რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
დილიდან თქვენი დადებითი ენერგია გარშემო მყოფებს განწყობას უმაღლებს, მაგრამ ეცადეთ, არ გადაიღალოთ - უახლოეს დღეებში ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ. გირჩევთ, დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ, რათა არ გაანაწყენოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ამ დღეს საპირისპირო სქესის ყურადღებას მიიქცევთ. დღის უდიდეს ნაწილს მოსაწყენი სამუშაოს შესრულებას დაუთმობთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ამ დღეს საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დიდ ენერგიას წაგართმევთ. მოემზადეთ სერიოზული კამათისა და დისკუსიისთვის. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რასაც ბევრი ემოცია და განცდა მოჰყვება. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ - შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
თუ რამეს შეცვლა გსურთ, ნუ შეგეშინდებათ, რომ ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ. თუ არ იტყვით, გარშემო მყოფები ვერასოდეს გამოიცნობენ, რა მოგწონთ და რა არა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ბევრ ენერგიას წაგართმევთ, ეს შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შეხვედრისთვის.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ეცადეთ, თქვენი ყოველი ნაბიჯი და მოქმედება წინასწარ გათვალოთ. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით უნებურად, ვიღაც შეურაცხყოთ. სამსახურში ან ნათესავთან ურთიერთობაში ემოციური სიტუაცია გელით. აუცილებელია არაა, რომ ეს უარყოფითი ემოციები იყოს. პირიქით, შეიძლება შექება ან ჯილდო მიიღოთ. სამსახურში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რის გამოც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც მოგწონთ. მით უმეტეს, რომ სამუშაოს ადვილად გაუმკლავდებით და გართობის დროც დაგრჩებათ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნების, ფლირტისა და შეხვედრებისთვის. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი მინიშნება სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
საქმეს ნუ გაირთულებთ, როდესაც ცხვირწინ იოლი გამოსავალი გაქვთ და სიტუაციის მარტივად მოგვარება შეგიძლიათ. ეცადეთ, საკუთარი თავისა და პარტნიორისთვის დრო გამონახოთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ უახლოეს დღეებში საგანგებოდ ნურაფერს დაგეგმავთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
თუ რამე არ იცით, ნუ მოგერიდებათ, რომ რჩევა მეგობარს ან კოლეგას ჰკითხოთ. ნურც საკუთარი აზრის გამოთქმის შეგეშინდებათ, თუნდაც ის ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს. ცუდი განწყობა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გადაიღალეთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - მისი ასრულების დროა.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
შესაძლოა, კოლეგებთან ურთიერთობაში უთანხმოება წარმოიშვას. შეეცადეთ, პრობლემის მიზეზები გაარკვიოთ და გამოსავალსაც იპოვით. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ და რაც შეიძლება დროულად უნდა დაიცალოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ ემოციებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ და იცით, როგორ მოახდინოთ ადამიანებზე შთაბეჭდილება. ახალი ნაცნობები თქვენს მომხიბვლელობას და მეგობრულ დამოკიდებულებას დააფასებენ, ამიტომ მათგან დაპატიჟებაზე ნუ იტყვით და თქვენთვის საჭირო კავშირები დაამყარეთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
ამ დღეს ინდივიდუალურ მუშაობაზე უფრო ნაყოფიერი გუნდური მუშაობა იქნება. სანამ რამეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად და რაზე შეიძლება უარი თქვათ. სახლში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. დროა, ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო სამზადისისთვის გეგმები შეადგინოთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
თევზებისთვის განსაკუთრებით აქტიური დღეა. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.