ვერძი
გირჩევთ, ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, მათგან ერთ-ერთი რთულ ვითარებაშია და თქვენი რჩევა და დახმარება სჭირდება. ამ დღეს საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ და წარმატებაში ეჭვი არ გეპარებათ. მზად იყავით დროებითი ფინანსური სირთულეებისთვის.
კურო
ეცადეთ, მთელი დღის განმავლობაში სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნერვიულობით ან ახლობლებზე გაბრაზებით უკეთეს შედეგს ვერ მიაღწევთ. შეთავზებას, როგორი მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს, დაუყოვნებლივ არ უპასუხოთ. მოფიქრებისთვის დრო ითხოვეთ და საქმის შესახებ მეტი ინფორმაცია შეაგროვეთ. მოსალოდნელია ტრავმა - გირჩევთ ფიზიკური აქტივობა შეზღუდოთ.
ტყუპები
მშვიდი და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ყველაფერი შესანიშნავადაა როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. დროა, ძველ, დაუსრულებელ საქმეებს დაუბრუნდეთ და საბუთები მოაწესრიგოთ. ყურადღებით მოუსმინეთ ნებისმიერ ინფორმაციას - მოგვიანებით ის შეიძლება ხელსაყრელად გამოიყენოთ.
კირჩხიბი
თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, ამიტომ შეგიძლიათ, ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებას შეუდგეთ, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. ზოგი კირჩხიბი უჩვეულო ნაცნობს ან პარტნიორს გაიჩენს, ზოგს კი თავში საინტერესო იდეა მოუვა. 24 თებერვალი მშვენიერი დღეა ფინანსური საქმიანობისთვის და მოგების მისაღებად.
ლომი
თუ საქმე არჩევაზე მიდგა, უპირატესობა ისეთ საკითხებს მიანიჭეთ, სადაც შემოქმედებითი და არასტანდარტული ხედვის გამოვლენას შეძლებთ. ამ დღეს ყველაზე კარგად გამოგდით საქმეები, რომლებიც ექსპერიმენტებს და შემოქმედებას უკავშირდება. ახალი შეხვედრები სამსახურსა და კარიერაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში ხარჯები აკონტროლოთ და ფული უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოთ.
ქალწული
ამ დღეს ურთიერთობის დამყარება განსაკუთრებით კარგად გამოგდით. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა „საჭირო ადამიანებთან“ კავშირის დასამყარებლად. თუ ვინმესთან უთანხმოება გაქვთ, ეს მშვენიერი დღეა ყველა გაუგებრობის გარკვევის, ახსნა-განმარტებისა და კომპრომისის მოსაძებნად.
სასწორი
უსაქმურობა თქვენს განწყობაზე ცუდად მოქმედებს. ეცადეთ, საინტერესო თავსტეხი იპოვოთ და მისი ამოხსნა სცადოთ. უჩვეულო იდეების დამსახურებით უამრავ თანამოაზრეს იპოვით, გაჩნდება ძველი, თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობების აღდგენის შანსი, ამიტომ დროულად უნდა იმოქმედოთ.
მორიელი
ამ დღეს დაბნეულობა და რომანტიკული განწყობა ახლავს. ყურადღების მუშაობაზე გადატანა გიჭირთ და სერიოზული საკითხები მოსაწყენად გეჩვენებათ. განტვირთვას და მორიგი სისულელის ჩადენას გეგმავთ, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. გამონახეთ დრო გარეგნობის მოსაწესრიგებლად.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში შეიძლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ, თუმცა, საღამოს მოახლოებასთან ერთად, თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობთ და საქმეებსაც უკეთ უმკლავდებით. სამწუხაროდ, გარშემომყოფები ხშირად ცდილობენ ჩაერიონ და გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებაზე.
თხის რქა
აჩქარება მიმდინარე საკითხების სწორად და პროდუქტიულად გადაჭრაში ვერ დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად კეთებას - ეს შეცდომებს გამოიწვევს და პროცესი შენელდება. მიჰყევით თქვენს გეგმას და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ გირჩევთ, ის გარშემომყოფებთან არ განიხილოთ.
მერწყული
ეცადეთ, ყველა დაგეგმილი საქმე განახორციელოთ და დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ. მოსალოდნელია მცირე პრობლემები და შეფერხებები, მაგრამ ეს საბოლოო შედეგზე გავლენას არ მოახდენს. კარგი იქნება, თუ რჩევისა და მხარდაჭერისთვის მეგობრებს მიმართავთ, ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან. ეცადეთ, კამათის დროს მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და პიროვნული შეურაცხყოფის მიყენებას მოერიდოთ.
თევზები
მოუსვენარი და დაძაბული დღეა. ცდილობთ, თქვენთვის ჩვეული და კარგად ნაცნობი საქმეები აკეთოთ, მაგრამ გეგმები შეიცვლება და მოულოდნელად, სრულიად უცნობი საქმის კეთება მოგიწევთ. საინტერესო, ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს შეხვდებით, დაგეხმარებიან, რომ ბევრ საკითხს სხვა თვალით შეხედოთ.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.