USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 სექტემბერი?
дата:  3371

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მოემზადეთ ემოციურად არასტაბილური დღისთვის, როდესაც გეგმები მუდმივად უნდა ცვალოთ. განწყობაც ცვალებადია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რათა ვინმეს უნებურად გული არ ატკინოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რთული და კონფლიქტური დღეა. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან კამათს მოერიდოთ და განმარტოვდეთ. უმჯობესია, არაფრისმომცემი კამათის ნაცვლად, დრო საყვარელი საქმის კეთებაში დახარჯოთ - დღეს შეიძლება რაღაც ღირებული შექმნათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მეტი დრო დაუთმეთ საქმეს, რომელიც მოგწონთ და სიხარულს განიჭებთ. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, რომ ბოლო დღეების დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ. უმჯობესია, რომ ეს დღე მარტოობაში გაატაროთ და ახალი გეგმები დასახვაზე იფიქროთ.

.კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეს დღე საყვარელ გატაცებას უნდა დაუთმოთ. გარდა იმისა, რომ ეს ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, შესაძლოა, შთაგონებაც გეწვიოთ და რაღაც გამორჩეული შექმნათ. დახმარების თხოვნაზე უარს ნურავის ეტყვით - შესაძლოა, მალე ანალოგიურ მდგომარეობაში თავად აღმოჩნდეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ფიზიკურ მუშაობას უნდა მოერიდოთ, რადგან ტრავმის მიღების რისკი საკმაოდ მაღალია. გარშემო მყოფებს თქვენი ხალისიანი განწყობა და პოზიტივი იზიდავს, ამიტომ თქვენ გარშემო ყოველთვის უამრავი ადამიანია. საინტერესო ნაცნობობას, თუ მოინდომებთ, ხანგრძლივი ურთიერთობა მოჰყვება. მთავარია, დაუფიქრებელი სიტყვით საქმე არ გააფუჭოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შეიძლება, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. ვითარება თქვენ გარშემო იდეალურისგან შორსაა - გარშემო მყოფები, მათ შორის, ახლობლები შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეცდებით, გაუგებრობა აღმოფხვრათ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მალე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების და ახალი შესაძლებლობების დრო დადგება, რაც დიდ ენერგიას და სწრაფ რეაქციას მოითხოვს. ეცადეთ, ეს დღე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენო. შესაძლოა, საინტერესო იდეებიც გეწვიოთ და რომ არ დაგავიწყდეთ, უნდა ჩაიწეროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დაპირებების შესრულებისა და ვალების დაბრუნების დღეა. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი დახმარებისთვის მოგმართავთ და მისი პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და მინიშნებებს, რომლებსაც კოსმოსი გიგზავნით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შეიძლება ცხოვრებაში დაშვებული ყველა შეცდომა და მისი შედეგი ერთად გაიხსენოთ. გამორიცხული არ არის, რომ სიტუაცია განმეორდეს, რაც დეჟავიუს განცდას გამოიწვევს. გახსოვდეთ, რომ ახალი შეცდომების თავიდან აცილება მხოლოდ ძველ გამოცდილებას შეუძლია, ამიტომ შეცდომებზე თვალი არ უნდა დახუჭოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თქვენი კეთილდღეობა და ფინანსური მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებულია, თუ რა ემოციები ჭარბობს დღეს თქვენში. კარგი იქნება, თუკი ემოციურ განტვირთვას მოახერხებთ და დღეს კამათის გარეშე გაატარებთ. ვიღაცას თქვენი წარმატების შურს? გაიღიმეთ და დაივიწყეთ - ეს მისი პრობლემებია.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შესაძლოა, ვიღაცამ სარისკო საქმიანობაში თქვენი ჩათრევა მოახერხოს. ფრთხილად იყავით, რომ მოვლენები თქვენ საწინააღმდეგოდ არ შემობრუნდეს. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი და გაუგებრობა. თუ არ გსურთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ, მისი თხოვნა უნდა გაითვალისწინოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მხოლოდ უნდა აკეთოთ, რაც სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ ვიღაც თქვენს ცხოვრებაში ჩარევას და თქვენით მანიპულირებას ცდილობს, გულწრფელად უნდა ესაუბროთ და მიახვედროთ, რომ მიზანს ვერასოდეს მიაღწევს.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати