USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 დეკემბერი
 480

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

წარმატებული დღეა, ბევრი საკითხი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება, მთავარია არ იჩქაროთ და შეცდომები არ დაუშვათ. დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ან ნათესავებთან შეხვედრა სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ გრძნობთ, რომ ვინმესთან დამნაშავე ხართ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ. ეს თქვენს ურთიერთობებს გადაარჩენს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საკუთარ ცხოვრებაში არაფერი შეცვალოთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. სასურველია, რომ ეს კვირა საღამო სახლში, საყვარელი წიგნის კითხვაში ან სერიალის ყურებაში გაატაროთ. შესაძლოა, შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რომელიც მაშინვე უნდა დაივიწყოთ, რადგან მისი ცოდნა უსიამოვნების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება რთული და უსიამოვნო საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. მოზღვავებული ენერგიით ბევრის გაკეთებას შეძლებთ. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ, სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ და ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღეს მოერიდეთ კამათს და ურთიერთობების გარკვევას, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს, ამიტომ ეცადეთ, მსუბუქი საქმით დაკავდეთ. უსარგებლო საუბრებმა შეიძლება ბევრი ძვირფასი დრო წაგართვათ, ამიტომ გირჩევთ ურთიერთობები შეზღუდოთ და ყურადღება დაწყებული საქმეების დასრულებაზე გაამახვილოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც უახლოეს ადამიანებს მიეცით - მისი შესრულების დროა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მოდუნებისა და დასვენებისთვის. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ გასაკეთებელი, დღის მეორე ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მოემზადეთ იმისთვის, რომ უმნიშვნელო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ და მთავარ საკითხებს მოგწყვეტთ. ბოლო დროს დაგიგროვდათ საქმეები, რომელთა გადადება არ შეიძლება. ეცადეთ, გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და უარყოფით ემოციებს იწვევს. ხელსაყრელი დღეა გარეგნული იმიჯის შესაცვლელად.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დროა სიზარმაცე დაივიწყოთ და გააქტიურდეთ. ამით საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს მოიზიდავთ. სასურველია, რომ ოჯახის წევრებს მეტი დრო დაუთმოთ - ახლა მათ თქვენი რჩევა სჭირდებათ. წინ რთული კვირა გელით და საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად ვეღარ მოიცლით, ამიტომ ყველაფერი დღეს უნდა დაასრულოთ. შანსი გაქვთ, რომ სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესიდეებს დააფინანსებს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გამონახეთ დრო თაროზე შემოდებული ძველი საქმეების დასასრულებლად. თქვენს ცხოვრებაში მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება და ამისთვის უნდა მოემზადოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ შეიძლება მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც უახლოეს მომავალში მთელ დროს წაგართმევთ. ხელსაყრელი დღეა რთული ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე ოჯახური საქმეების მოწესრიგებას უნდა დაუთმოთ. დაალაგეთ სახლი და ყველა ნივთს ადგილი მიუჩინეთ. გამორიცხული არ არის, რომ გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდეს. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით გული არავის ატკინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოგიწევთ, დიდი დრო დაუთმოთ საკითხს, რომელსაც აქამდე მნიშვნელობას არ ანიჭებდით. ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და თქვენი კრიტიკული შენიშვნებით არავინ გაანაწყენოთ. თუ დახმარება გჭირდებათ, თავაზიანად უნდა ითხოვოთ, ოპონენტებზე ზეწოლა პრობლემას მოგიტანთ. ყველაფერი, რასაც ამ დღეს აკეთებთ, ყურადღებას იქცევს. შესაძლოა, ამის წყალობით ახალი მოკავშირეები ან ძლიერი მფარველები იპოვოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ურთიერთობისთვის რთული და სტრესული დღეა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც თქვენს დაზარალებას ცდილობს. ახლობელ ადამიანთან დაწყებული კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და განწყობა დიდი ხნით გაგიფუჭოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება უფროსი ნათესავების ან ძველი ნაცნობისგან ფინანსური დახმარება მიიღოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ეცადეთ, საკუთარ თავში ჩაიხედოთ და გაიგოთ, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. დღის მეორე ნახევარში ფიზიკურ შრომას და გადაღლას უნდა მოერიდოთ - გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати