USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 19 თებერვალი?
Date:  3961

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოუსმინოთ, რათა შემთხვევით საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ გაამხილოთ. მუშაობის დროს ნუ აჩქარდებით და ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვალეთ. ფრთხილად იყავით - მოჭარბებული ემოციების გამო შეიძლება რაღაც ისეთი თქვათ, რომ უახლოეს ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ, ამიტომ გირჩევთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს აჩქარება უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სიკეთეს. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, უბრალოდ დინებას მიჰყევით. თქვენი დიდი ხნის ოცნება შეიძლება ახდეს, მაგრამ ზუსტად ისე არა, როგორც ელოდით. ეცადეთ, მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ, ოპონენტების განწყობას მოერგოთ და კომპრომისებს დათანხმდეთ. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ, საღამოს დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

უარი თქვით ახალ საქმეებზე და ის აკეთეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. შესაძლოა, ძველი ურთიერთობების დაბრუნება გსურთ, მაგრამ ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ ჯობს, მიმდინარე პრობლემებს მეტი დრო დაუთმოთ. მუშაობის დროს ყურადღება არ მოადუნოთ, თორემ შეიძლება მძიმე შეცდომა დაუშვათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ზოგჯერ გეგმები ისე არ სრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, ამიტომ, სანამ სარისკო შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით და ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გამოთვალოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას და საკუთარი ცხოვრების შესახებ არაფერი უამბოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს რთული საქმის დაწყება არ ღირს - საკმარისი ენერგია არ გაქვთ, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ. სერიოზული შეცდომების თავიდან ასაცილებლად მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გადაიტანეთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ მცირე დეტალები ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ყურადღებიდან არაფერი გამოგეპაროთ. შეიძლება რთულ საკითხებში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

რთული და არახელსაყრელი დღეა. როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში მოულოდნელი პრობლემები ან უსიამოვნებები გელით. ეცადეთ, გარშემომყოფების აზრი გაითვალისწინოთ და საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას არ შეეცადოთ. რთული საკითხებს გადასაჭრელად შემოქმედებითი მიდგომა უნდა გამოიყენოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ჯობია, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მიმდინარე პროცესებში არ ჩაერიოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ რაიმე მოვლენის ან ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოთ. საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და გახსოვდეთ, რომ მართალი ხართ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს სხვას არ დაუჯეროთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, ეცადეთ საქმის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ. ნუ აჩქარდებით, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. დროა, სახლიდან უსარგებლო ნივთები მოიცილოთ, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებენ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შესაძლოა, გარშემო მყოფებისგან უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნოთ, რაც შფოთვასა და გაღიზიანებას გაზრდის. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ და არსებული რესურსები რაციონალურად გამოიყენოთ. თუ გრძნობთ, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ - დაე, ყველამ გაიგოს, რომ თქვენთან ასე მოქცევა არ შეიძლება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოჭარბებული ემოციები მუშაობაშიც და ურთიერთობებშიც ხელს გიშლით, ამიტომ უმჯობესია, რთულ ამოცანებსა და მოლაპარაკებებზე უარი თქვათ. სახლის დალაგება და მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღება რუტინულ საკითხებზე გაამახვილოთ და დიდი პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - შეიძლება ფული უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ, რომლებსაც არაფერში გამოიყენებთ. სცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე პროცესები აკონტროლოთ და სარისკო შეთავაზებებს არ დათანხმდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გირჩევთ, თქვენი აქტივობა შეამციროთ და იმაზე იფიქროთ, რაც თქვენ გარშემო ხდება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უხეშობას მოერიდეთ, რათა ვიღაცას უმიზეზოდ გული არ ატკინოთ. შეიძლება ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღოთ - ყურადღება მიაქციეთ ბედისწერის ნიშნებს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way