USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 მარტი?
дата:  803

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მარტისთვის:

ვერძი

ამ დღეს სარისკო ავანტიურებისა და დაუფიქრებელი მოქმედებებისკენ ხართ განწყობილი. არ დათანხმდეთ შეთავაზებას, რომლის შედეგი შეიძლება თქვენთვის სავალალო იყოს. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას - ხვალ შეიძლება სულ სხვა აზრზე იყოთ.

კურო

შესაძლოა, ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცეთ და ის გააკეთოთ, რასაც მალე ინანებთ. ზღვარგადასული ემოციურობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ სიტუაცია რეალურად შეაფასოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ინტუიციურად არ იმოქმედოთ და გამოცდილი ადამიანების რჩევას ენდოთ.

ტყუპები

გირჩევთ ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვით შეხედოთ და ფაქტები კარგად გადაამოწმოთ, რათა ანგარებიანი ადამიანების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ვიღაც ეცდება თქვენი კავშირები და შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. სადავო სიტუაციებში გირჩევთ თქვენს შინაგან ხმას მოუსმინოთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო გაგრძელებას გპირდებათ.

კირჩხიბი

ემოციურად რთული დღეა. ვიღაც თქვენი პირადი საზღვრების დარღვევას ცდილობს. საკუთარი პოზიციის დასაცავად მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან გულწრფელობას და ეცადეთ კონტაქტები შეზღუდოთ. დაწყებული საქმის დროულად დასრულებისთვის მეტი უნდა იაქტიუროთ.

ლომი

ამ დღეს ალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება. თუ დარწმუნებული არ ხართ, რა და როდის უნდა გააკეთოთ, დაისვენეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. დღევანდელ შეცდომას ძალიან უარყოფითი შედეგი მოჰყვება. საყვარელ ადამიანებთან საუბარი ოპტიმიზმით აგავსებთ.

ქალწული

ეცდეთ უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოთ და გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ სიტუაცია მომხდარის შეფასებისა და გაანალიზების დროს არ მოგცემთ. ინტუიციის დახმარებით ეცადეთ თქვენი ოპონენტის მოსალოდნელი მოქმედება გამოთვალოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებს საერთო პრობლემებზე გულწრფელად ესაუბროთ.

სასწორი

მრავალმხრივი ტენდენციებით გამორჩეული, რთული დღეა. განწყობა მკვეთრად და ხშირად გეცვლებათ, ამიტომ გეგმებისნშეცვლა მოგიწევთ. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვებით შეიძლება ვიღაც შეურაცხყოთ და საუკეთესო ურთიერთობა გააფუჭოთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.

მორიელი

ყველაფერი იღონეთ, რომ დაძაბული სიტუაციები და აგრესიული ადამიანების სიახლოვე თავიდან აიცილოთ. ვიღაცამ შეიძლება უსიამოვნო თავგადასავალში ჩაგითრიოთ. კარგი იქნება, თუ გულწრფელად ესაუბრებით ადამიანს, ვისაც ახლახან აწყენინეთ. რთულ საქმეებს მხოლოდ არასტანდარტულ მიდგომით გადაწყვეტთ.

მშვილდოსანი

ფინანსური თვალსაზრისით რთული პერიოდია - ფულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებთ. გირჩევთ, უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ, რათა ყველაზე აუცილებელი ნივთების შეძენა შეძლოთ. ერთადერთი გამონაკლისი საყვარელი ადამიანისთვის უნდა დაუშვათ - ეცადეთ პატარა, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრით გაახაროთ.

თხის რქა

ეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად დრო საგულდაგულოდ გაანაწილოთ. ამ დღეს ერთ საკითხზე მუშაობა საკმარისი არაა - სიტუაცია მოითხოვს, რომ რამდენიმე სფერო ერთდროულად აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალის თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ.

 

მერწყული

დღის პირველი ნახევარი დუნე და უხალისო იქნება. სამუშაო განწყობის შექმნა და მოქმედების დაწყება გიჭირთ. სადილის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ამ დღეს ურთიერთობა მხოლოდ მხიარულ და პოზიტიურ ადამიანებთან უნდა დაამყაროთ, რომ მათი განწყობა გადმოგედოთ.

თევზები

ემოციური ფონი იმდენად მაღალია, რომ მშვიდი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ეცადეთ საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს დაუფიქრებელ მოქმედეებას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

 

 
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати