USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 დეკემბერი?!
 639

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ბევრი შეხვედრა და ურთიერთობა გელით. ლამაზ სიტყვებს არ უნდა დაუჯეროთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

საყვარელი ადამიანი ამ დღეს თქვენ მიმართ უფრო თბილი და მზრუნველია, ვიდრე ოდესმე და შესაძლოა, რომანტიკული საჩუქარიც მიიღოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა პროდუქტების მომარაგებისთვის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მშვენიერი დღეა საკუთარ თავზე და სურვილებზე ფიქრისთვის - შეგიძლიათ, იყიდოთ ნივთი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. სამსახურში ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს და შეცდომაში არ შეგიყვანოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში გეხმარებათ. ამის მიუხედავად, დღის მეორე ნახევარში შეიძლება გარემოებები თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შესახვედრად. შესაძლოა, უახლოესი მომავლისთვის საერთო გეგმებიც დასახოთ. ზოგიერთ ლომს სახლსა და ოჯახთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები ელის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი ნივთის შესაძენად სესხის აღებას მოერიდოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შეიძლება ერთ-ერთი მეგობრის საიდუმლო შეიტყოთ, რაც საგონებელში ჩაგაგდებთ და მუშაობის ხალისს დაგიკარგავთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ უნდა გადადოთ. ისედაც, რთული დღეების გამოვლის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ დაისვენოთ ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ და თქვენთვის სასიამოვნო საქმეებისთვის საკმარისი დრო დაგრჩეთ. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ცვლილებებისთვის მოემზადეთ. პირველ რიგში, ცვლილებები თქვენს მსოფლმხედველობას, შეხედულებებს და დამოკიდებულებებს შეეხება. რომანტიკული შეხვედრებისთვის მშვენიერი დღეა. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა ამ დღეს შეხვდეთ მას, ვისზეც დიდი ხანია ოცნებობთ. მთავარია, რომ სახლიდან გარეთ გახვიდეთ და ხალხში გაერიოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობები გელით. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ, ეს ენერგია სასარგებლო საქმეებისკენ მიმართოთ. მაგალითად, სახლი დაალაგოთ, პროდუქტები მოიმარაგოთ და საერთოდ, დღესასწაულისთვის მოემზადოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, ახალ წლამდე ყველაფერი მოასწროთ. სავარაუდოდ, მეგობრებისგან საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე - სასურველია, დღის განრიგში ფიზიკური ვარჯიში ან ფეხით სიარული შეიტანოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დაუთმეთ ეს დღე ოჯახს და ახლობლებს. სავარაუდოდ, უფროს ნათესავებს თქვენთან ბევრი სალაპარაკო აქვთ და ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოსალოდნელია სამსახურებრივი ინტრიგა - სავარაუდოდ, თქვენი პერსონით თანამდებობით თქვენზე მაღლა მდგომი პირი დაინტერესდება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს საოჯახო საქმეები დიდ დროს მოითხოვს, თუმცა მათთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ოჯახში ვითარება დაიძაბოს - მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ და საყვედურებით აგავსებენ. დამშვიდდით, მეორე დღეს ეს კამათი არავის ემახსოვრება.

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати