USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 ოქტომბერი?
Date:  4100

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბერისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს შეგიძლიათ ადამიანების განწყობა სიტყვის უთქმელად იგრძნოთ და თქვენ გარშემო არსებულ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე გავლენა იქონიოთ. წარსულში მომხდარი რაღაც მოვლენის გამო შეიძლება ოჯახში კრიტიკის მოსმენა მოგიწიოთ. ნუ ინერვიულებთ, ხვალ ამის შესახებ არავის ემახსოვრება.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გირჩევთ კოლეგებთან კამათს და დაპირისპირებას მოერიდოთ. ჯერჯერობით ცვლილებების დრო არ დამდგარა, ამიტომ კარგად გამოცდილი ხერხები უნდა გამოიყენოთ და ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ. მგზავრობა იმედებს გაგიცრუებთ, ამიტომ უმჯობესია, დღე სახლში, მშვიდად გაატაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მოემზადეთ ფინანსური თუ მატერიალური საკითხების განხილვისთვის, ასევე, კომპენსაციისა თუ გადახდების შესახებ დისკუსიებში მონაწილეობისთვის. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ უფრო დამთმობი და ლმობიერი იყოთ. განწყობის გასაუმჯობესებლად გირჩევთ, რამე გემრიელი მოამზადოთ ან შეიძინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

სურვილის მიუხედავად, ამ დღეს რთული ან უსიამოვნო საკითხების განხილვას ვერ აიცილებთ, მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახთან და, საჭიროების შემთხვევაში, ადვოკატებთან საუბარი სამომავლოდ არ გადადოთ. ამით სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. საყვარელი საქმე სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ ეს შესაძლებელია, ყველა შეხვედრა და მოლაპარაკება გადადეთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან - ეს დღე მარტოობასა და სიჩუმეში მუშაობისთვის შესაფერისია. უმჯობესია, ნაკლები იაქტიუროთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გაგიჭირდებათ, ამიტომ თუ შესაძლებელია, ეს საქმიანობა სამომავლოდ გადადეთ, ახლა კი ინდივიდუალურად იმუშავეთ. იგივე რჩევა პირად ურთიერთობებსაც ეხება. საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან უწყინარი საუბარი შესაძლოა ჩხუბში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოემზადეთ იმისთვის, რომ კოლეგები ან პარტნიორები თქვენი საქმიანობის კრიტიკას და უკმაყოფილების გამოხატვას დაიწყებენ. უმჯობესია შეხვედრები და დოკუმენტებზე ხელმოწერა რამდენიმე დღით გადადოთ. შესაძლოა, წარსულის ნეგატიურმა მოვლენებმა გავლენა მოახდინოს იმაზე, რაც თქვენს თავს ხდება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გირჩევთ, გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მშვიდად მიჰყვეთ. ამ დღეს ბედთან კამათი სრული უაზრობაა. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში გეგმას რამდენჯერმე შეცვლით. ენდეთ თქვენს ინტუიციას - ის განიშნებთ, მოულოდნელ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ემოციურად რთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, ბნელი ფიქრები მოიშოროთ და მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განეწყოთ. წინ რთული, უსიამოვნო საუბარი გელით, რომელსაც დიდი სურვილის მიუხედავად, თავიდან ვერ აიცილებთ. მოერიდეთ სტრესის ალკოჰოლით ან ტკბილეულით მოხსნას. უმჯობესია ვარჯიშს მიმართოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს თავი ვერ შეიკავოთ და ზედმეტი თქვათ. ზოგჯერ საკუთარი პირდაპირობა და გარშემო მყოფთა მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება თავადაც გაღიზიანებთ. უმჯობესია, საქმიანი შეხვედრები გააუქმოთ ან სამომავლოდ გადაიტანოთ. საღამოს ემოციური ფონი შემცირდება და ურთიერთობა გაცილებით ადვილი გახდება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დილლიდან მოწყენილობას ებრძვით და ცდილობთ, უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას თავი დააღწიოთ. გირჩევთ საქმიან შეხვედრებსაც თავი აარიდოთ, რადგან შეიძლება ისეთი რამ თქვათ, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - გამორიცხული არ არის, რომ ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

პირად თუ სამსახურებრივ პრობლემას უფრო მარტივად გაუმკლავდებით, თუ პრობლემის მიზეზს საკუთარ თავში იპოვით. შინაგანი ჰარმონია რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარებათ. მარტოხელა თევზებს რომანტიკული ნაცნობობა ელით - ის ხანმოკლეც რომ იყოს, თქვენს გულში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.

 
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way