USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 აპრილი?
Date:  1024

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შეიძლება ბევრი მუშაობა მოგიწიოთ, მაგრამ ამისთვის ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებთ. საკუთარი გეგმების შესახებ ნურავის უამბობთ, რათა ბედი არ დააფრთხოთ. ამ დღეს ინდივიდუალური საქმიანობა უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე კოლექტიური.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ხელსაყრელი დღეა როგორც შემოქმედებით საქმიანობისა, ასევე ბიზნესისთვის. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საქმიანობა გააფართოოთ, მეტი შემოსავალი გქონდეთ და გარშემო მყოფებს თქვენი შესაძლებლობები დაანახოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ახლობლები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ, რამაც შეიძლება მუშაობაზე გავლენა მოახდინოს. თავში საინტერესო იდეა მოგივათ, მაგრამ ახლა მისი განხორციელების დრო არ არის. შემოსავლის დამატებით წყაროზე უარს ნუ იტყვით, მაგრამ სიფრთხილით მოეკიდეთ და ცხოვრების მთავარ მიზნად ნუ აქცევთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის. ამ დღეს შესაძლებლობა გაქვთ, რომ რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად იმოქმედოთ და სიტუაციიდან გამომდინარე სწორი გზა აირჩიოთ. ამ საქმეში მეგობრები ან ახლო ნათესავები თქვენი საუკეთესო დამხმარეები იქნებიან.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლოაა, ფინანსური ზრდის შესაძლებლობა გაჩნდეს, ამიტომ ფხიზლად უნდა იყოთ და სწორი ნაბიჯები გადადგათ. ეცადეთ, ენთუზიაზმი და პრაქტიკულობა დააბალანსოთ. ყველა შეთავაზებას ნუ დათანხმდებით და მოფიქრებისთვის დრო ითხოვეთ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, სერიოზული უთანხმოება წარმოიშვას.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გირჩევთ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და სიახლეების მისაღებად მოემზადოთ. ცვლილებამ შეიძლება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში სასურველ შედეგამდე მიგიყვანოთ. ამ დღეს პირად ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და ჰარმონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სტრესი და ფსიქოლოგიური გადაღლა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში წარმატების გასაღები კომპრომისი იქნება. ობიექტური და ყველა მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს შესაძლებლობა გაქვთ, რომ რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად იმოქმედოთ და სიტუაციიდან გამომდინარე სწორი გზა აირჩიოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მოიშორეთ ყველაფერი, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და მომავალი ცვლილებებისთვის ადგილი გაათავისუფლეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ამ დღეს არ გიღალატებთ. პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილება ან გავლენის სფეროს გაფართოება საუკეთესო სტიმული იქნება. შემდეგ საფეხურზე ასასვლელად პასიურობის დაძლევა მოგიწევთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა როგორც სამუშაოსთვის, ასევე საოჯახო საქმეებისთვის. მთავარია, დრო და ენერგია სწორად მართოთ, რათა დაწყბული საქმის დასრულების ძალა შეგრჩეთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა დიდი ხნის უნახავი მეგობრები ან ნათესავები გეწვიონ. მათთან გატარებული დრო ამ დღის შესანიშნავი დასასრული იქნება და ბევრ სასიამოვნო ემოციას გაჩუქებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ცვლილება პოზიტიური განწყობით უნდა მიიღოთ. სამყარო პროფესიული ზრდისკენ გიბიძგებთ. მონდომებული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის ინიციატივის გამოჩენა და გამჭრიახობა დაგჭირდებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ფინანსური მდგომარეობის მხრივ მოსალოდნელია ცვლილებები. ეცადეთ, ფული მხოლოდ აუცილებელ ნივთებში დახარჯოთ და დაგროვება დაიწყოთ. ამ დღეს როგორც სახლში, ისე სამსახურში მიმდინარე საქმეები უნდა აკეთოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - მიირთვით ჯანსაღი საკვები და ეცადეთ, სრულფასოვნად დაისვენოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, საყოველთაო ხმაურსა და აურზაურში მყუდრო ადგილი მონახოთ და ცოტა ხნით განმარტოვდეთ. ამ დღეს მედიტაცია, ბუნებაში სეირნობა ან უბრალოდ ფიქრი სარგებელს მოგიტანთ. ცოტა ხნით მარტო დარჩენა და დაგეხმარებათ, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოთ, კითხვებზე პასუხები იპოვოთ და სირთულეებს ღირსეულად გაუმკლავდეთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way