29 მარტს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოთმინება და სიტუაციის გაანალიზება. ფული, ბიზნესი და ურთიერთობები საჭიროებს სიფრთხილეს, მაგრამ მთავარია, შიშს არ აჰყვე:
♈ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღეს მოვლენები შესაძლოა არ წავიდეს ისე, როგორც გგონია, მაგრამ მთავარია, არ გაღიზიანდე.
ოჯახი: შესაძლოა მცირე კონფლიქტები ახლობლებთან, მაგრამ ეს სწრაფად გაივლის.
ბიზნესი: საჭირო იქნება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება – გადადება არ ღირს.
სიყვარული: შეიძლება ძველი ემოციები დაბრუნდეს, რაც არ ნიშნავს, რომ უნდა გაჰყვე.
კარიერა: მეტი სიზუსტე და პასუხისმგებლობა გჭირდება, ზედმეტი ნდობა არ გარგებს.
♉ კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
არ მოგეჩვენოს, რომ ყველა შენს წინააღმდეგაა – უბრალოდ, ყველას თავისი საქმე აქვს.
ოჯახი: მოსალოდნელია სითბო და მხარდაჭერა, თუ თავადაც დაინტერესდები.
ბიზნესი: დღეს ზედმეტი სარისკო ნაბიჯები არ ღირს. დაფიქრდი ორჯერ.
სიყვარული: ზოგჯერ უმოქმედობაც მოქმედებაა. ფრთხილად იყავი, რომ არაფერი გააფუჭო.
კარიერა: საქმე, რომელიც შეჩერებული იყო, შეიძლება ისევ განახლდეს.
♊ ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
შენს გარშემო ბევრ აზრს გაიგონებ, მაგრამ მხოლოდ შენ უნდა გადაწყვიტო, ვის ენდო.
ოჯახი: ოჯახში რაღაც ახალი შეიძლება მოხდეს – კარგი იქნება, თუ ყურადღებას არ მოაკლებ.
ბიზნესი: ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, მაგრამ მათ სწორად გამოყენება მოგიწევს.
სიყვარული: კომუნიკაცია იქნება მთავარი – შენზეა, გააფუჭებ თუ გააძლიერებ ურთიერთობას.
კარიერა: შესაძლოა, კოლეგებთან რთული საუბრები მოგიწიოს, მაგრამ სიმშვიდე არ დაკარგო.
♋ კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღეს უფრო მეტად დასვენება გჭირდება, ვიდრე ფიქრი იმაზე, რას ფიქრობენ სხვები.
ოჯახი: შეიძლება რაღაც არ მოეწონოს შენს ახლობელს, მაგრამ ეს შენი პრობლემა არ არის.
ბიზნესი: დროა, დაფიქრდე მომავლის გეგმებზე და არა იმაზე, რაც უკვე მოხდა.
სიყვარული: შენს გრძნობებს ნუ ჩაახშობ – ისინი სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია.
კარიერა: არ გადააჭარბო – ზოგჯერ ნაკლები მუშაობაც ეფექტიანია.
♌ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
გრძნობ, რომ ყველაფერი შენს მხარესაა? ჯერ კარგად შეამოწმე.
ოჯახი: სჯობს, დღეს არავის მოსთხოვო ზედმეტი – ყველას თავისი საზრუნავი აქვს.
ბიზნესი: შეიძლება ვინმემ მოგატყუოს, მაგრამ ამას დროულად მიხვდები.
სიყვარული: სჯობს, მეტი ინიციატივა გამოიჩინო, ვიდრე ლოდინი გააგრძელო.
კარიერა: გეგმები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს შენს სასიკეთოდ იქნება.
♍ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ნუ ეცდები, ყველა და ყველაფერი აკონტროლო – ამას მაინც ვერ შეძლებ.
ოჯახი: დღეს მეტი სითბო და კომუნიკაცია გამოგადგება.
ბიზნესი: თუ ახალი იდეა გაქვს, ჯერ კარგად შეისწავლე და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედე.
სიყვარული: ემოციებს ნუ დაუფარავ, მაგრამ ყველაფერს არ უნდა იტყოდე.
კარიერა: შესაძლოა, მოულოდნელად ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს.
♎ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღეს შეიძლება თავს ოდნავ დაღლილად გრძნობდე, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია.
ოჯახი: შესაძლოა, ძველი პრობლემები კვლავ წამოიჭრას – ეცადე, მშვიდად შეხვდე.
ბიზნესი: ფული ფრთხილად მართე – დაუგეგმავი ხარჯები მოსალოდნელია.
სიყვარული: ურთიერთობებში პატარა გაუგებრობები არ უნდა გაგაკვირვოს.
კარიერა: თუ რაღაც არ მუშაობს, სჯობს, ალტერნატივები მოძებნო.
♏ მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
შენი ინტუიცია ისევ არ გღალატობს, მაგრამ არავის უთხრა ყველაფერი, რასაც გრძნობ.
ოჯახი: ოჯახის წევრები შეიძლება ემოციურები იყვნენ – ეცადე, მშვიდი დარჩე.
ბიზნესი: რთული დღე არ არის, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა.
სიყვარული: ზედმეტი დრამა არავის უნდა, ასე რომ, ეცადე, სიმშვიდე შეინარჩუნო.
კარიერა: შეიძლება ახალი კარის გაღების დრო დადგა – დაფიქრდი.
♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღეს შენი ენერგია სხვებისთვისაც გადამდები იქნება, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი.
ოჯახი: შეიძლება ოჯახის წევრს შენი დახმარება დასჭირდეს – ნუ დაგეზარება.
ბიზნესი: ახალი იდეები გაგიჩნდება, მაგრამ მათ განხორციელებას სერიოზულად უნდა მიუდგე.
სიყვარული: გაუფრთხილდი ურთიერთობებს – ერთი არასწორი ნაბიჯი ბევრ რამეს შეცვლის.
კარიერა: შესაძლოა, ახალი შეთავაზება მიიღო, რომელიც ფიქრს საჭიროებს.
♑ თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღეს დეტალებზე დაკვირვება უფრო მოგიტანს სარგებელს, ვიდრე გლობალური ხედვა.
ოჯახი: შეიძლება მოლაპარაკებები ოჯახურ საკითხებზე საჭირო გახდეს.
ბიზნესი: რისკი გამართლებულია, მაგრამ არა უსაფუძვლოდ.
სიყვარული: საჭირო არ არის ყველაფერზე პირდაპირი პასუხი – ზოგჯერ ლოდინიც ჭკვიანურია.
კარიერა: მეტი დისციპლინა და ორგანიზებულობა დაგჭირდება.
♒ მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღეს შესაძლოა, არ მოგწონდეს მოვლენების განვითარება, მაგრამ საბოლოოდ უკეთესობა იქნება.
ოჯახი: შეიძლება გაჩნდეს საუბრები ძველ თემებზე – მშვიდად მიიღე.
ბიზნესი: შესაძლებელია, ფინანსური სიურპრიზი – არა აუცილებლად ცუდი.
სიყვარული: თუ საქმე ფარულ ემოციებს ეხება, შეიძლება დროა, ისინი გამოამჟღავნო.
კარიერა: რაღაც შეიძლება შეიცვალოს სამსახურში, მაგრამ ეს შენს განვითარებას წაადგება.
♓ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღეს ყველაფერი ისე მარტივად არ იქნება, როგორც იმედი გაქვს, მაგრამ არ დანებდე.
ოჯახი: შენი ყურადღება საჭიროა – ეცადე, უფრო მეტად ჩაერთო.
ბიზნესი: ფული შეიძლება მარტივად არ შემოვიდეს, მაგრამ გეგმები შეცვალე და გააგრძელე.
სიყვარული: ახალ ნაცნობობას ნუ შეუშინდები – შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს.
კარიერა: შესაძლოა, მცირე იმედგაცრუება, მაგრამ ეს დროებითია.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.