რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ხელსაყრელი დღეა, გარემოებები თქვენს სასარგებლოდ ვითარდება. შესაძლოა, ყველაზე რთული პროექტებიც კი ადგილიდან დაძრათ, ამიტომ პრობლემების ნუ შეგეშინდებათ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები სასურველ შედეგს გამოიღებს. ოჯახის წევრის რჩევა ძველი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
საკუთარი შესაძლებლობები გაეჭვებთ და თავს დაუცველად გრძნობთ. მოერიდეთ ემოციური გადაწყვეტილების მიღებას და მხოლოდ ფაქტებით იხელმძღვანელეთ. ახალი პროექტების და იდეების განხორციელება წარმატებით დასრულდება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება კონლიქტით და გაუგებრობით დასრულდეს.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ამ დღეს სიტუაცია თავად უნდა აკონტროლოთ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა არავის ანდოთ. უფროსების და სხვა გავლენიანი პირების მხრიდან მოსალოდნელი ზეწოლის ნუ შეგეშინდებათ - საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვათ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
მრავალმხრივი ტენდენციებით გამორჩეული დღეა, ამიტომ თქვენი განწყობაც სწრაფად იცვლება. მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება ან სერიოზული საუბრები სხვა დროისთვის უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ და საქმის დასრულება არ გამოგივათ. ეცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები აკონტროლოთ - შესაძლოა, გეგმების სასწრაფოდ შეცვლა დაგჭირდეთ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
გაზრდილი ემოციური ფონი მუშაობასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გიშლით. თავს გაღიზიანებულად გრძნობთ და უმნიშვნელო წვრილმანსაც კი წყობიდან გამოჰყავხართ, რაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ - მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები და ფულს უსარგებლო ნივთებზე ნუ დახარჯავთ. დროა ფინანსური ვალდებულებების დაფარვაზე იზრუნოთ - ეს ურთიერთობების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი გელით - დაუფიქრებელი საქციელის გამო შესაძლოა, პარტნიორთან დაძაბული ვითარება შეიქმნას. ეცადეთ სიტუაცია გულწრფელი სინანულით გამოასწოროთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
სავარაუდოდ, ამ დღეს გეგმების შეცვლა და გარემოებებთან მორგება მოგიწევთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და შექმნილი სიტუაციით ისარგებლოთ. დროა, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - სუფთა ჰაერზე სეირნობა ან ძილის წინ მედიტაცია დაგეხმარებათ თავი უკეთ იგრძნოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ახლობელ ადამიანებს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ეცადეთ, ყველასთვის დრო გამონახოთ, მაგრამ ნურც საკუთარი საქმეებისა და პასუხისმგებლობების შესახებ დაივიწყებთ. თქვენი საინტერესო იდეები სათანადოდ არ დაფასდა, რაც ძალიან გაბრაზებთ. მოთმინება გამოიჩინეთ - მალე თქვენ მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ამ დღეს ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნო იქნება. ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენი იდეებით დაინტერესდეს და ახალი თანამოაზრეები იპოვოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთების ნაცვლად სჯობს, ყურადღება ერთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გადაიტანოთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ამ დღეს წვრილმანებზეც კი მწვავედ რეაგირებთ, ამიტომ შეცდომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. კოლეგებთან დისკუსია დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ უშედეგოდ დასრულდება, ამიტომ ჯობს, დრო უფრო საინტერესო საკითხებს დაუთმოთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება პრობლემებმა და ორმხრივმა პრეტენზიებმა გააფუჭოს. ეცადეთ, პრობლემები წარმოქმნისთანავე მოაგვაროთ და კონფლიქტის განვითარება თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახის წევრების აზრით დაინტერესდეთ და მათი სურვილები გაითვალისწინოთ. სავარაუდოდ, ხანმოკლე ფინანსური სირთულეები გელით.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ნუ გაჯიუტდებით. ეცადეთ, კომპრომისული გამოსავალი მოძებნოთ. ამით პარტნიორის გულს მოიგებთ და ანახვებთ, რომ თქვენთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა რაციონალური, კარგად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ. მოერიდეთ საყვარელი ადამიანების კრიტიკას.