USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 23 მარტი?
თარიღი:  1609

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს მეტი აქტიურობა და მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ამისთვის დღის პირველი ნახევარი ყველაზე შესაფერისი დროა, საღამოს კი თავს უფლება მიეცით, დაისვენოთ და განიტვირთოთ. შეგიძლიათ, თქვენი საიდუმლო საყვარელ ადამიანს გაუმხილოთ და რჩევა სთხოვოთ. ახალი იდეის განხორციელება დიდ წარმატებას გპირდებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს მიიღებთ, რაც თქვენს თავდაჯერებას გააძლიერებს და თვითშეფასებას აამაღლებს. გირჩევთ, თავისუფალ დროს თვითგანვითარებაზე იზრუნოთ - საინტერესო წიგნი წაიკითხოთ ან ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთოთ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა კი თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს მოულოდნელი პრობლემების ალბათობა მაღალია, ამიტომ გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანამოაზრეების გუნდი შეკრიბოთ. მიღებულ ინფორმაციას ნუ ენდობით და ყველა ფაქტი თავად გადაამოწმეთ - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწევთ. გირჩევთ გაღიზიანებულ ან აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ და ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. დაეხმარეთ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. პოზიტიური ემოციების სურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგბთ, რასაც მალე ინანებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ, რადგან მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით პრობლემებთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. ზოგ ლომს ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა, დიდი შესყიდვები და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა ელის.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შესაფერისი დროა, რომ დაპირისპირება დაასრულოთ და მშვიდობა დაამყაროთ. შეგიძლიათ, შეცდომები აღიაროთ, პატიება ითხოვოთ და გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. ეს სულიერ შვებას და შინაგან კმაყოფილებას მოგიტანთ, მაგრამ თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, უარყოფითი გამოცდილება წარსულში უნდა დატოვოთ და ყველაფერი დაივიწყოთ. ეცადეთ, პირადი საზღვრები ნებისმიერ ფასად დაიცვათ და თქვენით მანიპულირების უფლება არავის მისცეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თუ ახალ ემოციებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ეძებთ, პირველ რიგში, სახლიდან უნდა გახვიდეთ და გაერთოთ. ნურც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ დაივიწყეთ. გრძელი ზამთრის შემდეგ თქვენს სხეულს ვიტამინების მიღება, ვარჯიში და მასაჟი სჭირდება. ეს ძალების აღდგენაში და იმუნიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

იღბლიანი დღეა, რომელიც სურვილების ასრულებას გპირდებათ. თქვენი ინტუიცია იდეალურად მუშაობს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მას უნდა ენდოთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება ან კარიერაზე იმოქმედებს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების განხილვისა და შემოსავლის დამატებით წყაროებზე ფიქრისთვის. მოიშორეთ წარსულზე დარდი და ეცადეთ, მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. ასე გააგრძელეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, დილიდანვე პოზიტიურად განეწყოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეთ და ახალი ხილ-ბოსტნეული მიირთვით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, სევდიანი განწყობისგან გათავისუფლდეთ. შეწყვიტეთ წარუმატებლობაზე და დანაკარგებზე ფიქრი და მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ. ეცადეთ, ურთიერთობა სასიამოვნო და ხალისიან ადამიანებთან დაამყაროთ, ბუზღუნებს კი ერიდეთ. მყუდრო გარემოში გატარებული საღამო სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვიღაც თქვენს გაღიზიანებას და გაბრაზებას ცდილობს, მაგრამ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოთ. მოერიდეთ კონფლიქტებს და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ეძებეთ პოზიტივი ყველაფერში, რაც თქვენ გარშემო ხდება.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.