USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 ივლისი?
дата:  3756

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

სახლში ყოფნისა და მშვიდი დასვენებისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ ხმაურიან წვეულებაზე დასწრებას გეგმავთ, მოულოდნელობებისთვის უნდა მოემზადოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ. როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, ეცადეთ, უარყოფითი ემოციები მოთოკოთ დ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოძრაობა და ფიზიკური მუშაობა ბნელი ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სიურპრიზების დღეა, ამიტომ როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო მოულოდნელობებისთვის მზად უნდა იყოთ. მოერიდეთ საშიშ ადგილებს და სარისკო მოქმედებებს. გავლენიან ადამიანებთან კამათს თავი აარიდეთ და განსახილველაად ნეიტრალური თემები შეარჩიეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, ურთიერთობაში მეტი ტაქტი და მოქნილობა გამოიჩინოთ და, რაც მთავარია, კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ. ამ დღეს მეორეხარისხოვანი თემები უნდა დაივიწყოთ და მთელი ყურადღება მთავარ საკითხებზე გადაიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად გამოიძინოთ და დაძაბული დღისთვის მოემზადოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ჯერჯერობით რადიკალური ცვლილებების დრო არ დამდგარა, ამიტომ ახალი საქმის დაწყებისგან მომავალ კვირამდე თავი უნდა შეიკავოთ. დროა, სახლში ძირფესვიანი დასუფთავება მოაწყოთ და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებში მთელი ოჯახი ჩართოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საქმის დასრულებას შეძლებთ. ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, საყოფაცხოვრებო პრობლემებს გაუმკლავდეთ. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას იქ, სადაც დახმარებას არავინ გთხოვთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი იაქტიუროთ და პოზიტიურად იფიქროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გახსოვდეთ, რომ ოჯახში დაძაბული ვითარება შეიძლება გულწრფელი საუბრით და საყვარელი ადამიანების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობით განმუხტოთ. ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ცოტა ხნით მოცდა ჯობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გირჩევთ, ეს დღე სახლში, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ და მომავალ სამუშაო კვირამდე დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ. ეცადეთ, საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის დრო გამონახოთ. სახლის დასუფთავება და ნივთების მოწესრიგება სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსანებისთვის წარმატებული დღეა, რომელმაც შესაძლოა, ძალიან მოგებიანი შეთავაზება ან დაუგეგმავი შემოსავალი მოგიტანოთ. გირჩევთ მეტი იაქტიუროთ და საკუთარი ოცნებისკენ თუნდაც რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ. მოერიდეთ გადაღლას, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მიზნის მისაღწევად გარშემო მყოფებზე ზეწოლას და აგრესიულად მოქმედებას უნდა მოერიდოთ, რადგან ეს საპირისპირო შედეგს მოგიტანთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ მათთვის მეტი დრო უნდა გამონახოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღე მაინც.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ვარსკვლავების განლაგება სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ, თუმცა კონკურენტების მოგერიება მაინც მოგიწევთ. ნუ გარისკავთ, ამ დღეს მუშაობის კარგად ნაცნობი მეთოდები უნდა გამოიყენოთ. არ გასცეთ დაპირებები - მათი შესრულება გაგიჭირდებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სცადეთ რაღაც ახალი და განსხვავებული საქმე დაიწყოთ - პლანეტების განლაგება წარმატებას გპირდებათ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. მალე გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ მეტი ხელმომჭირნეობა უნდა გამოიჩინოთ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати