რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვი:
ვერძი
ამ დღეს აქტიურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ კოლეგები და ხელმძღვანელები თქვენი ახალი იდეების ეფექტურობაში დაარწმუნოთ. თუ მოინდომებთ, დიდი ხნის წინ, თაროზე შემოდებული საქმეების წარმატებით დასრულებასაც შეძლებთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
კურო
გირჩევთ მშვიდი, საქმიანი დღისთვის განეწყოთ. დროა საქმიანი ქაღალდები დაახარისხოთ და მოაწესრიგოთ - შეიძლება მალე მნიშვნელოვანი საბუთის პოვნა დაგჭირდეთ და დრო არ უნდა დაკარგოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები სწრაფად და წარმატებით დასრულდება, მთავარია პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ.
ტყუპები
კარგი დღეა მიმდინარე პროექტების დასასრულებლად. ახლა ყველაზე მეტად სწრაფი შედეგის მიღება გსურთ, ამიტომ ყველაფერი მარტივად და უმოკლეს დროში გადაწყდება. ყურადღება რომ არ გაგეფანტოთ, გირჩევთ ურთიერთობები შეზღუდოთ და სამუშაოდ მყუდრო ადგილი შეარჩიოთ.
კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი საქმეების ან აქტიურობისთვის არახელსაყრელია. ეცადეთ დილა მშვიდად გაატაროთ და სამუშაო რიტმში თანდათან ჩაერთოთ. მოერიდეთ პასუხისმგებლობის აღებას ან დამატებით ვალდებულებებს. ეცადეთ საღამო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მხიარულად გაატაროთ.
ლომი
ამ დღეს შეიძლება საქმეებისა და ინფორმაციის ნაკადში ჩაიძიროთ, ამიტომ სასურველია, რომ ვალდებულებების ნაწილი კოლეგებს გადააბაროთ. შეგიძლიათ ენდოთ - ისინი თქვენს დავალებებს წარმატებით გაუმკლავდებიან. კამათი და ურთიერთობების გარკვევა ძალიან დიდ დროს წაგართმევთ.
ქალწული
ნუ დაკარგავთ დროს საქმეზე, რომელიც დღეს არ გამოგდით და ხვალისთვის გადაიტანეთ. ამ დღეს ქალწულებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება - შესაძლოა, მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ ან საინტერესო იდეა მოისმინოთ, რომლის განხორციელებასაც მოგვიანებით შეძლებთ.
სასწორი
დილა მშვიდად და სირთულეების გარეშე ჩაივლის, თუმცა დღის მეორე ნახევარში თქვეანი შრომისუნარიანობა და აქტიურობა მოიმატებს. თუ სამსახურის ხელმძღვანელებთან სერიოზულ საუბარს გეგმვთ, უმჯობესია ეს დღესვე გააკეთოთ. გარშემომყოფები თქვენს იდეებსა და წინადადებებს ეთანხმებიან, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ.
მორიელი
დროა, თქვენს ცხოვრებისეულ მიზნებს, პრიორიტეტებს და შეხედულებებს გადახედოთ. გამორიცხული არ არის, რომ შექმნილმა ვითარებამ რაღაცის შეცვლა ან გამოსწორება გაიძულოთ. ეს როგორც სამსახურს, ისე პირად თუ ოჯახურ ურთიერთობებს ეხება. ახალი ამოცანები და საინტერესო პროექტები დადებით ემოციებს მოგიტანთ. გირჩევთ საღამო სახლის მყუდრო გარემოში გაატაროთ.
მშვილდოსანი
სიმშვიდე და თავდაჯერება სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები იღბლიან დღეს გპირდებიან. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ბედის მინიშნებებს და ბედნიერ დამთხვევებს უნდა მიაქციოთ. სპორტი ან ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
მიუხედავად იმისა, რომ ენერგიით და მოქმედების სურვილით სავსე ხართ, ამის დრო ჯერ არ დადგა. გირჩევთ თქვენს ძლიერ მხარეებზე და წარმატებებზე იფიქროთ - თავდაჯერება მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. დროა, ძველი წყენა დაივიწყოთ და დიდი ხნის უნახავი მეგობარი ოჯახურ წვეულებაზე მიიწვიოთ.
მერწყული
ურთიერთობაში შექმნილი სირთულეების გამო გარკვეულ დისკომფორტს გრძნობთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და ემოციები ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ. მეგობრების და ნათესავების მხარდაჭერა განწყობას აგიმაღლებთ. ეცადეთ მათთვის დღის მეორე ნახევარში პატარა წვეულება მოაწყოთ.
თევზები
ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ადამიანს, ვისაც თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ მალე საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა თქვენც დაგჭირდებათ. უარი თქვით მძიმე ფიზიკურ ან გონებრივ შრომაზე - ახლა გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.