რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 იანვრს:
ეცადეთ, დიდი და შრომატევადი საქმის დაწყებას მოერიდოთ. ბოლო დროს ისედაც ბევრი მუშაობა გიწევთ, ამიტომ შეწყვიტეთ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და მოდუნდით. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება ცხოვრების იმ სფეროებს მიაქციოთ, რომლებსაც ბოლო დროს ნაკლებად იხსენებთ. მეგობრების შეკრება და მხიარული წვეულება, - ასეთი აქტიური დასვენება შეიძლება ბევრად უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე დივანზე წოლა და ტელევიზორის ყურება.
კურო
ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამიანებს თქვენი ცხოვრების ბობოქარ რიტმთან შეგუება უჭირთ. გრძნობთ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, ენერგიით და იდეებით სავსე ხართ და ყველაზე რთულ ამოცანებსაც ადვილად უმკლავდებით. ყველაზე მეტად გარშემომყოფთა გულგრილობა გაღიზიანებთ, ამიტომ უმჯობესია მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.
ტყუპები
ახლობელ ადამიანებს უფლება მიეცით, საკუთარ პრობლემებს თავად გაუმკლავდნენ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვებზე ზრუნვის ნაცვლად რამე სასიამოვნო გააკეთოთ. მაგალითად, შემოქმედებით დაკავდეთ ან საკუთარ თავზე იზრუნოთ.
კირჩხიბი
უბრალოდ, ვალდებული ხართ, რომ საკუთარი აზრები საყვარელ ადამიანებს და მეგობრებს მაინც გაუზიაროთ. ამ დღეს თქვენი თავი დიდი იდეების გენერატორია! შესაძლოა, თქვენს იდეებს მაშინვე ვერ ჩასწვდნენ და დააფასონ, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ. კირჩხიბი დროს იმდენად უსწრებს, რომ პერიოდულად უნდა შეჩერდეს და სხვებს საშუალება მისცეს, დაეწიონ.
ლომი
ამ დღეს ფიზიკური მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ და დილიდან ცდილობთ, ნაკლები იმოძრაოთ. სამაგიეროდ, გონებრივ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით და სამსახურთან დაკავშირებით ბრწყინვალე გეგმებს ადგენთ. თქვენი იდეები გამჭრიხობით და ლოგიკურობით გამოირჩევა. არც თუ ისე შორეულ მომავალში ამ იდეებმა შეიძლება კარიერული წინსვლა და კარგი შემოსავალი მოგიტანოთ.
ქალწული
ქალწულს გაუმართლა - მას ნებით თუ უნებურად იმის გაკეთება უწევს, რაც უყვარს. უფრო სწორად, ვარსკვლავები სხვა არჩევანს არ გიტოვებენ - თუ სხვა საქმეს შეეჭიდებით, ვერაფერს მიაღწევთ. რუტინული მოვალეობების გამო შეიძლება ისე მოიწყინოთ, რომ მთქნარებისგან ყბები გეტკინოთ. საინტერესო საქმის კეთება კი არა მარტო სასიამოვნო ემოციებს, შესანიშნავ შედეგებსაც მოგიტანთ.
სასწორი
ამ დღეს შეიძლება თავი გამოიჩინოთ, როგორც მშვენიერმა მეგობარმა ან საშიშმა მოწინააღმდეგემ - გააჩნია, ვის როგორ გაუმართლებს! თქვენი ნებისმიერი გეგმა და იდეა გამჭრიახობით გამოირჩევა. ეს გეგმები ძირითადად იმას ეხება თუ როგორ დაეხმაროთ მეგობრებთან ან გაუმკლავდეთ მტრებს. ორივე შემთხვევაში წარმატებას მიაღწევთ, ამიტომ კონკურენტებმა თქვენთან დამეგობრება უნდა სცადონ.
მორიელი
ერთგვარ გაურკვევლობაში ხართ და თავს ძალიან დაბნეულად გრძნობთ. თუ სიტუაცია თქვენგან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას არ მოითხოვს, დაბნეულობამ შეიძლება ძალიან არ დაგაზარალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რეალობისგან გაქცევა სცადოთ. ერთი სიტყვით, ამ დღეს ნებისმიერ აქტიურობას უნდა მოერიდოთ და რაც შეიძლება მეტი დაისვენოთ.
მშვილდოსანი
სურვილის შემთხვევაში, ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, თუმცა, საეჭვოა, რომ ასეთი სურვილი გაგიჩნდეთ. იმისთვის, რომ ეს დღე ნათელი და საინტერესო იყოს, საკმარისია რამე იდეამ დაგაინტერესოთ ან, ბოლოს და ბოლოს, ახალი, საინტერესო ნაცნობობა გააბთ.
თხის რქა
თუ მოწყენილობას თავს დააღწევთ და რაიმეს ორგანიზებას დაიწყებთ, შედეგი ყველას აღაფრთოვანებს. ეს ეხება ნებისმიერ, მათ შორის ოფიციალურ ღონისძიებებსაც, რომ არაფერი ვთქვათ ჩვეულებრივ წვეულებებზე. საკმარისია ინიციატივა ხელში აიღოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენი დავალებების შესრულებას სიამოვნებით შეუდგებიან.
მერწყული
ეს არის დღე, როდესაც არაფრის კეთება არ გსურთ და სიტუაციაც ხელს გიწყობთ, რომ სურვილი აისრულოთ. საქმე რომც გამოჩნდეს, გირჩევნიათ არ შეამჩნიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს პასიური დღე მხოლოდ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.
თევზები
თევზებს ძალიან იღბლიანი დღე ელით! მოზღვავებული ენერგია შესაძლებლობას გაძლევთ, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ - ასეთი იღბლიანი დღე ისეთ საქმეს უნდა დაუთმოთ, რაც ყველაზე დიდ სარგებელს მოგიტანთ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.