USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 დეკემბერი
 666

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მთელი დღე ოცნებებში დაფრინავთ და რეალობის დანახვას თავს არიდებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მიწაზე დაეშვათ და ფინანსურად მომგებიან საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ ცვლილებებზე და სიახლეებზე ფიქრობთ, ახლად გაცნობილ ადამიანს ესაუბრეთ ან ეგზოტიკურ რესტორანს ეწვიეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება ადვილი არ არის. ეიფორია და რომანტიკული განწყობა მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ, თქვენი ყოველდღიური რუტინა კონკურენციის ჟინით უფრო საინტერესო გახადოთ. ხელს ნუ კრავთ ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

იმდენი საქმე გაქვთ, რომ არ იცით, საიდან დაიწყოთ. გირჩევთ, დიდი ამოცანები პატარა ნაწილებად დაყოთ და ეტაპობრივად შეასრულოთ. ეცადეთ, ძვირფასი დრო არაფრისმომცემ საუბარში არ დაკარგოთ. ნუღარ ფიქრობთ წარსულის შეცდომებზე - ახლა თვითკრიტიკა არაფერში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს რთულ საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ, ამიტომ თუ შესაძლებელია, რამდენიმე დღით გადადეთ, დღეს კი ის აკეთეთ, რაც ნამდვილად მოგწონთ და გსიამოვნებთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ცვლილებების არ შეგეშინდეთ და მათში დადებითი მხარეები იპოვოთ. შესაძლოა ისეთ ადამიანთან მოგიწიოთ ურთიერთობა, რომელიც არ მოგწონთ, მაგრამ ეცადეთ, თქვენი დამოკიდებულება ვერავინ შენიშნოს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესანიშნავი დღეა სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე ფიქრისთვის. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სანამ ძველი არ დაგისრულებიათ. ნუ ელით, რომ პრობლემებს ვინმე მოგიგვარებთ, თუ სასიკეთო ცვლილებები გსურთ, თავად უნდა იმოქმედოთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან - დროა ვარჯიში და ჯანსაღი კვება დაიწყოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მშვენიერი დროა ინტერიერის შესაცვლელად. ოჯახური სიმყუდროვე და კომფორტი თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობის პრობლემები არ შეიქმნათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემას ძვირფასი საჩუქრით ვერ მოაგვარებთ - თქვენგან რაღაც ბევრად უფრო სერიოზულს ელის.

 სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, ეს დღე საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, ვინც ოპტიმიზმით აგავსებთ. მათგან შეიძლება საინტერესო იდეა ან წინადადება მოისმინოთ, რომელიც მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. შეზღუდეთ უსარგებლო ურთიერთობები - არაკეთილსინდისიერ ადამიანებზე დასაკარგი დრო არ გაქვთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა რთული პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და კონკურენტები მხარდამჭერებად აქციოთ. მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას, რათა ფინანსური პრობლემები არ შეგექმნათ. მოინახულეთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, გენატრებათ

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღეს იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები გამოჩნდა.წარმატებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ გააგრძელეთ სიარული და საკუთარი თავის რწმენა არცერთ მომენტში არ დაკარგოთ. წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება და უნარი გაქვთ. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს რაიმე მოვლენის ან ადამიანის მიმართ აზრს ან დამოკიდებულებას რადიკალურად შეიცვლით. ამ დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, რადგან შეიძლება მალე ინანოთ. ეცადეთ ოპონენტის მიმართ მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ და მის თვალსაზრისს პატივი სცეთ. ფინანსურ საკითხებში არ გარისკოთ, ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

უმჯიბესია, ამ დღეს გარედან დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და პროცესების მიმდინარეობაში არ ჩაერიოთ. გამოცდილი ადამიანების რჩევები და მოსაზრებები მომავალში ძალიან გამოგადგებათ. გირჩევთ გადაუდებელი საქმეების სია შეადგინოთ და ეტაპობრივად განხორციელებას შეუდგეთ. რაც მთავარია, ეცადეთ დაძაბული სიტუაციები უფრო მეტად არ გაამწვავოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ახალი შეგრძნებების ძიებამ შეიძლება უსიამოვნო ისტორიაში გაგხვიოთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში და მოერიდეთ საეჭვო შეთავაზებებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გიზიდავთ. დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ - უმჯობესია სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ.

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати