USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 აპრილი?
Date:  807

რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 28 აპრილისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გეგმა, რომელზედაც დიდ იმედს ამყარებთ, შეიძლება არც ისე იდეალურად განხორციელდეს, როგორც გსურთ, თუმცა, ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ფული არავის ასესხოთ, თორემ დიდხანს ვეღარ დაიბრუნებთ. ასევე, მოერიდეთ ემოციების გავლენით შეიძენთ ნივთებს, რომლებიც არაფერში გჭირდებათ და რომლებშიც იმაზე მეტი ფულს დახარჯავთ, ვიდრე გეგმავდით!

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სამუშაოსთან დაკავშირებით კოლეგებთან და პარტნიორებთან მცირე უთანხმოება გელით. სამაგიეროდ, მეგობრებთან ურთიერთობა მშვენივრად აეწყობა. თუ შემოგთავაზებენ, შეხვედრას დათანხმდით. მარტოხელა ტყუპებს საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ის, რაც დღეს უნდა გააკეთოთ, თქვენს სურვილებსა და გეგმებს ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. შორიდან მიღებული ინფორმაცია არასრულია - ვიღაც ცდილობს სიმართლე ან რაღაც ბოლომდე არ თქვას. კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შეიძლება ქება ან ჯილდო დაიმსახუროთ. მოერიდეთ თვითმკურნალობას და უცნობი მედიკამენტები არ მიიღოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ოჯახის წევრებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს. ეცადეთ გულწრფელი საუბრით ყველაფერი გაარკვიოთ და შეთანხმებას მიაღწიოთ. თუ სამსახურში რაღაც პირველ ცდაზე არ გამოდის, ეს არ ნიშნავს რომ საერთოდ არ გამოვა. გათავისუფლდით მოძველებული სტერეოტიპებისგან და მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

საქმიან ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები გელით. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარმატების მისაღწევად დროდადრო „ჩარჩოებს“ გასცდეთ და საკუთარ ინტუიციას დაუჯეროთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის - პარტნიორისგან ლამაზ საჩუქარს უნდა ელოდოთ. ასევე, ხელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობებისთვის. გირჩევთ, უახლოესი დღეები თავი არ დაიტვირთოთ და მხოლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა სახლში და სამსახურში მიმდინარე საქმეების დასრულებისთვის. პარტნიორის ან ოჯახის რომელიღაც წევრის სიძუნწე ძალიან გაღიზიანებთ, რაც შეიძლება დაპირისპირების მიზეზად იქცეს. ეცადეთ, შესაძლებლობა გამოიყენოთ - პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

საეჭვოა რომ ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, შეთანხმებულ ვადაში დაიბრუნოთ. ბიზნესისა და წარმოების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ნაყოფიერი დღე ელით. ვიღაც ცდილობს თქვენი მოთმინება გამოცადოს - ეცადეთ, პროვოკაციას არ წამოეგოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დღის პირველ ნახევარში თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მაგრამ შუადღემდე განწყობა გაუმჯობესდება და სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად ძალებს მოიკრებთ. ეცადეთ საკუთარ თავსა და საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. აკეთეთ ის, რაც გამშვიდებთ და გსიამოვნებთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. შუადღის შემდეგ თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი დაიკლებს და მყუდრო ადგილის ძებნას დაიწყებთ, სადაც ნაკლები ხალხია. საქმიან ურთიერთობაში ეცადეთ ოქროს შუალედი შეინარჩუნოთ. ფინანსური საკითხების მოგვარებისას სიფრთხილე გმართებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

28 აპრილი მუშაობისთვის არც ისე ნაყოფიერი დღეა - შეიძლება სამწუხარო შეცდომები დაუშვათ. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ კვირა დღეს დაისვენოთ და ენერგია მოიკრიბოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way