USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 მარტი?
 2174

♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღეს ენერგიულად დაიწყებთ, მაგრამ შუადღისკენ ძალა გამოგეცლებათ. ოჯახში შესაძლოა კამათი მოხდეს უმნიშვნელო საკითხზე, მაგრამ საღამოს ყველაფერი დალაგდება. ბიზნესში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ ფრთხილად იყავით – ზედმეტმა ენთუზიაზმმა შეიძლება შეცდომა დაგაშვებინოთ.

♉ კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დღეს პრაქტიკული აზროვნება გადაგარჩენთ. ოჯახის წევრები ცოტათი კონსერვატიულად მოიქცევიან და ცვლილებებს სკეპტიკურად შეხედავენ. ჯანმრთელობის მხრივ ზომიერება დაიცავით კვებაში. სამუშაო ადგილზე ზედმეტი დაძაბულობაა, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, კონფლიქტს აირიდებთ.

♊ ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღეს არ არის იდეალური დღე ურთიერთობებისთვის – ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება არასწორად გაგიგონ. ოჯახში სჯობს ზედმეტი სიურპრიზები არ მოაწყოთ. ფინანსური გადაწყვეტილებები გადადეთ, განსაკუთრებით თუ სპონტანური ხართ. სამსახურში მეტი დაკვირვება დაგჭირდებათ, ვინაიდან დეტალები გადამწყვეტი იქნება.

♋ კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ემოციური დღე გელით. ოჯახში ერთგვარი სტრესული ფონი იქნება, მაგრამ თქვენი მოთმინება კონფლიქტების აცილებაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად იგრძნობთ, თუ გონიერ რეჟიმს დაიცავთ. ბიზნესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რადგან შესაძლოა შედეგი თქვენთვის სასურველი არ აღმოჩნდეს.

♌ ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღეს ენერგიული ხართ, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა არ გარგებთ. ოჯახში ლიდერის პოზიციას დაიკავებთ, მაგრამ სჯობს სხვებსაც მისცეთ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კარიერული შესაძლებლობა გამოჩნდება, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგივათ, თუ დიპლომატიურად იმოქმედებთ.

♍ ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დაგეგმილი საქმეები წინ წაიწევს, მაგრამ პატარა შეფერხებები მოსალოდნელია. ოჯახის წევრებთან სჯობს ნაკლები სიმკაცრე გამოიჩინოთ. ბიზნესში შანსი გაქვთ, მაგრამ თუ სიტუაციას ზედმეტად გაანალიზებთ, შეიძლება დრო დაკარგოთ. ჯანმრთელობის მხრივ ზომიერი აქტივობა კარგი იქნება.

♎ სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღეს ბალანსის დაცვა გაგიჭირდებათ – არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. ოჯახში ზედმეტი მგრძნობიარობა გაწუხებთ, რაც მცირე უთანხმოებას გამოიწვევს. სამსახურში ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნეთ, რათა ზედმეტ დაპირისპირებაში არ გაებათ. ფინანსურად სიფრთხილე გმართებთ – გაუთვალისწინებელი ხარჯები არ გამორიცხოთ.

♏ მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღეს ინტუიცია დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში. ოჯახში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც სამომავლო გეგმებზე იმოქმედებს. სამსახურში სიახლეებია, მაგრამ სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, ჯერ ყველა დეტალი გაარკვიეთ. ფულის საქმეებში ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ.

♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღეს მოტივირებული ხართ, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, რომ ზედმეტი ენთუზიაზმი შეცდომებში არ გადაიზარდოს. ოჯახში პატარა გაუგებრობებია, მაგრამ მშვიდი საუბარი ყველაფერს გაარკვევს. ბიზნესში თუ გარისკავთ, შედეგი შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ სრული სურათის დანახვა გმართებთ.

♑ თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღეს მეტად სერიოზული იქნებით, რაც შესაძლოა სხვებს ზედმეტ სიმკაცრედ მოეჩვენოთ. ოჯახში გირჩევთ მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ. კარიერაში მოთმინება მოგეთხოვებათ – სასურველი შედეგი შესაძლოა იმაზე გვიან მიიღოთ, ვიდრე ელოდით. ფინანსების მხრივ ზომიერება სჯობს.

♒ მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღეს იდეებით სავსე ხართ, მაგრამ გირჩევთ, მათ დაუფიქრებლად ნუ გაახმოვანებთ. ოჯახში ცვლილებები მოსალოდნელია, რაც სჯობს გეგმიურად განახორციელოთ. კარიერაში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება, თუმცა ნუ აჩქარდებით. ფულის ხარჯვას ყურადღება მიაქციეთ – სპონტანურობა არაფერს გარგებთ.

♓ თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღეს ემოციურად მგრძნობიარე იქნებით. ოჯახის წევრებთან ზედმეტ ემოციებს მოერიდეთ, რათა მცირე უთანხმოება დიდ პრობლემად არ გადაიქცეს. კარიერაში განვითარებისთვის კარგი დროა, მაგრამ სჯობს ზუსტად განსაზღვროთ, რა გსურთ. ბიზნესში ახალი პარტნიორობის შანსია, თუმცა წინასწარ კარგად გააანალიზეთ ყველაფერი.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати