USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 დეკემბერი?
 620

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს წინა პლანზე პირადი ურთიერთობები დგას. სულ ერთია, ეს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა იქნება, საყვარელ ადამიანთან თუ მეგობრებთან - ის დადებითი ემოციებით აგავსებთ. გათავისუფლდით ყველაფრისგან, რამაც თქვენს თვალში ფასი დაკარგა. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც თქვენი აშკარად შურს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის პირველ ნახევარში შესაძლოა ოჯახში მოულოდნელი პრობლემა შეიქმნას, თუმცა მას ცივი გონებით მალევე მოაგვარებთ. თუ ვინმე ბიზნესპროექტში ჩართვას გთავაზობთ და ოქროს მთებს გპირდებათ, ჯობს უარი უთხრათ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ ყველა ინფორმაციას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. მალე დასრულდება ურთიერთობა, რომელმაც დიდი ხანია, თავი მოგაბეზრათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი დღეა შეხვედრების, ურთიერთობებისა და მოგზაურობისთვის. თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. მოახლოებული დღესასწაული ახალ ემოციებს და შთაბეჭდილებებს გპირდებათ. მარტოხელა ტყუპებს საინტერესო ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დილიდან უხასიათოდ ხართ და ცდილობთ ნაკლბად იაქტიუროთ, მაგრამ საყიდლებზე წასვლა და საახალწლოდ მორთული ქუჩები განწყობას აგიმაღლებთ. საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს რომ აარჩევთ, არც საკუთარი თავი დაგავიწყდეთ და თქვენთვისაც რამე შეიძინეთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას გპირდებიან, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს და თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დროა საკუთარ თავზე იზრუნოთ. ნუ დაემსგავსებით ადამიანს, რომელმაც სადღესასწაულოდ სახლი ლამაზად მორთო და სუფრა გააწყო, თავის მოწესრიგება კი დაავიწყდა. პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია ცვლილებები და სიახლეები, თუმცა ყველა არ გაგახარებთ. შეიძლება გაიგოთ, რომ მან რაღაც დაგიმალათ ან მოგატყუათ. აპატიებთ თუ არა, თქვენნი გადასაწყვეტია, თუმცა ამას არასდროს დაივიწყებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თუ შესაძლებელია, საოჯახო საქმეებით ნუ გადაიღლებით და ეს დღე მშვიდად გაატარეთ. თუ ვინმე დაპირებას არ შეგისრულებთ, ეცადეთ მომხდარზე არ ინერვიულოთ. თქვენი პიროვნული ხიბლი დაგეხმარებათ, რომ მიზანს სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ. გირჩევთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სავარაუდოდ, მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც მოგვიანებით არასწორი აღმოჩნდება. ჭორებს ნუ მოუსმენთ - განსაკუთრებით, თუ ისინი თქვენს ახლობელ ადამიანებს ეხება. კარგად გაიაზრეთ ის რჩევები თუ რეკომენდაციები, რომლებიც ამ დღეებში მიიღეთ - ისინი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ამ დღეს მანქანით შორ გზაზე წასვლა არ დაგეგმოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მაღაზიაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საფულეს ხელი არ გაუშვათ. ამასთანავე, გირჩევთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან დღესასწაულისთვის გამოყოფილი თანხა შეიძლება საკმარისი არ იყოს. ყურადღება მიაქციეთ მშობლებს და მოულოდნელი ვიზიტით გაახარეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ნუ აიძულებ საკუთარ თავს, აკეთოთ ის, რაც არ გსურთ. სასარგებლო კავშირების დამყარებას და საკუთარ სიმართლეში თანამოსაუბრეების დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ, რისკები და მოსალოდნელი სარგებელი შეაფასოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შესაძლოა, რაღაც საიდუმლო გაიგოთ, რომელიც არ მოგეწონებათ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, რომელიც მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. ოჯახში, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილებები გელით. თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის, მეორედ და მესამედ უნდა სცადოთ, სანამ მიზანს მიაღწევთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ, ამ დღეს ფულის გასესხებას მოერიდოთ. არახელსაყრელი დღეა ხალხმრავალ ადგილებში სიარულისთვის - შესაძლებელია ქურდობა ან ძარცვა. თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის შესახებ საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მთელი ყურადღება ყოველდღიური, შრომატევადი საქმეებისკენ გაქვთ გადატანილი. მოერიდეთ მჭრელ საგნებთან ურთიერთობას. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ამ დღეს უარი უნდა თქვათ ალკოჰოლურ სასმელებზე.

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати