USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 სექტემბერი?
თარიღი:  4040

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებები არასწორად ესმით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი და მოვლენების ხელსაყრელი განვითარება.

 

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ნებისმიერ დავალებას სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოთ. შანსი გექნებათ, რომ ახალი პარტნიორები იპოვოთ და მომგებიანი თანამშრომლობა დაიწყოთ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მსხვილი გარიგებებისთვის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დროს თუ არ დაკარგავთ, ამ დღეს ბევრის გაკეთებას მოასწრებთ. თვითკონტროლი და დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია - მათ გარეშე ცდუნებებთან გამკლავება და სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ.

საღამო ყველაზე შესაფერისი დროა პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობისა და სამუშაო საკითხების განხილვისთვის. ამ დღეს შანსი გექნებათ, მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან მიიღოთ, რომლებსაც ძალიან პატივს სცემთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს წარმატებას ის კირჩხიბები მიაღწევენ, რომლებიც არავის რჩევებს და დახმარებას არ ელიან, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ და პასუხისმგებლობის აღების არ ეშინიათ.

ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის. პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრები სასურველი შედეგით დასრულდება.

მარტოხელა კირჩხიბებისთვის საქმიანი თანამშრომლობა შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს - ადამიანებს საერთო ინტერესები ძალიან აახლოებს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს იღბალი იმ ლომს გაუღიმებს, რომელიც მზადაა თავდაუზოგავად იშრომოს და ადამიანებს უანგაროდ დაეხმაროს. თქვენი სიკეთე აუცილებლად დაფასდება, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მშვენივრად აეწყობა. ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით და მზად ხართ, ერთმანეთის პასუხისმგებლობა გაიზიაროთ.

დღის მეორე ნახევარი მოულოდნელ საჩუქრებს გპირდებათ, მაგრამ არც უფროსი ნათესავების შესახებ დაივიწყოთ - შესაძლოა, ერთ-ერთი ჯანმრთელობის პრობლემებმა შეაწუხოს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დღის პირველ ნახევარში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რათა საკუთარი გულუბრყვილობის გამო არ დაზარალდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების ხელმოწერის ან ფინანსური ვალდებულებების აღების დროს. ამ დღეებში სამოგზაუროდ წასვლა არ არის მიზანშეწონილი.

დღის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდი და ხელსაყრელი იქნება. შესაძლოა, ძველი ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ ან ერთგული თანამოაზრეები იპოვოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ურთიერთობებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დილიდან უჩვეულოდ მგრძნობიარე ხართ და ნებისმიერი შენიშვნა გულთან ახლოს მიგაქვთ, ამიტომ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ირგვლივ ყველას აკრიტიკებს, არაფერში გჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ადამიანების დახმარების სურვილმაც პრობლემები შეგიქმნათ - ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

დღის მეორე ნახევარში სამსახურთან ან ბიზნესთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავს გაიგებთ. უახლესი წარსულის ანალიზი შეცდომებს თავიდან აგაცილებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლობის დასაწყებად. საშუალება გექნებათ, რომ თანამოაზრეებთან ერთობლივი გეგმები და ქმედებები შეათანხმოთ. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, თუმცა ახლა სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებისთვის არახელსაყრელი დროა.

ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ახალ პარტნიორთან ხელსაყრელი გარიგება დადოთ. თუ სწრაფად და ადვილად იღლებით, იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ.

დღის ბოლოს ოჯახის წევრთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავს შეიტყობთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

წინააღდეგობრივი დღეა - ერთი მხრივ, პიროვნული თვისებების დახმარებით ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ამყარებთ და ადვილად ხიბლავთ, მეორე მხრივ, მცირე პრობლემებს გამო გეგმების განხორციელებას ხშირად ვერ ახერხებთ.

წარუმატებელი შესყიდვები და მცირე ფინანსური ზარალი გელით. არახელსაყრელი დღეა ფულთან ან ძვირფას ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

ვარსკვლავები შეყვარებულ მშვილდოსნებს მფარველობენ - ბევრი რომანტიკული თავგადასავალი გელით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს გეგმების განხორციელება არ უნდა იჩქაროთ - უმჯობესია, ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ. საშუალება გექნებათ, რომ სასიამოვნო ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო, მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ.

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება, ამიტომ მეტი დასვენება გჭირდებათ, სიტუაცია კი პირიქით, თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ ძალები უნდა აღიდგინოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ნებისმიერი შეხვედრა, მათ შორის დაუგეგმავი, კარგად ჩაივლის. საქმიანი მოლაპარაკებები სასურველ შედეგს მოგიტანთ და შეიძლება მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი მოაწეროთ.

დღის მეორე ნახევარში მოგიწევთ, ყურადღება ოჯახურ საკითხებზე გადაიტანოთ - ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ. დაუპატიჟებელი სტუმრები თქვენთან დიდხანს დარჩებიან, თუნდაც ეს დიდად არ გსიამოვნებდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ კონკურენტებს გაუსწროთ და პირადი მიღწევები გააუმჯობესოთ.

დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.