USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 ნოემბერი?
Date:  4129

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვარსკვლავები გირჩევენ, დაასრულოთ ის, რაც წინსვლის და განვითარების საშუალებას არ გაძლევთ. ეს შეიძლება იყოს მოძველებული ურთიერთობა ან უინტერესო პროექტი. საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ. გირჩევთ საღამო ერთად გაატაროთ და ერთმანეთი პატარა სიურპრიზით გაახაროთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ახალი დღე დატვირთული იქნება - საინტერესო შეხვედრები და სასიამოვნო თანამოსაუბრეები გელით. გირჩევთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეინახოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით. დღის მეორე ნახევარში წესების დარღვევა კატეგორიულად გეკრძალებათ - როგორც მოძრაობის, ასევე ჰიგიენის წესების.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

 

მოემზადეთ რთული და კონფლიქტებით სავსე დღისთვის. დილიდან არაკეთილმოსურნე ადამიანების თავდასხმების მოგერიება და საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. ასევე მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ ეცადეთ, დამატებითი შემოსავლის წყაროს მიაგნოთ. გახსოვდეთ, რომ დროებითი პრობლემები მოწყენის მიზეზი არ უნდა გახდეს, ამიტომ პირქუში აზრები განდევნეთ და გახალისდით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს გუნდური მუშაობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, კოლეგებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. პირად ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები კი ნამდვილად არსებობს - თანამოსაუბრის განწყობის ამოცნობა და მისი აზრების გაგება გიჭირთ, ამიტომ ჯობს, საღამო მარტოობაში გაატაროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ლომებო, გირჩევთ დრო არ დაკარგოთ და აქტიური მუშაობისთვის განეწყოთ. დილიდან მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, ასევე პროფესიული მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. უპირატესობა იმ აქტივობებს მიანიჭეთ, რომლებშიც საუკეთესო ხართ. ეს თქვენს თვითშეფასებას გაზრდის და განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ხალისიანი განწყობა რთული დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ბედისწერა გიმზადებთ. ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედეთ და ხელსაყრელი გარემოებებით ისარგებლეთ. გაიხსენეთ დაპირება, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - იქნებ, მისი შესრულების დროა?

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თავს დილიდან ძალაგამოცილად გრძნობთ და მუშაობა გიჭირთ. შესაძლოა, ამის გამო დაგეგმილი საქმეების განხორციელება ვერ შეძლოთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ გირჩევთ, საქმეები, რომლებიც დიდ დანახარჯებს უკავშირდება, სხვა დროისთვის გადადოთ. სავარაუდოდ, თავში საინტერესო იდეა მოგივათ, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მცირე სურვილები აგისრულდებათ, რომლებსაც საგანგებო მომზადება და დიდი ფინანსური ხარჯი არ სჭირდება. სავარაუდოდ, უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობისას გაურკვევლობას და დაძაბულობას იგრძნობთ. გირჩევთ, თავისუფალი დრო მარტოობაში გაატაროთ და ყველა საზრუნავისგან დაისვენოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

წინ მშვენიერი დღე გელით, რომელიც ფინანსურ შემოსავალს ან კარიერულ წინსვლას გპირდებათ. ეცადეთ პრიორიტეტები განსაზღვროთ და პერსპექტიულ საკითხებსა და პროექტებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შეიძლება, საქმეში ძველი ნაცნობი გამოგადგეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დილიდან ენერგიულად იქნებით, რაც აქტიურ მუშაობაში და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ყველაზე რთული საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. დილით უსიამოვნო თემებზე საუბარი მოგიწევთ, თუმცა შედეგი იმდენად სასიამოვნო იქნება, თავადაც გაოცდებით. მოინახულეთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ და მოგენატრათ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დღის მეორე ნახევარი, დილასთან შედარებით, გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის განმავლობაში იმუშაოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. ეცადეთ, ურთიერთობის დროს ტაქტი და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გირჩევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საქმეები დილას დაგეგმოთ. პროექტმა, რომელზედაც დიდ გეგმებს ამყარებდით, შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, თუმცა მალე უკეთესი შანსი მოგეცემათ. საღამოს ვარჯიში ან სეირნობა სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

 

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way