USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 მარტი?
дата:  785

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის :

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასრულებისა და სამუშაო განრიგის მოწესრიგებისთვის. დროა, სახლის საფუძვლიანად დალაგებაზე იზრუნოთ - გადაყარეთ უსარგებლო ნივთები, რომლებიც ხელს გიშლით, გაათავისუფლეთ ადგილი იმისთვის, რაც ნამდვილად გჭირდებათ.
ამასთანავე, ეცადეთ თქვენი ფეთქებადი ხასიათი აკონტროლოთ და უსიამოვნებებში არ გაეხვიოთ.

კურო

მშვიდი და წარმატებული დღეა. რთულ საქმეში გამოსავალს ადვილად იპოვით, სასიამოვნო ურთიერთობა კი განწყობას გაგიუმჯობესებთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები ოჯახის წევრებს ან უახლოეს მეგობრებს გაუზიაროთ. შესაძლოა, მათ შორის ვიღაც თქვენი ერთგული თანაშემწე გახდეს ან გავლენიან ადამიანთან შეხვედრაში დაგეხმაროთ

ტყუპები

დროა დაგროვილი პრობლემების მოგვარება დაიწყოთ. ენერგიით სავსე ხართ და რთული საკითხების გადაჭრასაც კი წარმატებით შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიტუაცია რეალისტურად შეაფასოთ და გააცნობიეროთ, რა გჭირდებთ და რა არა. დაფიქრდით, იქნებ ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა?

კირჩხიბი

პირად ცხოვრებაში ახლა ყველაფერი მშვენივრად არის, მაგრამ არ უნდა მოდუნდეთ. გახსოვდეთ, რომ პარტნიორს საკუთარი გრძნობების შესახებ დროდადრო უნდა შეახსენოთ ან რომანტიკული სიურპრიზები გაუკეთოთ. მარტოხელა კირჩხიბებს საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ელით, რომელიც სერიოზული ურთიერთობისთვის მზადაა.

ლომი

ამ დღეს ემოციური ფონი გაზრდილია, ამიტომ მიმდინარე მოვლენებზე თქვენი რეაქციები ყურადღებით უნდა აკონტროლოთ. წვრილმანებისა და გარშემო მყოფთა დაუფიქრებელი მოქმედების გამო არ უნდა გაღიზიანდეთ. ეცადეთ, მოდუნდეთ და პოზიტიურად განეწყოთ, რაც უფრო მეტს იფიქრებთ და გააანალიზებთ, განწყობა მით უფრო გაგიფუჭდებათ.

ქალწული

ამ დღეს სამუშაოზე კონცენტრირება გიჭირთ, რადგან ნებისმიერი საკითხი ყურადღებას გიფანტავთ. ჯობს, რომ სერიოზული საქმეები სამომავლოდ გადადოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. კოლეგებთან ურთიერთობის დროს ფრთხილად უნდა იყოთ - ვიღაცის პროვოკაციამ შეიძლება დაუფიქრებელი საქციელისკენ გიბიძგოთ.

სასწორი

ამ დღეს უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაშიც კი პრობლემებს უნდა ელოდოთ - შემთხვევით მგრძნობიარე თემას შეეხებით და უსიამოვნო სიტუაციას თავად გამოიწვევთ. ფინანსებთან მიმართებითაც ფრთხილად უნდა იყოთ - არ აიღოთ სესხი და ნუ შეეხებით სახელმწიფო ფულს.

მორიელი

ზოგმა ცვლილებამ შესაძლოა თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე ან სამსახურებრივ პოზიციაზე გავლენა მოახდინოს. სავარაუდოდ, კარიერული წინსვლა ან ბიზნესპარტნიორის საინტერესო შეთავაზება გელით. თუ ეს ის არის, რაზედაც ოცნებობდით, მაშინ შეთავაზება უნდა მიიღოთ.
თანამოსაუბრის მოსმენა ისწავლეთ და მასზე ზეწოლას ნუ ცდილობთ.

მშვილდოსანი

ახლა თქვენი ოჯახური ურთიერთობები ძალიან მშვიდი და ჰარმონიულია, პარტნიორთან კი სრული ურთიერთგაგება სუფევს. მოერიდეთ სამსახურებრივ რომანს ან მეგობრებთან ფლირტს, რადგან ამან შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ და, რაც მთავარია, ავტორიტეტი შეგილახოთ.

თხის რქა

ცდილობთ, კოლეგებზე ან უბრალოდ ნაცნობებზე საკუთარი ავტორიტეტით და გავლენებით ზეწოლა მოახდინოთ. მზად იყავით, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება ურთიერთობები გააფუჭოს. იდეები თუ გეგმები, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივიდათ, მომავალში შეიძლება ძალიან მოგებიანი იყოს - ამიტომ, რომ არ დაგავიწყდეთ, უბის წიგნაკში უნდა ჩაიწეროთ.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარ მიღწევებზე ნაკლები ისაუბროთ და იტრაბახოთ, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი წინსვლა აღიზიანებთ. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის პრევენციისთვის. გახსოვდეთ, რომ სტრესულმა სიტუაციამ შეიძლება დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს.

თევზები

საქმის სამომავლოდ გადადება აღარ გამოგივათ, ამიტომ ეცადეთ დაგროვილ პრობლემებს დღესვე გაუმკლავდეთ. ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით, ამიტომ ყველაფერი გამოგივათ. ახალი, საინტერესო იდეები მალე შემოსავალს მოგიტანთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати