რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. შესაძლოა, ახლობელს თქვენი დახმარება დასჭირდეს. მიღებული ინფორმაცია კარგად შეამოწმეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. საღამოს შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რაც აგანერვიულებთ, თუმცა გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ - პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
მშვენიერი დღეა დისტანციური მუშაობისა და მოზომილი აქტივობებისთვის. ეცადეთ, მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღება გაამახვილოთ, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. ამ დღეს, საკუთარი საქმეების გარდა, საყვარელი ადამიანების პრობლემებთან გამკლავებაც მოგიწევთ. სანამ კითხვაზე პასუხს გასცემთ, მოსალოდნელი შედეგები გაითვალისწინეთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ეცადეთ, რუტინული ამოცანების გადასაჭრელად ახლებური მიდგომები გამოიყენოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, თქვენი შრომის ნაყოფიერება და ეფექტურობა გააუმჯობესოთ. საღამოს შოპინგი ტყუპებს სიხარულს მოგიტანთ. ეცადეთ თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. ახალი საქმის დაწყებამდე საყვარელი ადამიანების რჩევები და გამხნევება აუცილებლად დაგჭირდებათ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ თქვენს შინაგან ხმას უნდა უსმინოთ და ინტუიციურად იმოქმედოთ. პოზიტიური განწყობა და ენერგიის მაღალი დონე ნაყოფიერ მუშაობაში დაგეხმარებათ. 20 ნოემბერს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომლის შედეგი თქვენს მომავალზე აისახება.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
დილიდან რეალობას მოწყვეტილი, ოცნებებში დაფრინავთ, რაც მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. გირჩევთ ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა ძვირფასი დრო სისულელეებში არ დაკარგოთ. შესანიშნავი დღეა ძველი გეგმების განხორციელებისთვის. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს - თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ..
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ცდილობთ, საყოფაცხოვრებო საკითხები და უეცრად წამოჭრილი პრობლემები სწრაფად მოაგვაროთ. მეგობარი დახმარებას გთხოვთ და უარს ვერ ეტყვით. დაძაბული დღის შემდეგ ეცადეთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ. მოამზადეთ გემრიელი ვახშამი, ერთად უყურეთ საინტერესო ფილმს და გაერთეთ. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრას დიდი დრო დაუთმოთ და ამასთან, საყვედურის მოსმენაც მოგიწიოთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მისი კარნახით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ურთიერთობის დაწყებას ან არსებულის გაღრმავებას.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უმნიშვნელო საკითხებიდან ყურადღება მთავარ საქმეზე გადაიტანოთ და დროულად დაასრულოთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, რადგან ეს იმაზე მეტ პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ახლობელი ადამიანები თქვენგან დახმარებას და მხარდაჭერას ელიან.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ახლობელი ადამიანების რჩევა დაგეხმარებათ. კოლეგებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობა არც ისე ადვილი იქნება, როგორც გეგონათ, თუმცა ამის მიუხედავად, ახლა შესანიშნავი პერიოდია გეგმის განსახორციელებლად და მიზნების მისაღწევად. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ - ეს ძალიან დაგჭირდებათ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ძველი გეგმების და იდეების განხორციელებისთვის შესაფერისი დროა. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და მისი ეტაპობრივად შესრულება დაიწყეთ. ოღონდ ფრთხილად იყავით - არ გარისკოთ და საეჭვო გარიგებებში არ ჩაერთოთ. იმიჯის შეცვლა თავდაჯერებას შეგმატებთ, ამიტომ დროა, სილამაზის სალონს ესტუმროთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
დიდი, სერიოზული პროექტების განხორციელება უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ - ახლა ამისთვის საკმარისი რესურსი არ გაქვთ. უმნიშვნელო ამოცანების შესრულებას კი, რომლებიც საგანგებო მომზადებას არ საჭიროებს, ადვილად შეძლებთ. ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ, ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.