USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 თებერვალი?
дата:  3622

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. საღამომდე ენერგია თანდათან დაიკლებს, ამიტომ შრომატევად საქმეებს უნდა მოერიდოთ. დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ - უმჯობესია, სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ზოგი თქვენი ოცნება შეიძლება პირიქით ახდეს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მათი განხორციელება სამომავლოდ გადადოთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ, თორემ შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდეთ. სავარაუდოდ, ძალებს ახალ სფეროში მოსინჯავთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს უპირატესობა ინდივიდუალურ სამუშაოს უნდა მიანიჭოთ და კოლეგებთან ურთიერთობა შეზღუდოთ. დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი იქნება - რთული პრობლემების გადაჭრას და ახალი კლიენტების მოძიებას შეძლებთ. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზული იქნება და რამდენი ხანს გაგრძელდება ის.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საქმიანი მოლაპარაკებები დილით უფრო წარმატებული იქნება, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა დღის პირველი ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ. ახალი პროექტის დაწყება ბევრ პრობლემას და სირთულეს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, ძველი შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოთ. სავარაუდოდ, საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ და ძვირფას ადამიანებს დაეხმაროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს სხვადასხვა ცდუნებასთან და სისუსტესთან ბრძოლა მოგიწევთ. სამსახურში წარმატების მისაღწევად ადრე შედგენილი გეგმა მკაცრად უნდა დაიცვათ და გზიდან არ გადაუხვიოთ. გამორიცხული არ არის, რომ დიდი ხნის ნანატრი ინფორმაცია მიიღოთ. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

წვრილმანი უსიამოვნებები გაღიზიანებთ და მუშაობაში ხელს გიშლით. თუ პრობლემას ახლავე არ მოაგვარებთ, თოვლის გუნდასავით გაიზრდება და თავის გზაზე ყველაფერს წალეკავს. ხანმოკლე მოგზაურობა დადებით ემოციებს მოგიტანთ, ამიტომ დათანხმდით შეთავაზებას გარემოს შეცვლის შესახებ. ეს ენერგიით აგავსებთ და განწყობას აგიმაღლებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან შეიძლება საუბარი მოულოდნელად ჩხუბში გადაიზარდოს და განწყობა გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი შეხვედრები დილით დაგეგმოთ, როდესაც თქვენი დიპლომატიური უნარები მაღალ დონეზე იქნება - შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და ისინი მხარდამჭერებად აქციოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ყველა საკითხი სწრაფად უნდა მოაგვაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი პრობლემები მუშაობაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, არაკეთილმოსურნე ადამიანებთან საერთო ენა გამონახოთ და შეიძლება მტრები მეგობრებად აქციოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გადაწყვეტილების მიღებისას პრაქტიკული თვალსაზრისით უნდა იხელმძღვანელოთ. ამ დღეს იმპულსური მოქმედებები უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი წარსულიდან ზოგი პრობლემა ან ადამიანი დაბრუნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროთ და ფრთხილად იყოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სტრესული და არახელსაყრელი დღეა. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გიჭირთ, ამასთან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც შეგექმნათ. საღამოს საშუალება გექნებათ, მეგობრებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, თუმცა ფულის ზედმეტ ხარჯვას უნდა ერიდოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დილა დღის ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებული დრო იქნება. გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი დავალება და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, როცა ენერგიით სავსე ხართ. საღამოს რთულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება გაგიჭირდებათ. ბავშვობის მეგობართან შეხვედრა ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს აქტიურობას მოერიდოთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ თუ ემოციების მართვას არ ისწავლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

аналитика
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати