რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აპრილისთვის:
ვერძი
მთელ დღეს კამათში და საკუთარი სამართლის მტკიცებაში გაატარებთ, მაგრამ ეს უსარგებლო დროის კარგვაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაძაბულ სიტუაციებს ერიდოთ, თანამოსაუბრე სასიამოვნო კომპლიმენტებით აავსოთ და დღე გაცილებით შედეგიანად ჩაივლის.
კურო
ამ დღეს ახლობელ ადამიანებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ და იმედი არ გაუცრუოთ - კეთილი საქმეების კეთება თქვენთვისაც სარგებლის მომტანი იქნება. თავი შეიკავეთ გულახდილობისგან ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. შესაძლოა, შემთხვევით საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნოთ, რასაც მალე ინანებთ.
ტყუპები
მოერიდეთ ადამიანებზე ზეწოლას და რჩევების მიცემას, როცა ამას არავინ ითხოვს. ამ დღეს ყველაზე კარგად ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით. ახალი იდეები ან საინტერესო წინადადებები წარმატებას მოგიტანთ და თანამოაზრეებს შეგმატებთ.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, ადამიანებს, რომლებიც თქვენგან ძალიან ბევრს ელიან, იმედებს გაუცრუებთ. არ შეცვალოთ თქვენი დღის გეგმები სხვისი პრობლემების გადასაჭრელად. ახლობლებთან გარკვეული გაუგებრობა და დაძაბულობა მალე გაივლის და ურთიერთობები ისევ გაუმჯობესდება.
ლომი
ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ ხშირად გარემოებები თქვენ საწინააღმდეგოდ მუშაობენ. თუ საქმე პირველივე ცდაზე არ გამოვიდა, მეორედ უნდა სცადოთ. გირჩევთ, სტრესული მდგომარეობის მოხსნა სპორტული ვარჯიშებით ან სუფთა ჰაერზე სეირნობით სცადოთ.
ქალწული
ამ დღეს თქვენი ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა უამრავ ადამიანს გააოცებს. კოლეგების მხარდაჭერის გარეშეც კი, სრულიად მარტო, მზად ხართ ურთულეს საკითხებს შეეჭიდოთ. კარგი იქნება თუ გამოცდილი ადამიანების რჩევას გაითვალისწინებთ, რომლებიც შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ.
სასწორი
ამ დღეს სასურველია, რომ ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ და საყოფაცხოვრებო საქმეები მოაგვაროთ. ეცადეთ, სხვა ადამიანების კრიტიკამ ძალიან არ გაგიტაცოთ - შესაძლოა, ვიღაც უნებურად შეურაცხყოთ და კონფლიქტი გამოიწვიოთ. საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
მორიელი
ახალი ურთიერთობები და გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მოგწონთ. ამის წყალობით, მორიელები ახალი კონტაქტების დამყარებას შეძლებთ და მნიშვნელოვანი ადამიანების მხარდაჭერას მოიპოვებთ. ავტორეკლამა დღეს მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებაში დაგეხმარებათ. დროა საოჯახო ბიუჯეტის კორექტირებისთვის მოიცალოთ.
მშვილდოსანი
მოემზადეთ სიურპრიზებისთვის - ეს დღე შესაძლებლობას გაძლევთ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. შესაძლოა, ცვლილებებმა თავიდან დაბნეულობა გამოიწვიოს, მაგრამ მოგვიანებით მომხდარის სარგებელს გააცნობიერებთ. გირჩევთ, ახალი იდეები საიდუმლოდ შეინახოთ და ჯერჯერობით, უახლოეს ადამიანებსაც კი არ გაუზიაროთ.
თხის რქა
უმნიშვნელო შემთხვევა ან უცხო ადამიანები მოდუნებასა და დასვენებაში ხელს გიშლიან. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმის დაწყება ან შეხვედრები არ დაგეგმოთ და ეს დღე განმარტოებით გაატაროთ. ფიზიკური აქტივობა ან სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
მერწყული
პიროვნული თვისებების წყალობით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ხელსაყრელი დღეა კონტაქტების დამყარებისთვის, რომლებსაც უახლოეს ხანებში სამსახურებრივი ან კარიერული საკითხების მოგვარებისთვის გამოიყენებთ. იმედს ნუ დაკარგავთ - ცოტა მეტი დროა საჭირო, რომ თქვენი მიღწევები და დამსახურება შენიშნონ და ღირსეულად დააფასონ.
თევზები
დაძაბული და ნაყოფიერი დღეა. ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენს განწყობაზე ან გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინონ. მოერიდეთ კამათს და უხეშობას. ეცადეთ, მეტი დრო საქმის კეთებას დაუთმოთ და ნაკლები - ურთიერთობების გარკვევას.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.