმცა პასუხისმგებლობას აღებას და სიტუაციის გამოსწორებას შეძლებთ. მალე დაუგეგმავი შემოსავალი ძალიან გაგახარებთ, თუნდაც ეს მცირე თანხა იყოს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დილიდან შინაგან შფოთვას გრძნობთ, მაგრამ ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ. თქვენი გონება საოცრად ნათლად მუშაობს, ამიტომ გირჩევთ, ეს დღე ინტელექტუალური საქმიანობისთვის გამოიყენოთ.
მდიდარი ფანტაზია დაეხმარებათ, რომ თქვენი პირადი ურთიერთობა მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ზოგჯერ რეალობიდან გაქცევას და საკუთარ ოცნებებთან განმარტოებას ცდილობთ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ დროს ყურადღება გეფანტებათ და მუშაობა გიჭირთ.
თუ ყურადღების მოკრეფას მოახერხეთ, შეიძლება ისეთი პროექტები შექმნათ, რომლებიც თქვენი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თავს შესანიშნავად გრძნობთ და პოზიტიურ განწყობას გარშემო მყოფ ადამიანებში ავრცელებთ, თუმცა იმ შინაგან დაძაბულობას, რომელიც ბოლო დროს გაქვთ, საყვარელ ადამიანებთან სასიამოვნოდ გატარებული დროც ვერ გიხსნით.
ეცადეთ საკუთარ თავი სასიამოვნო დასვენებით გაანებივროთ და აღარ დაიხარჯოთ იმაზე, რაც არ არის თქვენი საზრუნავი.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვინმემ იმედი გაგიცრუათ? გახსოვდეთ, რომ გრძნობა და გონება ერთმანეთს ღამით უპირისპირდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში ერიდეთ მწვავე საკითხის გარჩევას
არახელსაყრელი დროა უფროსთან უთანხმოებისა და ხელფასის მომატებაზე საუბრისთვის. ჯერჯერობით ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რაც გაქვთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

უცოდველი არავინაა, თუმცა თქვენთვის საკუთარი შეცდომების გაცნობიერება განსაკუთრებით მტკივნეულია.
ნუ გაეჭვებთ საკუთარი შესაძლებლობები, ნურც საყვარელ ადამიანზე ეჭვიანობთ - ამის საბაბი არ გაქვთ, თანაც თუ თქვენი რჩეული გაიგებს, სკანდალის თავიდან აცილება გაგიჭირდებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ცდილობთ, გარკვეულ მოვალეობებს გაექცეთ, მაგრამ ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, კმაყოფილება და მოვალეობის გრძნობა ერთმანეთს შეუთავსოთ. ურთიერთობისთვის გახსნილი ხართ და აზრის გამოთქმამდე სხვა ადამიანების მოსმენაც იცით. ხასიათის ეს თვისება კოლეგების თვალში განსაკუთრებულ ავტორიტეტს გიქმნით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ყველაზე მეტად სიახლეები გიზიდავთ.
შესაძლოა, პროფესიულ საქმიანობაში დაბრკოლებებს შეეჯახოთ და მათი ეტაპობრივი აღმოფხვრა მოგიწიოთ. შესაძლოა, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება მოგთხოვონ. თუ არ იზარმაცებთ, წარმატება აუცილებლად თქვენ დაგრჩებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გირჩევთ მცირე წარუმატებლობა ტრაგედიად არ აქციოთ. ზოგჯერ ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს.
სავარაუდოდ, ახალ პარტნიორს იპოვით ან მოქმედ პარტნიორთან ურთიერთობას გააღრმავებთ. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ახალ თანამდებობას ან სამუშაო პირობებს მოერგოთ. დღეს მოერიდეთ საქმიანი შეხვედრების დაგეგმვას და ფინანსურ ოპერაციებს - დღეს ყურადღების მოკრეფა გაგიჭირდებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

როდესაც მოწყენილ ადამიანს ხედავთ, მის პრობლემას გულწრფელად იზიარებთ. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს თავდაჯერებას გმატებთ და შედეგად, წარმატებას უფრო ადვილად აღწევთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რაც უფრო ერთფეროვანია თქვენი ცხოვრება, მით უფრო მაღალია სტრესის რისკი. გამოიყენეთ შანსი და შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ!
კარგი დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად. თუმცა ყურადღება არ მოადუნოთ - ახალ საქმეებს და ერთ შეხედვით პერსპექტიულ პროექტებს მეტი დაკვირვებით შეხედეთ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.