USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 დეკემბერი?!
 829

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს გარკვეული შფოთვა და გაურკვევლობა ახლავს, მაგრამ მუშაობის პროცესში ეს განცდა თანდათან გაქრება. მნიშვნელოვანია თქვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რასაც ზოგჯერ ყურადღებას არ აქცევთ. შინაგანი ჰარმონია კონცენტრირებასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, მიღებული წინადადებები ყურადღებით შეისწავლოთ და ფიქრისთვის დრო ითხოვოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, განსაკუთებით მით უფრო, თუ ხშირად უმიზეზოდ კამათობთ. თანდაყოლილი ტაქტი და დიპლომატიური უნარები დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. გირჩევთ, ცხოვრების წესში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ და კვების რაციონის დაბალანსებასა და რეგულარული ვარჯიშის დაწყებაზე იზრუნოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სამუშაო ადგილზე ახალი გამოწვევები გელით. ცდუნებები ყურადღებას გიფანტავთ: კოლეგებთან ერთად ყავის დალევა, სოციალური აქტივობები ან ახალი ჭორები გაიძულებთ, საქმეს მოწყდეთ და ყურადღება სხვაგან გადაიტანოთ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენაა. შესაძლოა, მარტოხელა ტყუპი საინტერესო ადამიანს შეხვდეს და თავდავიწყებით შეუყვარდეს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოვლენებით დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, უსიამოვნო შეხვედრები და საუბრები გელით, რომლებსაც სიამოვნებით აიცილებდით თავიდან. გარშემომყოფები ძველ შეცდომებს გახსენებენ, რაც არც ისე სასიამოვნოა. ეცადეთ, წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სამსახურში პასუხისმგებლობას არ გაურბიხართ და ლიდერის უნარებს ავლენთ. საკუთარი თავის ელეგანტურად წარმოჩენის უნარი ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. ამ დღეს თქვენს მომხიბვლელობას ვერავინ უძლებს. ეცადეთ, ამით ისარგებლოთ და კოლეგებს - დახმარება, მენეჯმენტს კი დასვენება სთხოვოთ. დაიმახსოვრეთ, რომ შეუსვენებლად მუშაობამ შეიძლება სტრესი და ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სამსახურში გარკვეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებით, რაც გაიძულებთ, კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. ხელსაყრელი დღეა განვლილი ცხოვრების შეფასებისა და მედიტაციისთვის. შესაძლოა, განმარტოება და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა მოგინდეთ, მაგრამ მოზღვავებული საქმეები ამის საშუალებას არ გაძლევთ. ეცადეთ, სურვილი რეალობას შეუფარდოთ. საღამოს შეგიძლიათ იოგით ისიამოვნოთ, რაც შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მუშაობის დროს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ სწორად არჩეული სტრატეგია დავალებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ზოგი სასწორისთვის დადებითი ცხოვრებისეული ცვლილებები დაიწყება - სავარაუდოდ, ისინი ოჯახურ ან სასიყვარულო ცხოვრებას ეხება. მარტოხელა სასწორს საინტერესო შეხვედრა ელის, ამიტომ უნდა ეცადოს, სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ძველი უთანხმოების მოგვარებას და სიმართლის გარკვევას ცდილობთ. მშვენიერი იდეაა, მაგრამ საუბრის შემდეგ ვიღაცას რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რისთვისაც მზად არ ხართ. თქვენი ცნობისმოყვარეობა იზრდება, ამიტომ ცდილობთ, მეტი ინფორმაცია მოიძიოთ. დაფიქრდით, იქნებ ოჯახს ან ახლობელ ადამიანს თქვენი ყურადღება აკლია. თუ ასეა, ეცადეთ, ეს დეფიციტი შეუვსოთ. მეგობრულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგეჩვენოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

კოლეგების დახმარება უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. ოპტიმიზმი და შრომისმოყვარეობა თქვენ წინაშე მოულოდნელ შესაძლებლობებს გააჩენს. მთავარია, თქვენთვის უცნობ საქმეს არ შეეჭიდოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც გახასიათებთ. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ სხვისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ და ურთიერთობა სიყვარულით იყოს სავსე. ამ დღეს სამუშაო მეორეხარისხოვანი გახდება. ეცადეთ, ადამიანებს თქვენთვის მიყენებული წყენა აპატიოთ და უსამართლობა დაივიწყოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს სურვილებსა და რეალურად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ - უნდა დასჯერდეთ იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ ან სასურველის ძებნა გააგრძელოთ და იმედი გქონდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამ დღეს უარი თქვით ხმაურიან წვეულებაზე და საღამო ოჯახთან ერთად, მშვიდ ატმოსფეროში გაატარეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე ნაყოფიერი იქნება, თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის დროს გამონახავთ. თუ პირად ან საქმიან ურთიერთობებში რაღაც არ მოგწონთ, ნუ ეცდებით, გარშემო მყოფებს საკუთარი აზრი მოახვიოთ, ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. კარგი დროა მოგზაურობის დასაგეგმად. თანამოაზრეებთან შეხვედრა სიამოვნებას მოგიტანთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати