USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 მარტს?
თარიღი:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მარტს:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღევანდელმა შეხვედრებმა და ურთიერთობამ შეიძლება მოულოდნელი სიახლე და სასიამოვნო სიურპრიზი მოგიტანოთ. თუკი ამა თუ იმ მიზეზით სახლში დარჩენა გსურთ, ტელეფონი გათიშეთ და სოციალურ ქსელებს არ გაეკაროთ. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად - ნივთი დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას გაჩუქებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ. ხელსაყრელი დროა ახალი ადამიანების გასაცნობად და სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად. ამასთან ურთიერთობა შეიძლება როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი იყოს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. საქმის საბოლოო შედეგი ამაზეა დამოკიდებული.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც დღეს გეგმავთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ თანამოაზრეები უნდა იპოვოთ. მშვენიერი დროა შოპინგისთვის, განსაკუთრებით - თუ სამზარეულოს ავეჯს ან საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულობთ. ახალმა ნაცნობებმა შესაძლოა საინტერესო იდეა მოგაწოდოთ, რომელიც მომავალში ფინანსურ მოგებას მოგიტანთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დროა, საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ, ჩამოიღოთ და წარმატებით დაასრულოთ. პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ, რომ დაბრკოლება მარტივად გადალახოთ და ძველი პრობლემის გადაჭრაში წინსვლას მიაღწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ ვიღაც თქვენი იდეის მისაკუთრებას შეეცდება. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სიცხადე და პირდაპირობა, რომელსაც ნებისმიერ საქმეში აფასებთ, ამ დღეს ძნელი მისაღწევი იქნება. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოთ. ახლობელთან საუბარში ეცადეთ, მტკივნეულ თემებს არ შეეხოთ, რომ უნებურად ვინმე არ გაანაწყენოთ. ეცადეთ თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ურთიერთობებში გამოიყენოთ. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს საკუთარ გეგმებზე და ახალ იდეებზე რაც უფრო მეტს ისაუბრებთ, მით უფრო დიდია შანსი, რომ სპონსორი ან თანამოაზრე იპოვოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და დააფასებს. დაასრულეთ საქმე, რომელიც დიდი ხანია, გელით, ოღონდ არ გადაიღალოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გირჩევთ, ეს დღე აქტიურად და მხიარულად გაატაროთ - ახალი ადგილები მოინახულეთ და ახალი ადამიანები გაიცანით. ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და გაიძულებთ, ზოგიერთ მოვლენას სხვა კუთხიდან შეხედოთ. 2 მარტი ნაჩხუბარი სასწორების შერიგებისთვის შესანიშნავი დღეა, მთავარია, ამის სურვილი იყოს. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ოჯახი თქვენგან მეტ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებს, ამიტომ ეცადეთ, სამსახურიდან დროულად დაბრუნდეთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერესდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ნათქვამ ყველა სიტყვას ეჭვით შეხედოთ და კარგად გადაამოწმოთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კომერციული საკითხების გადაწყვეტისთვის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სასურველია, რომ ეს დღე ხალხმრავალ ადგილას გაატაროთ, მეგობრებს შეხვდეთ და გამოფენას ან კონცერტს დაესწროთ. გირჩევთ თქვენი იდეები მნიშვნელოვან ადამიანებს გაუზიაროთ და მათგან მხარდაჭერა მიიღოთ. 2 მარტს მშვილდოსანი ახალ ინფორმაციას სწრაფად ითვისებს და ეს შესაძლებლობა სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ კოლეგები გაკრიტიკებენ. მალე მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ისინი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მთელი ყურადღება ერთ საქმეზე გაქვთ გადატანილი და სხვა საკითხებისთვის დრო აღარ გრჩებათ, ამიტომ დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ და მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეებისა და სახლის საფუძვლიანი დალაგებისთვის. სამუშაო საკითხები, რომლების მოგვარებასაც ახლა ვერ ახერხებთ, სამომავლოდ უნდა გადადოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და მათ ყველა ინიციატივას მხარი დაუჭიროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, რადგან მალე დაუგეგმავი ხარჯი გელით. ეცადეთ, მთელი დღე მეგობრების გარემოცვაში, მხიარულად გაატაროთ. სავარაუდოდ, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მთავარია, დროულად შენიშნოთ და გამოელაპარაკოთ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.