რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ნოემბრისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები თქვენს გაღიზიანებას და წყობიდან გამოყვანას ცდილობენ. ასეც რომ იყოს, ეცადეთ კონფლიქტი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. დროთა განმავლობაში ურთიერთობები გაუმჯობესდება და ჰარმონია აღდგება.
ფრთხილად იყავით გარიგებების დადებისას, რადგან მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები. ახალ ნაცნობებს არ ენდოთ - განსაკუთრებით, თუ ბევრს გპირდებიან.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ვარსკვლავების კეთილგანწყობა სხვადასხვა საკითხში წარმატებას გპირდებათ. კოლეგები პროფესიული პრობლემების გადაჭრაში სიამოვნებით გეხმარებიან, საკუთარ იდეებს და რჩევებს გიზიარებენ.
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ბევრი კურო ახალ გატაცებას აღმოაჩენს, რომელიც მათ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
სირთულეებით სავსე დღეა, მაგრამ მათ გადალახვას აუცილებლად შეძლებთ. ტყუპებს, ხანგრძლივ მოგზაურობებსა და ფიზიკურ შრომაზე მეტად, მოსაწყნი საქმეები და ლოდინი ღლით.
ხელსაყრელი დღეა ნათესავებთან ურთიერთობისა და ოჯახური კავშირების გასამყარებლად. ასე რომ, შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს ესტუმროთ ან სტუმრად მოიწვიოთ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც მზად არიან, საინტერესო იდეები გაგიზიარონ ან რაიმე უჩვეულო შემოგთავაზონ.
ეს დღე შესაფერისია სემინარებზე, კონფერენციებზე და ლექციებზე დასასწრებად, რომლებიც თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
შესაძლოა, მოვლენები არასახარბიელოდ განვითარდეს, მაგრამ მიზნის მიღწევას მაინც შეძლებთ. მოსალოდნელია გარშემო მყოფებთან დაპირისპირება, თუმცა იუმორის გრძნობა კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. საღამო შესაფერისია წვრილმანი შესყიდვებისთვის.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ეცადეთ, ამ დღის მოვლენებს ზედმეტად სერიოზულად არ მოეკიდოთ. წარმოქმნილი პრობლემები არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ და გაუგებრობები, რომლებიც დღის პირველ ნახევარში წარმოიქმნება, მალე დავიწყებას მიეცემა.
მალე შეიძლება დახმარება დაგჭირდეთ, ამიტომ ეცადეთ, წინასწარ გაარკვიოთ, მზად არიან თუ არა თქვენი მოკავშირეები ამისთვის. მგზავრობისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - განსაკუთრებით, ვისაც საჭესთან დიდი დროის გატარება გიწევთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
დღე ფიქრისა და ანალიზისთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე აქტიური მოქმედებისთვის. სამომავლო გეგმებზე ფიქრისას ეცადეთ, ყველა ის ფაქტორი გაითვალისწინოთ, რომელსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სავარაუდოდ, მოკავშირეებს და თანამოაზრეებს იპოვით, რომლებიც თამამი პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან.
ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით შეიძლება მოულოდნელი სიახლეები გაიგოთ. არ არის გამორიცხული ოჯახში მნიშვნელოვანი ცვლილებები.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ. ბევრ მორიელს შეიძლება ამ დღემ ნებისყოფის გამოცდა მოუწყოს. არახელსაყრელი ტენდენციების მიუხედავად, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ და ამაში ძველი მეგობრები დაგეხმარებიან.
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებში მონაწილეობისგან.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ნაყოფიერი, ბევრი ახალი იდეისა და გეგმის მომტანი დღეა. შესაძლოა, ისეთ საკითხებით დაინტერესდეთ, რაც არასოდეს გაინტერესებდათ, ისეთ პროექტებზე მუშაობა დაიწყოთ, რომლებსაც ყოველთვის თავს არიდებდით.
ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად, სადაც ყურადღების ცენტრში მოექცევით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა იმისთვის, რომ საჭირო კავშირები დაამყაროთ და მოგებიანი გარიგებები დადოთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
სასარგებლო ნაცნობობის დღეა; უჩვეულო და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ. ისინი ცხოვრებისეულ გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებენ და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. შესაძლებელია ერთობლივი კომერციული თუ შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
საინტერესო და სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღეა. თქვენი საქმიანი ალღო საშუალებას გაძლევთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ და მოგებიანი გარიგებები დადოთ. არაფორმალურ გარემოში, კოლეგებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია სასარგებლო იქნება.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღეა, თქვენ კი ენერგიით სავსე ხართ და გადაღლის საფრთხე არ გემუქრებათ. შეიძლება რაღაც უჩვეულო ურთიერთობა დაიწყოს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
დროა კარგად დაფიქრდეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ და გადაწყვიტოთ, ვინ იქნება თქვენი მოკავშირე.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.