დღეს მოთმინება და გაწონასწორებულობა გადამწყვეტია. შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ნერვების გამოცდას შეეცდება.
ბიზნესი: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გადადეთ. დღეს არ არის საუკეთესო დრო ახალი წამოწყებისთვის.
სამსახური: კრიტიკას მშვიდად მოეკიდეთ – არ დაუშვათ, რომ გაღიზიანებამ თქვენი იმიჯი შელახოს.
სიყვარული: თუ პარტნიორთან კამათი გაქვთ, მშვიდად ისაუბრეთ, ცხელ გულზე არაფერი გადაწყვიტოთ.
თქვენი მყარი და გააზრებული მიდგომა დღეს გამოგადგებათ. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში.
ბიზნესი: არ ენდოთ ყოველ სიტყვას – მოულოდნელად შეიძლება ვინმემ არასწორი მიმართულებით გაგატაროთ.
სამსახური: თქვენი სანდოობა დაფასდება, მაგრამ არ დაუშვათ, რომ ზედმეტ ვალდებულებებს გაჰკიდონ.
სიყვარული: თუ ვინმესთვის გრძნობები გაქვთ, დროა, დაფიქრდეთ, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი.
დღე კომუნიკაციისთვის კარგი იქნება, მაგრამ ზედმეტად საუბარში ნუ შეჰყვებით, შესაძლოა, საჭირო ინფორმაცია წამოგცდეთ.
ბიზნესი: კარგი დღეა მცირე ინვესტიციებისთვის, მაგრამ დიდი საქმეების წამოწყებას მოერიდეთ.
სამსახური: ახალ იდეებს ყურადღება მიაქციეთ, მაგრამ ყველას არ გაანდოთ თქვენი გეგმები.
სიყვარული: თუ ურთიერთობაში ხართ, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ – საყვარელ ადამიანს თქვენი სითბო სჭირდება.
დღეს ემოციებს ძალიან ნუ აჰყვებით – ვიღაც შეიძლება განზრახ გაგაღიზიანოთ.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით ფულთან – მოულოდნელი ხარჯი შესაძლებელია.
სამსახური: არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენი თავდაჯერებულობა შეარყიოს.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი შეიძლება გაუგებრობაში მოჰყვეს – ნუ იჩქარებთ ბრალდებებს.
თქვენი ქარიზმა ჩვეულებრივზე ძლიერად იმუშავებს, მაგრამ ზოგიერთს შესაძლოა ეს არ მოეწონოს.
ბიზნესი: ფინანსურად არ არის ცუდი დღე, მაგრამ ინვესტიციებს კარგად უნდა გადაავლოთ თვალი.
სამსახური: უფროსობასთან ზედმეტი ინიციატივის გამოჩენას მოერიდეთ – შესაძლოა, თქვენი აქტიურობა სხვებს არ მოეწონოთ.
სიყვარული: თუ პარტნიორთან უთანხმოება გაქვთ, ცივი გონებით იმოქმედეთ.
დღეს ბევრს მოგთხოვენ, მაგრამ თქვენი მოთმინება და სიზუსტე ყველაფერს მოაგვარებს.
ბიზნესი: დოკუმენტებს დიდი ყურადღებით გადაავლეთ თვალი – პატარა შეცდომამ შეიძლება დიდი ზიანი მოგიტანოთ.
სამსახური: მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით, კოლეგებთან ურთიერთობისას.
სიყვარული: ეცადეთ, დღეს საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ – ამას დააფასებს.
თქვენი დიპლომატიური უნარები დღეს გამოგადგებათ – შესაძლოა, ვიღაცის ნდობა მოიპოვოთ.
ბიზნესი: ახალი თანამშრომლობის დაწყებამდე კარგად შეისწავლეთ პარტნიორები.
სამსახური: შეიძლება პასუხისმგებლობა დაგაკისრონ, რომელიც თქვენი საქმე არ არის – უარი თქვით მშვიდად.
სიყვარული: თუ ურთიერთობაში ხართ, მოერიდეთ წვრილმან კამათებს, დიდ კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ საქმე.
დღეს გამბედაობა დაგჭირდებათ – შესაძლოა, რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.
ბიზნესი: კონკურენცია გაიზრდება – არ დაიხიოთ უკან.
სამსახური: იყავით ფრთხილი – ვიღაც შეიძლება თქვენი იდეის მოპარვას ცდილობდეს.
სიყვარული: დროა, გულახდილად ისაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.
დღეს მოულოდნელობებისთვის მზად იყავით – გეგმები შეიძლება უცებ შეიცვალოს.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით ფინანსებთან, მოულოდნელი დანაკარგი მოსალოდნელია.
სამსახური: მუშაობას მეტი ყურადღება დაუთმეთ, რომ შეცდომები აიცილოთ.
სიყვარული: პარტნიორს მეტი სითბო სჭირდება – ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს.
დღეს თქვენი სიბრძნე და წინდახედულობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით ახალი წინადადებების შეფასებისას.
სამსახური: ნურც ზედმეტად ჩუმად იქნებით და ნურც ზედმეტად აქტიური – ბალანსი დაიცავით.
სიყვარული: შესაძლოა, ვინმემ მოულოდნელი ინტერესი გამოთქვას თქვენს მიმართ.
დღეს თქვენი კრეატიულობა შეიძლება სხვებისთვის შთაგონების წყარო გახდეს.
ბიზნესი: კარგი დროა ახალი იდეების განხილვისთვის, მაგრამ ფრთხილად იყავით, ვისთან აზიარებთ მათ.
სამსახური: შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს – თვალი ადევნეთ მოვლენებს.
სიყვარული: თუ ვინმეს მიმართ სიმპათია გაქვთ, არ ღირს ამის დამალვა.
დღეს ინტუიცია სწორად მიგასწავლით, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ ლოგიკა.
ბიზნესი: შესაძლოა, ვიღაცამ თქვენგან რჩევა მოითხოვოს – ობიექტურობა შეინარჩუნეთ.
სამსახური: საქმეებს მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ, რომ უსიამოვნებები აიცილოთ.
სიყვარული: დღეს კარგია რომანტიკული მომენტებისთვის – ეცადეთ, საყვარელ ადამიანს ეს ასიამოვნოთ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.