USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 19 იანავრი?
дата:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დილას წინა დღეების დაღლილობა თავს იჩენს, თუმცა თანდათან თქვენი აქტიურობა მოიმატებს და საღამოს ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ამოცანებთან გამკლავებას შეძლებთ. პიროვნული თვისებების დამსახურებით ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას შეძლებთ. ეცადეთ, ამ მომენტით ისარგებლოთ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაგეგმოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

კოლეგები და საყვარელი ადამიანები თქვენს ლიდერულ თვისებებს ღირსეულად დააფასებენ. ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. თუ ამ დღეს შეთავაზებას მიიღებთ, უნდა დათანხმდეთ. მეტიც, ეცადეთ ახალ, საინტერესო პროექტებსა და გარიგებებში ჩაერთოთ - ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. დილიდან ყურადღების ცენტრში იქნებით - თქვენი პროფესიული რჩევა და დახმარება ბევრ ადამიანს დასჭირდება, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობაში გულწრფელობას და საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარს მოერიდოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით და ცდილობთ, მუშაობისთვის განეწყოთ. კოლეგებთან საუბარი და სამუშაო გეგმების განხილვა განწყობას აგიმაღლებთ. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ. საღამოს თქვენს მოქმედებას, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიცია განაპირობებს, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ - ეცადეთ, მოქმედებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ და თავი დაიზღვიოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღის პირველი ნახევარი ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და ნაყოფიერია. აქტიურობა და კომუნიკაბელურობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მისცეთ დაპირება, რომლის შესრულება გაგიჭირდებათ და საპასუხისმგებლო საქმის დაწყებას მოერიდოთ. ჯიბეში ფანქარი და ქაღალდი ჩაიდეთ და ყველა იდეა ჩაიწერეთ, რაც თავში მოგივათ - ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

უმჯობესია, ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადოთ და ყოველდღიურ საქმიანობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ნახავთ, რომლებშიც იქნება მინიშნება თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ და საქმეს ახლავე შეუდგეთ. ეცადეთ, უარყოფითი მოგონებები წარსულში დატოვოთ. ადამიანმა, რომელთანაც ამ დღეს ურთიერთობა გელით, შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაგითრიოთ, ამიტომ ნაკლები იკამათეთ და უარყოფითად განწყობილ თანამოსაუბრეებს ერიდეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ნებისმიერ შეთავაზებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ და ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა უსიამოვნო სიტუაცია თავიდან აიცილოთ. მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ, ამიტომ გირჩევთ, სათადარიგო გეგმა შეადგინოთ და ფხიზლად იყოთ. თქვენი განწყობა პირად ურთიერთობებზე აისახება, ამიტომ ეცადეთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ისეთი განცდა გაქვთ, რომ თავგზა დაგებნათ და სიტუაციის შეფასება გიჭირთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს და კოლეგებს გულწრფელად ესაუბროთ და საკამათო საკითხები შეთანხმებით მოაგვაროთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მომხდარი სრულად შეაფასოთ და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიიღოთ. გირჩევთ, კარგად დაისვენოთ, რათა მნიშვნელოვანი პროექტის წინ ძალების აღდგენა შეძლოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს ან ინვესტიციებს. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება იმედები გაგიცრუოთ, თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე უმჯობესია, გულწრფელად ესაუბროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია სიყვარულზე დახარჯოთ და არა ჩხუბზე.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ ხვდებით, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს სტრესის გარეშე ვერ გაუმკლავდებით, დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს სთხოვეთ. ამ დღეს კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება კარგი იდეა არ არის - ასე მხოლოდ დროს და ენერგიას დაკარგავთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და უმიზეზოდ გული არავის ატკინოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ და არ იცით, რა გსურთ, გირჩევთ, პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ და საკუთარი ეჭვები გაუზიაროთ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ ვითარდება თქვენი ურთიერთობები და რა გელით მომავალში. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати