USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 დეკემბერი?
თარიღი:  382

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის:

ვერძი

ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და ამისათვის რაიმე განსაკუთრებულის თქმა ან გაკეთება არ დაგჭირდებათ – თქვენი დუმილი შეიძლება სიტყვებზე მრავლისმეტყველი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს შესაძლებლობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ეცადეთ, საჭირო ადამიანებთან კონტაქტები დაამყაროთ, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.

კურო

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ჩვეული „კომფორტის ზონიდან“ გამოხვიდეთ და რაღაც ახალი და პიკანტური სცადოთ. მით უმეტეს, რომ ამ დღეს ექსტრემალური ემოციებისთვის მზად ხართ! არაფერი აღაგზნებს კუროს ისე, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, ნებადართულისა და აკრძალულის დაბალანსება. ყველაფერი რაც აკრძალული არ არის, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა სცადოთ!

ტყუპები

მთელი დღის განმავლობაში თქვენში დაძაბულობა და უკმაყოფილება გროვდება. გარშემომყოფები არაორგანიზებულობით გაღიზიანებენ, მოვლენები კი დროდადრო უკონტროლო ხდება. შესაძლოა, ამან არაფრით დაგაზარალოთ, უბრალოდ გაცოფებთ ის ფაქტი, რომ ყველაფერი გეგმის დარღვევით, "არასწორად" მიდის. განწყობას მხოლოდ ძლიერი ემოცია ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიუმჯობესებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბის ყველაზე წარმატებული იდეა თუ პროექტი სხვა ადამიანებს უკავშირდება. ეცადეთ, ყველა მოვლენა აკონტროლოთ, ყველა სიახლე თუ ჭორი გაიგოთ, რადგან სწორედ ეს არის თქვენი წარმატების საიდუმლო. შესაძლოა, მალე რამდენიმე ძალიან საჭირო ადამიანი გაიცნოთ ან ვიღაც ისეთი მოხიბლოთ, ვინც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ლომი

ფრთხილად იყავით - დიდი კონფლიქტი გელით! საბრძოლოდ განწყობილი ხართ და ნერვიულად რეაგირებთ ყველაფერზე, რაც თქვენ გარშემო ხდება. მკვეთრ ნაბიჯს თუ გადადგამთ, მოგვიანებით აუცილებლად ინანებთ, ამიტომ, ეცადეთ, ენერგია სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ. ბოლოს და ბოლოს, სახლი დაალაგეთ ან წიგნების კარადა გადაახალისეთ - გარწმუნებთ, ჩხუბის ყველანაირი სურვილი გაგიქრებათ.

ქალწული

ამ დღეს განწყობა ისე სწრაფად გეცვლებათ, რომ თავადაც ვერ ხვდებით მოწყენილი ხართ თუ მხიარული, გაბრაზებული თუ გულგრილი, კეთილგანწყობილი თუ მშვიდი. საკუთარი გრძნობების სათამაშოდ რომ არ იქცეთ, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

სასწორები

შეიძლება, მთელი დღე უსარგებლო წვრილმანების კეთებაში გაატაროთ, თუმცა თავად მათ წვრილმანებად არ მიიჩნევთ. ზოგადად, ამ დღეს ცდილობთ, ბუზისგან სპილო შექმნათ! გაითვალისწინეთ, რომ ეს ბევრს აღიზიანებს, ამიტომ ეცადეთ, მოვლენებს იუმორით შეხედოთ, რათა ემოციებმა შიგნიდან არ დაგანგრიოთ.

მორიელი

მზად იყავით იმისთვის, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევით. მათ შორის, ვინც თქვენით დაინტერესდა, შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ - მათ თქვენი ცხოვრებისა და კარიერის შეცვლა შეუძლიათ. ეცადეთ, ამ ადამიანების დასანახად თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და აუცილებლად მოგებული დარჩებით.

მშვილდოსანი

დილიდან უმცირეს შენიშვნაზე დენთივის კასრივით ფეთქდებით. ამის გამო იქაც კი კონფლიქტს ხედავთ, სადაც არ არსებობს. იქ კი, სადაც არსებობს, კიდევ უფრო აღრმავებთ - თქვენ ხომ მტკივნეულ ადგილზე ზეწოლა მშვენივრად გეხერხებათ! საინტერესოა, მოგიტანთ თუ არა ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? ალბათ არა და თუ ასეა, ღირს კი საერთოდ ბრძოლა?

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება რაღაც ახლისა და უცნობის მიმართ ლტოლვა იგრძნოთ! ჩვეული რუტინა უკვე მოწყენილობას გგვრით, ხოლო ახალი ადგილებით, ახალი ცოდნითა და ახალი ადამიანებით გატაცება ზღვარს აღწევს. თუ დიდი აღმოჩენებისთვის მზად არ ხართ, დაიწყეთ მცირედით - უბრალოდ, უცნობ ქუჩაზე გაისეირნეთ, ახალი ადამიანები გაიცანით ან ახალი კერძი დააგემოვნეთ.

მერწყული

ამ დღეს ფულის უკონტროლო ხარჯვისკენ ხართ განწყობილი. განსაკუთრებულ გულუხვობას საყვარელი ადამიანების მიმართ გამოიჩენთ - უბრალოდ, არ შეგიძლიათ, რომ თხოვნაზე უარი უთხრათ. თუმცა, რატომაც არა? ქამრის შემოჭერა მერეც შეიძლება. მიჰყევით საკუთარ სურვილებს, თუმცა ზედმეტიც ნუ მოგივათ.

თევზები

ამ დღეს ორმაგად მომხიბვლელი ხართ, რაც განსაკუთრებულ თავდაჯერებას გმატებთ. თქვენი ქარიზმა სამსახურში, სახლში და ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. მთავარია, არ გადაამლაშოთ - თუ გარშემო მყოფი ადამიანები თქვენგან ამპარტავნებას იგრძნობენ, თქვენი უპირატესობა შარშანდელი თოვლივით გაქრება.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.