USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 იანვარი?
дата:  2930

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამბავი, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას ნუ გაურბიხართ - სწორედ ეს ურთიერთობა გიბიძგებთ საინტერესო იდეისკენ და სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ - დღეს ის მხოლოდ სწორ რჩევას მოგცემთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შესაძლოა, უსარგებლო ნივთებზე მეტისმეტად ბევრი ფული დახარჯოთ, ამიტომ ჯობს, შოპინგი სამომავლოდ გადადოთ და საყოფაცხოვრებო საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების ან პროექტების დაწყებისთვის. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი ურთიერთობების თქვენი ინიციატივით აღდგენა და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მშვენიერი დღეა სახლში ინტერიერის შეცვლის ან რემონტის დაწყებისთვის. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თავის სფეროში „იდეების გენერატორია“ და თქვენც შესანიშნავ იდეებს მოგაწვდით. პოზიტიური ემოციების წყურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რომელსაც მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ ეს აჩქარებას და უყურადღებობას არ გაამართლებს. სასურველია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. ახლობელი ადამიანების შენიშვნებმა არ უნდა გაგაბრაზოთ - ისინი შეცდომებისგან თქვენს დაცვას ცდილობენ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველა ინფორმაცია ყურადღებით უნდა გადაამოწმოთ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. ემოციური დონე ამაღლებულია, ამიტომ ემოციების კონტროლი და სიტუაციაზე მშვიდად რეაგირება გმართებთ. საყვარელ ადამიანებთან საუბარი სიმშვიდეს დაგიბრუნებთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის - ინტუიცია არ გიღალატებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თუ რჩევა ან ავტორიტეტული აზრი გჭირდებათ, პროფესიონალებს უნდა მიმართოთ. უახლოეს ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება დაძაბული სიტუაცია შეიქმნას. ეცადეთ, საკუთარი აზრი დაიცვათ და მსხვერპლის პოზიციას ნუ შეეგუებით. ამ დღეს შეთავაზებებზე უარის თქმას გირჩევთ - სავარაუდოდ, ისინი სარგებელს არ მოგიტანენ. ზოგი ქალწული იმ ურთიერთობის გაწყვეტაზე ფიქრობს, რომელსაც სულ ახლახან ძალიან აფასებდნენ. ნუ აჩქარდებით - ამის მიზეზი არ არსებობს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, ამ დღეს ფული ეკონომიურად ხარჯოთ - შეძენილი ნივთები კმაყოფილებას არ მოგიტანთ და მალე ფულის დახარჯვას ინანებთ. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც ამ დღეს გაიგებთ და გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, სანამ მის გამოყენებას გადაწყვეტთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ყურადღებით იყავით - არსებობს საკვებით მოწამვლის შანსი.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

საყვარელ ადამიანებს შორის ურთიერთობა შეიძლება ორმხრივმა ეჭვებმა და უსაფუძვლო პრეტენზიებმა გააფუჭოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ და ახლობელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. თუ რთული არჩევანის გაკეთება გიწევთ, საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ - ის არ გიღალატებთ. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ - გირჩევთ, ყველა საუბარი და დისკუსია მომდევნო დღისთვის გადადოთ. შესაძლოა, წარსულის რომელიღაც პრობლემასთან გამკლავება შეძლოთ. მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ მათი გადაჭრის გზას და შესაძლებლობას აუცილებლად იპოვით. ბევრი საკითხის მოგვარებას, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, ძველი ნაცნობების დახმარებით შეძლებთ. ცვლილებები თქვენგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ჯობია, ცოტა მოიცადოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

პიროვნული ხიბლი დაგეხმარებათ, რომ საჭირო ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოთ და სასურველი მარტივად მიიღოთ. ახალ ნაცნობებზე ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენთ, რომ მზად არიან, თქვენს ნებისმიერ იდეას მხარი დაუჭირონ. გარეგნობის ან გარდერობის შეცვლა თავდაჯერებას შეგმატებთ და განწყობას აგიმაღლებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

წარმატებული და საინტერესო დღეა. ეცადეთ, ბევრი ახალი ადამიანი გაიცნოთ და ბევრი ახალი ადგილი მოინახულოთ. სასურველია ძველი მეგობრების გახსენება, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ - მალე მათი დახმარება დაგჭირდებათ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს სასიყვარულო ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სავარაუდოდ, თქვენს გარემოცვაში გარკვეული პრობლემები დაგროვდა, რაც გულწრფელ საუბარს და გამოსავლის პოვნას მოითხოვს. გირჩევთ, პარტნიორს საკუთარი გრძნობებისა და გამოცდილების შესახებ უამბოთ და მისი აზრი გაითვალისწინოთ. პატივი ეცით გარშემომყოფთა პირად სივრცეს.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати