♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღეს შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ყველა შენს წინააღმდეგ არის, მაგრამ რეალურად, უბრალოდ საკუთარ თავთან ხარ დაპირისპირებული. დაჯექი, დაფიქრდი და ეცადე, ემოციები მართო.
ოჯახი: საყვარელი ადამიანები შენი სიჯიუტის გამო მოთმინებას კარგავენ. ჯობია, მათაც მოუსმინო.
ბიზნესი: ახალი პროექტების დაწყება ახლა სარისკოა, მაგრამ ძველი საქმეების მოწესრიგება გამოგადგება.
სიყვარული: თუ ურთიერთობაში ხარ, სჯობს, პარტნიორს უფრო მეტი დრო დაუთმო. მარტოები კი სასურველ პიროვნებას იმაზე ახლოს იპოვიან, ვიდრე ჰგონიათ.
კარიერა და სამსახური: ნუ ელოდები, რომ ბოსი შენი გმირობის დაფასებას დაიწყებს. უბრალოდ, საქმეს მიხედე.
♉ კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
გონება და გრძნობები სხვადასხვა მიმართულებით მიგაქანებენ. ერთ ადგილზე გაჩერდი და მიხვდები, რა არის მართებული.
ოჯახი: შეიძლება უსიამოვნო საუბარი მოგიწიოს, მაგრამ ჯობია, სიმართლე ითქვას.
ბიზნესი: ახალი პარტნიორები შეიძლება გამოჩნდნენ, მაგრამ კარგად შეამოწმე, ვინ არიან.
სიყვარული: ნუ მოითხოვ მეორე ნახევრისგან იმას, რასაც თავად არ აძლევ.
კარიერა და სამსახური: შესაძლებელია თანამშრომლის მოულოდნელი დახმარება – ნუ დაივიწყებ, რომ მადლიერება მნიშვნელოვანია.
♊ ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღე დატვირთული იქნება, მაგრამ ეს შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს – სპონტანურობა შენი სტილია.
ოჯახი: კარგი დროა ოჯახური შეკრებისთვის, მაგრამ ნუ გადადებ საუბარს, რომელიც გაწუხებს.
ბიზნესი: ახალი იდეები გაქვს? დროა, ისინი რეალობად აქციო.
სიყვარული: შეიძლება მოულოდნელი შეხვედრა გქონდეს, რომელიც ფიქრებს აგირევს.
კარიერა და სამსახური: ფრთხილად იყავი, შეიძლება შენს იდეებს ვინმემ მიითვისოს.
♋ კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
დღეს ინტროვერტობის დღე გაქვს – ადამიანები ზედმეტად ხმაურიანები მოგეჩვენებიან.
ოჯახი: ოჯახი შენს დახმარებას ელის, მაგრამ ვალდებული არ ხარ, ყველაფერი შენ მოაგვარო.
ბიზნესი: ფულის დაბანდებაზე ფიქრობ? ჯერ კარგად დაფიქრდი.
სიყვარული: შენი ემოციური ბუნება დღეს პარტნიორს დაბნეულს დატოვებს.
კარიერა და სამსახური: საქმეები ცოტათი ნელი ტემპით მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი იცვლება.
♌ ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
შენს ავტორიტეტს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ზედმეტი სიჯიუტე შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.
ოჯახი: მეტი ყურადღება მიაქციე ოჯახის წევრების რჩევებს – შეიძლება სიმართლე თქვან.
ბიზნესი: არ იჩქარო გაფართოება – ჯერ არსებული საქმეები მოაწესრიგე.
სიყვარული: კარგი დროა ახლის დასაწყებად, მაგრამ გულუბრყვილო ნუ იქნები.
კარიერა და სამსახური: ზედმეტად თავდაჯერებულობა არ გამოგადგება – შესაძლოა, ვიღაც შენს შეცდომებს ელოდებოდეს.
♍ ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღეს ზედმეტად კრიტიკულად უყურებ ყველაფერს – ზოგჯერ უმჯობესია, უბრალოდ მიიღო გარემო.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან ემოციური დისტანცია გიჩნდება, ეცადე, არ გაცივდეთ.
ბიზნესი: საბუთებში ან კონტრაქტებში გაუთვალისწინებელი შეცდომები შეიძლება აღმოაჩინო.
სიყვარული: ადამიანი, ვისაც ეჭვით უყურებ, შეიძლება სინამდვილეში საუკეთესო არჩევანი იყოს.
კარიერა და სამსახური: კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის – შენი სიტყვები უფრო წონიანი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ.
♎ სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღეს შუამავლის როლი მოგიწევს, რადგან შენი გარშემო ყველა რაღაცაზე კამათობს.
ოჯახი: ოჯახის წევრებს შენი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა სჭირდებათ.
ბიზნესი: კარგი დროა კავშირების გასამყარებლად, მაგრამ არავის ენდო ბრმად.
სიყვარული: მოსალოდნელია ძველი ვნების გაცოცხლება – მზად ხარ ამისთვის?
კარიერა და სამსახური: კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდება – უბრალოდ იყავი შენთავად.
♏ მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღეს ცოტა ნეგატიური ხარ – სჯობს, ფოკუსი პოზიტიურ რაღაცებზე გადაიტანო.
ოჯახი: ოჯახის წევრებს შენთან სერიოზული საუბარი სჭირდებათ – მოემზადე.
ბიზნესი: მოულოდნელი შემოსავალი შესაძლებელია, მაგრამ არ დახარჯო იმ წამსვე.
სიყვარული: შენი ეჭვიანობა ზედმეტია – ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც საჭიროა.
კარიერა და სამსახური: შეიძლება კონკურენციაში აღმოჩნდე – იყავი გამჭრიახი.
♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღეს თავგადასავლების სურვილი გაქვს, მაგრამ სამუშაოს გროვა ამის უფლებას არ მოგცემს.
ოჯახი: ოჯახში სითბო და მხარდაჭერა გჭირდება – ნუ შეგეშინდება ამის მოთხოვნის.
ბიზნესი: თუ ვალის აღებას გეგმავ, ჯერ კარგად დაფიქრდი.
სიყვარული: ახალი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ნელა მიდი – ნურც აჩქარდები და ნურც გაცივდები.
კარიერა და სამსახური: შენი იდეები არასტანდარტულია, მაგრამ დღეს მათი დრო ჯერ არ დამდგარა.
♑ თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღეს უჩვეულო შემართება გაქვს, მაგრამ რაღაცა მაინც გიშლის ხელს.
ოჯახი: შენს უხასიათობას ოჯახის წევრები ზედმეტად აღიქვამენ – აუხსენი, რომ უბრალოდ დაღლილი ხარ.
ბიზნესი: ფული ნელა მოდის, მაგრამ სტაბილურად.
სიყვარული: ვინმესგან მნიშვნელოვანი სიტყვები მოგისმენია? ახლა დროა, თავად თქვა შენი სიმართლე.
კარიერა და სამსახური: შეამოწმე, ვინ რას ამბობს შენზე – შეიძლება რაღაც საინტერესო გაიგო.
♒ მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღეს ინოვაციური იდეებით ხარ სავსე, მაგრამ მათი განხორციელება მარტივი არ იქნება.
ოჯახი: მხიარული დროა, მაგრამ არ დაგავიწყდეს დაპირებების შესრულება.
ბიზნესი: მოულოდნელი შანსი გამოჩნდება, მაგრამ მზად ხარ?
სიყვარული: შენი თავისუფლება შენთვის ყველაფერია – მაგრამ ვინმესთვის ცოტა მეტი ყურადღება არ გაწყენს.
კარიერა და სამსახური: შეიძლება მოულოდნელად წამოიწყო ახალი საქმე.
♓ თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღეს შინაგან ხმას მოუსმინე – სწორ გზას გაჩვენებს.
ოჯახი: ოჯახური საკითხები მოგვარებას ითხოვს, ნუ გადადებ.
ბიზნესი: პატარა რისკმა შეიძლება დიდი სარგებელი მოიტანოს.
სიყვარული: ფარული გრძნობები ზედაპირზე ამოტივტივდება.
კარიერა და სამსახური: დღეს დაკვირვებულად იმუშავე – შეიძლება მნიშვნელოვანი რაღაც შეგეშალოს.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.