USD 2.7545
EUR 3.1363
RUB 3.3460
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 ივლისი?
 640

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

იმაზე, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ მომხდარის მიმართ, ბევრი რამ არის დამოკიდებული. დილა შეიძლება წარუმატებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ სიტუაცია თანდათან გაუმჯობესდება. მთავარია, მოვლენების განვითარება სხვა კუთხიდან დაინახოთ და გარკვეული უპირატესობები იპოვოთ. შესაძლოა, ამაში დაგეხმარონ ადამიანები, რომლებთანაც ადრე მეგობრობდით ან თანამშრომლობდით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ და ყველა შესაძლებლობას იყენებთ, რომ დავალების შესრულებას თავი დააღწიოთ. უსარგებლო კამათსა და ცარიელ საუბრებში დიდ დროს კარგავთ. საკუთარი თვალსაზრისის დაცვას მოახერხებთ, მაგრამ ახლობელ ადამიანს ძალიან გაანაწყენებთ. ეცადეთ, სამუშაოს ძალიან სერიოზულად მოეკიდოთ, რადგან შეცდომებს მხოლოდ ასე აიცილებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი დღეა მოკავშირეების მოსაძებნად და თანამოაზრეებთან ძალების გასაერთიანებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში უდავო ლიდერი ხართ, სხვა ადამიანების აზრითაც უნდა დაინტერესდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობებისა და სპორტისთვის.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საკუთარი თავისა და ახლობლების გახარება გსურთ, მაგრამ საღი აზრი გკარნახობთ, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. გირჩევთ, საეჭვო პროექტებში ჩართვას მოერიდოთ და საქმიან ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოთ - ვიღაცამ შეიძლება თქვენი მოტყუება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სცადოს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მშვიდი და ნაყოფიერი დღეა. ცდილობთ, უსაქმოდ არ იჯდეთ და ყველა შესაძლებლობას იყენებთ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ. განსხვავებული მოსაზრების გამო, ზოგჯერ მეგობრებთან და მოკავშირეებთან კამათობთ, მაგრამ კომპრომისის პოვნას ყოველთვის ახერხებთ. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მშვენიერი დღეა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ, ასევე გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. ერთი შეხედვაც კი საკმარისია, რომ სრულიად უცნობ ადამიანებზე სწორი შთაბეჭდილება შეგექმნათ. ფინანსური თვალსაზრისითაც ხელსაყრელი დღეა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ დაუფიქრებლად, უსარგებლო საგანი შეიძინოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

შთამაგონებელი მოვლენებით სავსე დღეა. თავადაც გიკვირთ, ისე სწრაფად უმკლავდებით პრობლემებს, რომლებიც ადრე დაუძლეველი ჩანდა. უჩვეულოდ გამახვილებული ინტუიცია დაგეხმარებათ, დაინახოთ ის, რაზედაც ადრე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გქონდათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მოვლენებით მდიდარი დღეა. ხელსაყრელია ახალი, თუნდაც ძალიან რთული საქმის დაწყება. ადრე მიღებული ცოდნა ძალიან გამოგადგებათ. ახლობლებთან ურთიერთობა დაძაბულია, რაშიც თავად ხართ დამნაშავე. ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება ისწავლოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

არც თუ ისე ნაყოფიერი, მაგრამ თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. პასუხის გაცემამდე კარგად აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მცირე გაუგებრობის გამო საყვარელ ადამიანებს არ ეკამათოთ. დღეს ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ახერხებთ ემოციების კონტროლს. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იზრდება და მალე ყველა სირთულე უკან დარჩება. დღის მეორე ნახევარი სავსეა ახალი შესაძლებლობებით.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ყურადღება არ მოადუნოთ. ამ დღეს ბევრი მოვლენა უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ მომხდარში დროულად გაერკვევით და სწორ დასკვნებს გამოიტანთ, შეიძლება მომავალში პრობლემები თავიდან აიცილოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, წინდახედულობის წყალობით, პროვოკაციებს არ ჰყვებით და საქმე კონფლიქტამდე არ მიგყავთ - ასე გააგრძელეთ!

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე არც ისე სასიამოვნო სიახლეებს მოგიტანთ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. როცა სიტუაციაში გაერკვევით, მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდადაა. უმჯობესია, საკუთარ ინტუიციას ენდოთ, ვიდრე სხვების რჩევას. ვიღაცის დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება გული გატკინოთ.

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.