USD 2.7496
EUR 3.1354
RUB 3.3338
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 მაისი?
თარიღი:  6184

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ამ დღეს არა ლოგიკით, არამედ ინტუიციით მოქმედებთ. ქვეცნობიერი განიშნებთ, თუ რა და როდის უნდა გააკეთოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შინაგან ხმას ენდოთ - ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ და არ უნდა გამოტოვოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. შესაძლოა, მისი ბიოგრაფიის ან თვისებების უარყოფითი მხარეები აღმოაჩინოთ ან ზედმეტად მომთხოვნი გახდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასოთ. იქნებ ბუზის სპილოდ ქცევა არ ღირს? რა თქმა უნდა, უმიზეზოდ არაფერი ხდება, მაგრამ ეს მიზეზი იშვიათად არის მოუგვარებელი.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გართობის დროა! ვარსკვლავები გირჩევენ, ოთხ კედელში ჯდომის ნაცვლად, მეგობრებს შეხვდეთ. სად წახვალთ, თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული: ვიღაცას კინო მოსწონს, ვიღაცას - თეატრი ან კაფეში ჯდომა. მთავარია, რომ ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები გაიცნოთ და საჭირო კონტაქტები დაამყაროთ, რაც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს განწყობილი არ ხართ, რომ ვინმეს რამე უმტკიცოთ ან სადმე იჩქაროთ. ვარსკვლავებიც გირჩევენ, რომ ეს დღე საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და უახლოეს მეგობრებს დაუთმოთ. შეგიძლიათ მეგობრული წვეულება მოაწყოთ, საინტერესო სპექტაკლი ნახოთ, გემრიელი კერძები მიირთვათ ან კლუბში გაერთოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დილიდან თავს დაღლილად და მოდუნებულად გრძნობთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ აპათიას დაძლევთ, არ ინანებთ! ეს დღე საინტერესო შესაძლებლობებს გთავაზობთ, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ყურადღებით უსმინეთ ნებისმიერ ინფორმაციას, თავად კი ნაკლები ილაპარაკეთ - დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით შეიძლება საკუთარი ინტერესები დააზიანოთ.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. შესაძლოა, დღის განმავლობაში საინტერესო შეთავაზება ან ძველი ვალი მიიღოთ. გამორიცხული არ არის, რომ მენეჯმენტმა თქვენთვის ხელფასის გაზრდა გადაწყვიტოს ან გამდიდრებისკენ მიმავალი გზა თავად იპოვოთ. ასეა თუ ისე, გირჩევთ ნებისმიერი ფინანსური იდეა განიხილოთ როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და ოპონენტებს დაუნდობლად აკრიტიკებთ, თუმცა ამავე დროს მზად ხართ ყველას დაეხმაროთ, ვინც ამას გთხოვთ. ამ დღეს თქვენი გრძნობები და მოქმედებები ლოგიკის მიღმაა. შესაძლოა, ვიღაცის მიმართ მეგობრული სიმპათია გაგიჩნდეთ ან მოულოდნელად მგზნებარე სიყვარულმა იფეთქოს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს იძულებული იქნებით, რომ გარემოებებს დაემორჩილოთ - შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როცა თქვენი მცდელობები ვერაფერს შეცვლის. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ბედს შეეგუოთ. მიჰყევით დინებას - ეს ყველაზე გონივრული საქციელია შექმნილ სიტუაციაში.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შეგიძლიათ მიზანს ყველაზე უცნაური და არასტანდარტული მეთოდებით მიაღწიოთ! თუ ცხოვრების რომელიმე სფეროში ცვლილებას ან ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავთ, უკეთეს დღეს ვერ იპოვით. ახლა შეიძლება არც ისე საიმედო პროექტებიც კი წარმატებით განახორციელოთ. გარდა ამისა, ჰოროსკოპი ძალიან ხელსაყრელია სიყვარულისთვის - პარტნიორის სასიამოვნოდ გაოცებას შეძლებთ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს გარშემო მყოფებს თქვენი ლიდერული და ორგანიზაციული უნარებით გააოცებთ. ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ, შთააგონებთ და წარმართავთ. ეს კარგი შესაძლებლობაა კარიერული წინსვლისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ვარსკვლავები სიურპრიზებით სავსე დღეს გპირდებიან! შესაძლოა, მოვლენებმა რაღაც საკითხზე შეხედულების შეცვლა გაიძულოთ ან ახლობელმა გაგაოცოთ. სავარაუდოდ, ადამიანი, რომელზედაც გარკვეული შეხედულება გაქვთ, თქვენ წინაშე მოულოდნელ ამპლუაში წარმოჩნდება ან რაღაც უჩვეულოს თავად ჩაიდენთ. ასე რომ, ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ და ეს დღეს მოგცემთ შანსს, რომ ამაში დარწმუნდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სიახლე, რომელიც ამ დღეს გელით, სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს: მოგზაურობა, შეხვედრა, გაცნობა, სიყვარული ან ახალი სამსახური. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიტუაცია დინებაზე არ მიუშვათ. ნებისმიერ საკითხში კარგად გააზრებული და შეგნებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რადგან მოგვიანებით ვეღარაფერს შეცვლით.

 

ბლოგი
ვინ გახდება ახალი პაპი?
რომის პაპი არამხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუციაცაა. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, მით უფრო რომ დიპლომატიურ მისიებში, ტრადიციულად, რომის ნუნციუსი - ელჩი - სხვა დიპლომატების კოლეგიაში მოწინავე პოზიციაზე დგას და დეკანის პატივსაცემ პოზიციას იკავებს ხოლმე. პაპის პოლიტიკურ პოზიციას მთელს ქრისტიანულ სამყაროზე აქვს გავლენა, შესაბამისად, თუ ვინ იქნება რომის შემდეგი ეპისკოპოსი (პაპობის კიდევ ერთი დასახელება) ძალიან მნიშვნელოვანია.
პაპის არჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ ხდება, რომელსაც კონკლავი ეწოდება. ის პაპის გარდაცვალებიდან მე-15 დღიდან მე-20 დღემდე შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა თუკი კარდინალები უფრო მალე ჩავლენ რომში მისი დაწყება ადრეც დაშვებულია.
მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. 90 ხმა ანუ ორი მესამედია საჭირო იმისათვის, რომ კარდინალი პაპად იქნას არჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ 135-დან 108 კარდინალი პაპი ფრანცისკეს მიერაა დანიშნული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოზიციის გამზიარებელია, შესაბამისად პროგრესულ-ლიბერალური ფრთის გამარჯვების შანსი მაღალია.
მაგრამ ერთი ფრთის სრული გამარჯვება მეორე ფრთაზე ვატიკანის შიგნით შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს. სწორედ ამიტომ ზომიერი და შემრიგებელი კანდიდატის გამარჯვებაც არაა გამორიცხული, მით უფრო რომ წინასწარ თავის კანდიდატურას არავინ ასე არ ასახელებს და ადგილზე ხმის პირველი მიცემისას ბევრი რამ ხელახლა ლაგდება.
ვინაა თითოეული ფრთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი?
1. კონსერვატიული ფრთის ყველაზე სასურველი კანდიდატი აფრიკიდანაა. იგი გვინეელი კარდინალი რობერტ სარაა. იგი ფრანგულენოვანი, მკაცრად კონსერვატიული ფიგურაა და რადიკალური ისლამისა და გენდერული იდეოლოგიისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. მას დიდი ხანია კონსერვატორი პოლიტიკური ფიგურები თუ კომენტატორები უჭერენ მხარს (არ აქვს მნიშვნელობა კათოლიკეები არიან თუ არა ისინი).
2. ლიბერალური ფრთის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ლუი ანტონიო ტაგალეა ფილიპინებიდან. მას აზიელ ფრანცისკესაც უწოდებენ ზედმეტსახელად, თუმცა ის კიდევ უფრო ლიბერალია ვიდრე ფრანცისკე იყო. იგი ეკლესიის შიგნით რეფორმების გატარებასა და მკაცრი დოქტრინების ლიბერალიზაციას ემხრობა.
3. ზომიერი ლიბერალების ყველაზე პოპულარული კანდიდატი ვატიკანის მოწინავე დიპლომატი და პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინია, რომელიც უკრაინაშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ღიად მოუწოდებს მსოფლიოს აქტიური ჩართულობისაკენ. ამ ეტაპზე მას პაპობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილავენ.
4. ზომიერი კონსერვატორების სასურველი კანდიდატები ბევრია, მაგრამ მოწინავედ მაინც პიტერ ერდო - უნგრელი კარდინალი - სახელდება. მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და მაღალი ქარიზმითაც ხასიათდება.
ცხადია ესენი მხოლოდ მოწინავე შანსის მქონე კარდინალები არიან, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მხოლოდ ადგილზე გადაწყდება კენჭისყრისას. არიან სხვა პოტენციური კანდიდატებიც, რომელთა გამარჯვების შანსი არსებობს და რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. მათ შორისაა იერუსალიმის ლათინი პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც შეიძლება ყველასათვის მისაღებ კანდიდატად ქცეულიყო, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე - 60 წლისაა და ხანგრძლივი პაპობის შანსი მაღალია - შეიძლება მას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია და სრულიად დასაშვებია მივიღოთ შედარებით უცნობი ან ნაკლები შანსის მქონე პაპად არჩეული კარდინალი - ისტორიულად ასეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.