USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 31 იანვარი?
Date:  2589

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

სავარაუდოდ, ამ დღეს საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ - მათი დახმარებით რთულ პრობლემას გაუმკლავდებით. ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოთ. მზად იყავით, რომ ეს იმაზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ვარაუდობდით. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რთული და ყოველმხრივ დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, ბევრი საქმის კეთება, თან სრულიად მარტოს მოგიწევთ. თუ ხვდებით, რომ ყველა საქმისთვის ძალა არ გეყოფათ, ერთი ან ორი ყველაზე რთული დავალება აირჩიეთ ან დახმარება კოლეგებს სთხოვეთ. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც დღეს გეგმავთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ თანამოაზრეები უნდა იპოვოთ. სავარაუდოდ, საღამოს უსიამოვნო სიახლეს მიიღებთ. ეცადეთ, ეს ინფორმაცია უფრო სერიოზული პრობლემის თავიდან ასაცილებლად გამოიყენოთ. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა. საშუალება ექნებათ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეს დღე რომ ნაყოფიერი იყოს, მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ და პრიორიტეტები დაისახოთ. უმჯობესია დღის პირველ ნახევარში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ და საღამოსთვის მეორეხარისხოვანი საქმეები შემოინახოთ. ეცადეთ თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ურთიერთობებში გამოიყენოთ. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თქვენი აქტიურობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ინიციატივა გამოიჩინოთ და ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და დააფასებს. ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ იმ ფაქტს, რომ კოლეგები თქვენს ზოგიერთ იდეას გააკრიტიკებენ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მთელი ყურადღება ერთ საინტერესო საქმეზე ან დავალებაზე გაქვთ გადატანილი და სხვა საკითხებისთვის დრო აღარ გრჩებათ, ამიტომ, 31 იანვრისთვის რაიმე მნიშვნელოვანი არ უნდა დაგეგმოთ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით. შესაძლოა, თავისუფალი დროის სახლში გატარება გსურთ, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს რაც უფრო ბევრ ადგილზე მოხვდებით და ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ, მით მეტი შანსია, რომ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ და სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ. შეთავაზებებზე ან მოწვევებზე უარს ნუ იტყვით - ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ დიდი მოცულობის სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოთ. ნუ შეგეშინდებათ, დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეგიშალოთ. ფიზიკური აქტივობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო განვითარებულ მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ და ემოციები აკონტროლოთ. ეცადეთ მთელი დღე ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. შესაძლოა, თქვენმა აქტიურობამ გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორი აღმოაჩინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ. სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება იმდენად გიჭირთ, რომ ამ დღეს დაგეგმილი ზოგიერთი საქმის გადადება მოგიწევთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე მსუბუქი მუშაობის ან უჩვეულო აქტივობებისთვის არის ხელსაყრელი. თქვენი სასიცოცხლო ენერგია იმდენად შემცირებულია, რომ მეტი უნდა დაისვენოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და ყველა ინიციატივის დროს მხარი დაუჭიროთ. გამორიცხული არ არის სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way