რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის:
ვერძი
გაქვთ რეალური შანსი, შეიცვალოთ სამსახურებრივი პოზიცია ან თქვენი გავლენის სფერო გააფართოოთ. კარგი დღეა ბინის აურის გასაწმენდად, განსაკუთრებით იმ ადგილის, სადაც უმეტეს დროს ატარებთ. ამ მიზნით გამოიყენეთ სანთლები და საკმეველი. წარმატებით განვითარდება ის საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ - მთავარია, სიზარმაცემ არ დაგძლიოთ.
კურო
დღე ხელსაყრელი იქნება მუშაობისათვის, რთული ამოცანების გადაჭრისთვის. საერთო ენის გამონახვას შეძლებთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ადრე არ ეთანხმებოდით. შესაძლებელია, რომ იპოვოთ მოკავშირეები, რომლებიც მზად არიან მხარი დაგიჭირონ თქვენი ყველაზე გაბედული იდეების განხორციელებაში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია ორმხრივი პრეტენზიები. შეეცადეთ, მშვიდად განიხილოთ ყველაფერი.
ტყუპები
ეს დღე უფრო შესაფერისია დამოუკიდებელი მუშაობისთვის, ვიდრე ერთობლივ პროექტებში მონაწილეობისთვის, რადგან ემოციების მოთოკვა დიდი ხნის მოკავშირეებთანაც კი გაგიჭირდებათ. თუმცა,დღე, მთლიანობაში, სერიოზულ პრობლემებს არ მოიტანს. გარდა ამისა, პოზიტიური ტენდენციების გავლენა საღამოსკენ გაიზრდება - მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი ან კარგი ახალი ამბავი.
კირჩხიბი
ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, მით უმეტეს, თუ რაიმე ახლის სწავლას ან ახალი სასარგებლო ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ.
მშვიდად მიიღეთ სიახლეები. დრო თქვენზე მუშაობს - მთავარია, ის სწორად გაანაწილოთ და შრომასთან ერთად, დასვენებაც შეძლოთ.
ლომი
პროფესიულ საქმეებში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. თუ მოულოდნელად ინიციატივის გამოჩენა მოგიწევთ, გამბედაობა გამოიჩინეთ და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. საღამო განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ნებისმიერი სახის - როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობებისთვის. ეს დღე შესაფერისია როგორც დიდი შეხვედრებისთვის, ასევე სახლში მეგობრული წვეულებისთვის.
ქალწული
დღის დასაწყისში მოერიდეთ სერიოზული საქმის განხილვას და მნიშვნელოვან საუბრებს. ზოგიერთ ქალწულს ძლიერი ემოციები ხელს შეუშლის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა დღის მეორე ნახევარში დადებითი ტენდენციების გავლენა გაიზრდება. ოღონდ, ნუ ცდილობთ, შეიძლება სწრაფად გააკეთოთ ყველაფერი - ყურადღებით დაფიქრდით თითოეულ დეტალზე.
სასწორი
დღეს შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი საქმე გამოგიჩნდეთ. არ არის გამორიცხული, სამუშაო დღის გეგმებიც შეიცვალოს გარკვეული გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სიტუაციასაც სწრაფად აუღებთ ალღოს და საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებთ. თქვენს მაგალითს ბევრი გაჰყვება და მადლიერებიც დაგრჩებიან.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ იმ ნიშნებს, რომლებსაც ბედი გიგზავნით და ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ. კარგი დღეა ახალი პროექტის დეტალების გასარკვევად. ამისთვის დიდი ძალისხმევა მოგიწევთ და საღამოს შინაგანად და ფიზიკურად ძალიან დაღლილი იქნებით, თუმცა საუკეთესო შედეგი ამად ღირდა. ძალების აღდგენაში სპორტი და დაბალანსებული კვება დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
ახალმა ნაცნობობამ შეიძლება საინტერესო ბიზნესის კარი გაგიღოთ. ამ დღეს შუდარებლად აქტიური იქნებით და, შესაბამისად, ბრწყინვალედ გაართმევთ თავს პროფესიულ მოვალეობებს. ეცადეთ, კოლეგების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოთ - ყველას ხომ არ შეუძლია თქვენსავით სწრაფ ტემპში მუშაობა.
თხის რქა
ეს დღე თქვენს კარიერაში ახალ პერსპექტივებს გააჩენს. შესაძლოა, დაწინაურების წინადადებაც მიიღოთ. იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ დარწმუნებული ხართ, რომ დამოუკიდებლად მოქმედების უნარი გაქვთ.
იზრუნეთ ჯანსაღ კვებაზე, მით უფრო, თუ ბოლო დროს ცხიმიან და მშრალ საკვებზე ხართ გადასული.
მერწყული
შექმნილი სიტუაცია ახალ მიდგომას მოითხოვს. სამსახურში მოსალოდნელია რთული ვითარება, თუმცა თქვენი კომუნიკაბელურობით და ადამიანების ქმედებების სწორი მიმართულებით წარმართვის უნარით ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. ზოგადად ეს დღე ბევრ სასარგებლო რამეს მოიტანს.
თევზები
ხელსაყრელი დღეა კომუნიკაციისთვის. საქმეზე შეთანხმებას მოახერხებთ მათთან, ვისთანაც აქამდე მორიგება გიჭირდათ. ზოგიერთი თევზი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს მაღალია ტრავმის მიღების რისკი. კარგი დღეა საოჯახო საყიდლებისთვის.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.