USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 დეკემბერი?!
 566

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თუ სამსახურში კონფლიქტი წარმოიშვა, ეცადეთ კეთილი სიტყვის დახმარებით მოაგვაროთ. ამ დღეებში თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და ეცადეთ, მიმდინარე საქმეები ახალ წლამდე დაასრულოთ. მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობისთვის.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს კრიტიკას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ვიღაც ცდილობს, რომ ამ გზით წონასწორობა დაგირღვიოთ და განწყობა გაგიფუჭოთ და ნუ დაუშვებთ, რომ მიზანს მიაღწიოს. თავადაც აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ემოციები, რათა კარგი ადამიანი უნებურად არ შეურაცხყოთ. ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის - შეიძლება ისეთი საქმეც კი გამოგივიდეთ, რომელსაც დიდი ხანია უშედეგოდ ებრძვით. ამჯერად ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გარშემო მყოფებში მოჭარბებული ემოციურობა და გაღიზიანება იგრძნობა, ამიტომ ნებისმიერ კამათსა და დაპირისპირებას უნდა ერიდოთ. ეცადეთ, სამსახურში განსაკუთრებით მეგობრული იყოთ. დალიეთ ჩაი კოლეგებთან ერთად და რამე გემრიელით გაუმასპინძლდით. მარტოხელა ტყუპებისთვის გამორიცხული არ არის კოლეგასთან ფლირტი. მისი გაგრძელება მხოლოდ თქვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს დილა სტრესული იქნება და ამაში დამნაშავეა არა გარემოებები, არამედ თქვენი განწყობის ცვალებადობა. გამუდმებით გეჩვენებათ, რომ ვიღაც თქვენს დამცირებას ცდილობს. მოვლენების დრამატიზაცია საჭირო არ არის. დღის ბოლომდე ყველაფერი შეიცვლება. უფრო აქტიური გახდებით და დავალების დროულად შესრულებას შეძლებთ. როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, გირჩევთ ამ დღეს ნებისმიერ შემოთავაზებას უარით უპასუხოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლოა, დილის გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ამ დღეს საყვარელ ადამიანთან კომუნიკაცია ცოტა დაძაბულია - ერთმანეთისთვის გამუდმებით რაღაცის დამალვა და თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი ნდობას ნელ-ნელა საძირკველს უთხრის. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა განმარტოებით ფიქრის ან სახლის საახალწლოდ მორთვისთვის.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

კონფლიქტებს სახლშიც და სამსახურშიც უნდა ერიდოთ. გირჩევთ, მიღებული წინადადებები ყურადღებით შეისწავლოთ და ფიქრისთვის დრო ითხოვოთ. თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მარტოხელა ქალწულებისთვის ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნისთვის, დაქორწინებულმა ქალწულებმა კი ჯობს, პარტნიორთან კამათისგან თავი შეიკავონ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

შეხვედრებითა და ურთიერთობებით სავსე, აქტიური დღეა. მთავარია ზედმეტი არ თქვათ, რათა მოწინააღმდეგე არ განაწყენოთ. საახალწლო საჩუქრების შესარჩევად მშვენიერი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ საღამოს მაღაზიებში გაისეირნოთ. ეცადეთ, უფრო კომუნიკაბელური იყოთ - ეს საჭირო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - შეძენილი ნივთებით მალე იმედგაცრუებული დარჩებით. დღეს გამორიცხული არ არის, რომ სხვისი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ, ოდესმე ვინმე თქვენც დაგეხმარებათ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენაა. გირჩევთ, შემოსულ ინფორმაციას კრიტიკული თვალით შეხედოთ და რამდენჯერმე გადაამოწმოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შესაძლოა, ზოგმა თხის რქამ გარშემო მყოფთა იმედები ვერ გაამართლოს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, რადგან ყველაფერს სწორად აკეთებთ. მთავარია, საკუთარ გზას გაჰყვეთ და სხვის ცხოვრებაში არ ჩაერიოთ. ეცადეთ, საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ. ხელსაყრელი დღეა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ თქვენთვის მტკივნეულ პრობლემებზე ვინმესთან ლაპარაკი გსურთ, ეცადეთ, ისეთი თანამოსაუბრე მოძებნოთ, რომელიც თქვენს საიდუმლოს არ გაამხელს. განწყობა სწრაფად გეცვლებათ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს. თუ სახლი საახალწლოდ არ მოგირთავთ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დღეა.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს თქვენს მომხიბვლელობას ვერავინ უძლებს. ეცადეთ ამით ისარგებლოთ და კოლეგებს დახმარება, მენეჯმენტს კი ბონუსი ან დასვენება სთხოვოთ. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, საკუთარ თავს ფიქრის დრო უნდა მისცეთ. საღამო შესაფერისია ოჯახური შეკრებებისთვის.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way