ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღის მოვლენები: რაღაც ისე არ წავა, როგორც გეგმავდი, მაგრამ არ ღირს ნერვიულობა – იმპროვიზაცია გადაგარჩენს.
ოჯახი: საყვარელ ადამიანთან კომუნიკაციის ნაკლებობა შეიძლება მცირე გაუგებრობაში გადაიზარდოს.
ბიზნესი: იმაზე მეტი გარჯა დაგჭირდება, ვიდრე ელოდი, მაგრამ შედეგი არ იქნება უსამართლო.
სიყვარული: შენზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა დღე რომანტიკული. მეტი ინიციატივა!
კარიერა: კონკურენცია იზრდება, მაგრამ შენი გამოცდილება შენს მხარესაა.
სამსახური: დაუმთავრებელი საქმეები დაგაწვება მხრებზე, გადადება აღარ შეიძლება.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დღის მოვლენები: დღევანდელი დღე გადამწყვეტი ვერ იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი სიგნალები წამოვა.
ოჯახი: ვინმესგან დახმარებას მიიღებ, მაგრამ შესაძლოა ეგოს ტკივილი გაგიჩნდეს.
ბიზნესი: ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, თუ სწორ კონტაქტებთან შეხვალ.
სიყვარული: მეტი სიმტკიცე და ნაკლები ეჭვიანობა – შენი ურთიერთობა ამით მხოლოდ მოიგებს.
კარიერა: შენი გეგმები ნელა, მაგრამ სტაბილურად ვითარდება.
სამსახური: პასუხისმგებლობები გაიზრდება, თუმცა შეძლებ ყველაფრის მართვას.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღის მოვლენები: გაორება იგრძნობა – ერთდროულად ყველაფერი გინდა და არაფერი.
ოჯახი: რაღაც უცნაური დიალოგი გელოდება, რომელიც გადაფიქრებას გაიძულებს.
ბიზნესი: ფრთხილად იყავი, რომ არ შეცდე პარტნიორის არჩევანში.
სიყვარული: მოულოდნელი შეტყობინება შეიძლება ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.
კარიერა: ჭკვიანი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება, რომ ავტორიტეტი შეინარჩუნო.
სამსახური: მცირე კონფლიქტი მოსალოდნელია, მაგრამ ადვილად დაძლევ.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
დღის მოვლენები: წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები შედეგს გამოიღებს.
ოჯახი: საჭირო იქნება მეტი დათმობა, ვიდრე გეგმავდი.
ბიზნესი: დაკვირვებული უნდა იყო დეტალებზე, რომ არაფერი გამოგრჩეს.
სიყვარული: შეიძლება ადამიანი, ვისაც ყურადღებას არ აქცევდი, საინტერესო გახდეს.
კარიერა: სტაბილურობა შენს მხარესაა, მაგრამ მეტი ინიციატივა არ გაწყენდა.
სამსახური: დღევანდელი დღე არ არის ყველაზე მარტივი, მაგრამ ღირსეული გამოსავალი იარსებებს.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: დინამიკა გაიზრდება – იქნები მოვლენების ცენტრში.
ოჯახი: შეიძლება ვინმესგან კრიტიკა მიიღო, მაგრამ ამის გულზე დიდად ნუ მიიტან.
ბიზნესი: ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანს.
სიყვარული: ვინმე განსაკუთრებულად მოგექცევა, მაგრამ შენთვის ძნელი იქნება ამის სწორად აღქმა.
კარიერა: შენი შრომა შეფასდება, მაგრამ ყველა ვერ აღიარებს შენს მიღწევებს.
სამსახური: მცირე შეფერხებები იქნება, მაგრამ არაფერია გადაულახავი.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: ყველაფერი ისე ვერ წავა, როგორც გეგმავდი, მაგრამ ალტერნატივა ყოველთვის არსებობს.
ოჯახი: მხარდაჭერა გექნება, მაგრამ ლაპარაკის ნაცვლად ქმედებაა საჭირო.
ბიზნესი: ფული შეიძლება მოულოდნელი წყაროდან შემოგივიდეს.
სიყვარული: ემოციებს ვერ დამალავ, მაგრამ ზედმეტ სერიოზულობად არ უნდა გადაიქცეს.
კარიერა: გეგმების გადახედვა მოგიწევს.
სამსახური: შესაძლოა კოლეგასთან შეჯახება მოგიწიოს, მაგრამ სიმშვიდე სჯობს.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: დღევანდელი დღე ცვლილებებს მოიტანს, გინდა თუ არა.
ოჯახი: ზედმეტი ემოციები პრობლემებს მოგიტანს – მეტი დიპლომატიაა საჭირო.
ბიზნესი: ახალი წინადადება შეიძლება გაინტერესებდეს, მაგრამ ნუ იჩქარებ.
სიყვარული: გულახდილ საუბარს თავი ვერ აარიდებ.
კარიერა: გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღო, რომ სხვებს არ გაუსწრონ.
სამსახური: ბევრ ენერგიას დაგახარჯინებენ, მაგრამ ბოლოს დაგიფასდება.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: რაღაც გაურკვევლობასთან მოგიწევს შეჯახება, მაგრამ არ შეშინდე.
ოჯახი: სერიოზული საუბრები გელოდება, მაგრამ საჭირო შედეგს გამოიღებს.
ბიზნესი: ძველი კავშირები ახალ შესაძლებლობებად შეიძლება იქცეს.
სიყვარული: ვნებიანად გაატარებ დროს, თუ შანსს არ გაუშვებ.
კარიერა: დღეს ინტრიგები მოიმატებს, მაგრამ მათგან თავი შორს უნდა დაიჭირო.
სამსახური: შენი რესურსები შეიძლება არ ეყოს დღევანდელ გამოწვევებს, მაგრამ დროებითია.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: იღბალი შენს მხარესაა, მაგრამ მხოლოდ იღბალზე ვერ დაიმედდები.
ოჯახი: მხიარული დროის გატარება მოგიწევს, თუნდაც თავად არ გეგმავდე.
ბიზნესი: დიდი იდეები გაქვს, მაგრამ ჯერ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გააკეთო.
სიყვარული: შემთხვევით შეხვედრას შეიძლება სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს.
კარიერა: რაღაცას ვერ მართავ ისე, როგორც გინდა – ცოტა მოთმინებაა საჭირო.
სამსახური: დროა, მოლაპარაკებები შენს სასარგებლოდ შემოატრიალო.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღის მოვლენები: სტაბილურობა შენს მხარესაა, მაგრამ მცირე ცვლილებები მაინც მოგიწევს.
ოჯახი: მეტი ემოცია და სითბო დაგჭირდება, რომ ოჯახური კავშირები გაამყარო.
ბიზნესი: ფრთხილად უნდა იყო, რომ არ მოგატყუონ.
სიყვარული: შესაძლოა არასწორად გაიგო პარტნიორის სიტყვები, მშვიდად გაარკვიე.
კარიერა: წესების დაცვა გაგიჭირდება, მაგრამ აუცილებელია.
სამსახური: ზეწოლა გაიზრდება, მაგრამ გაგიმკლავდები.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: ორ მიმართულებაში იქნები გაწყვეტილი – არჩევანი სწრაფად უნდა გააკეთო.
ოჯახი: წვრილმანებზე ნუ იჩხუბებ, არ ღირს.
ბიზნესი: თუ ახლო წარსულში ფულს სწორად დააბანდებდი, ახლა სარგებელს ნახავ.
სიყვარული: სიურპრიზი გელოდება, მაგრამ დადებითი თუ უარყოფითი, შენზეა დამოკიდებული.
კარიერა: დროა, თვითრწმენას მეტი ადგილი დაუთმო.
სამსახური: დიდი პასუხისმგებლობა დაგეკისრება, მაგრამ თავის დამკვიდრების შანსიც გაქვს.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღის მოვლენები: ნოსტალგიური განწყობა გექნება, მაგრამ არ უნდა გაიტაცოს.
ოჯახი: გაუგებრობა მოსალოდნელია, მაგრამ გადაჭრა მარტივია.
ბიზნესი: გაფრთხილდი – რაღაც არ არის ისეთი, როგორიც ჩანს.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი სიცხადე უნდა შეიტანო.
კარიერა: ცოტა სიჯიუტე არ გაწყენს.
სამსახური: ნუ იტყვი „ჰო“-ს იქ, სადაც „არა“ უნდა თქვა.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.