USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 ოქტომბერი?
дата:  3987

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24ოქტომბერისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გირჩევთ, ამ დღეს ვალები დროულად დაფაროთ და დაპირებები შეასრულოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ და რაც შეიძლება დროულად უნდა დაიცალოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს. ახალი ნაცნობები თქვენს მომხიბვლელობას და მეგობრულ დამოკიდებულებას დააფასებენ, ამიტომ მოწვევაზე უარს ნუ იტყვით და თქვენთვის საჭირო კავშირები დაამყარეთ. აჩქარება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ, თქვენი ყოველი ნაბიჯი და მოქმედება წინასწარ გათვალოთ. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით უნებურად, ვიღაც შეურაცხყოთ. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შეამცირეთ საქმიანი აქტივობა, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ, დაე, ვითარება თავისთავად, დაძაბულობისა და აჩქარების გარეშე განვითარდეს. საღამოს ეცადეთ, ძველი მეგობრები დაგეხმარებათ ემოციურად განიტვირთოთ და პრობლემები დაივიწყოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რთული და დაძაბული დღე გელით. პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს. ამიტომ მეტი ყურადღება გმართებთ. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ ყველაფერი თავად აკეთოთ. სხვების დახმარება შეიძლება შეცდომით დასრულდეს და შემდეგ ყველაფრის თავიდან კეთება მოგიწევთ. ეცადეთ, ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ - შეიძლება შემოსავალს გასავალმა გადააჭარბოს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

საქმეს უფრო სწრაფად დაასრულებთ, თუ მარტო იმუშავებთ და დროს უაზრო საუბრებზე არ დაკარგავთ. ზოგი მიმართულებით დაბრკოლება გელით და მის დასაძლევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯებია მოსალოდნელი, ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, ლოგიკურად იმოქმედოთ და რჩევა პროფესიონალებს სთხოვოთ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. ნელა, თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით იმუშავეთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს. წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ. შესაფერისი დღეა ძველი და რთული საქმის დასრულებისთვის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ჰორიზონტზე ისევ წარსულის შეცდომები მოჩანს. შეიძლება წარსულში მომხდარი წარუმატებელი სცენარის გამეორებით განწყობა გაიფუჭოთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ ამ დღისთვის საგანგებოდ ნურაფერს დაგეგმავთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, ახალი ცოდნის დაუფლებით პროფესიული დონე გაიუმჯობესოთ. ეს კარიერულ წინსვლასა და ხელფასის ზრდაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ხალხმრავალ ადგილებში მეტი დრო გაატაროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - მისი ასრულების დროა.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთულ სიტუაციებში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ - ის ერთადერთ, ყველაზე სწორ მინიშნებას მოგცემთ. მიიღეთ ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება. ჯერჯერობით აზრი არ აქვს ინიციატივის და დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. უმჯობესია, უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати