USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 აპრილი?
თარიღი:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დინების მიმართულებით ცურვა ვერ აგიყვანთ იმ სიმაღლემდე, რისი მიღწევის პოტენციალიც გაქვთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზელი თვალით შეაფასოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. მარტოხელა ვერძებს საინტერესო შეხვედრა ელით. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მზად ხართ საყვარელი ადამიანებისთვის საკუთარი ინტერესები დათმოთ. ეს თქვენი ხასიათის კეთილშობილებაზე მეტყველებს, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავზეც უნდა იფიქროთ. სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, ეცადეთ, საქმე მშვიდად და თანმიმდევრულად აკეთოთ. ადამიანების დარწმუნების უნარი მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მშვენიერი დღეა თანამოაზრეების პოვნისა და ვარჯიშის დაწყებისთვის, თუმცა ამის გაკეთება თანამოაზრეების გარეშეც შეიძლება. ნუ გამოიჩენთ გულგრილობას საყვარელი ადამიანების პრობლემების მიმართ, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გაუფრთხილდით ნერვებს და ენერგიას. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფრის ერთბაშად კეთების სურვილი საპირისპირო შედეგს გამოიღებს და მომდევნო დღეებში საკუთარი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ცვლილებებს - ახლა ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დროა. ეცადეთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სავარაუდოდ, ბოლო რამდენიმე დღე დაძაბულ რეჟიმში გაატარეთ, ამიტომ სრული უფლება გაქვთ, რომ მოდუნდეთ და დაისვენოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, რომ მეგობრებს შეხვდეთ - მათთან განსახილველი თემები დაგიგროვდათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით - დროა თქვენი ფიქრები საუკეთესო მეგობარს გაუზიაროთ. ეს შვებას მოგგვრით. ამ დღეს ბედი მცოდნე და კარგად მომზადებულ ადამიანებს გაუღიმებს, ამიტომ სამუშაოს შესრულებას მეტი გულისყური და დრო უნდა დაუთმოთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

პოზიტიური ემოციების სურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რომელსაც მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ ფულის დაგროვება დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარი ტრავმების თვალსაზრისით საშიშია და ფრთხილად უნდა იყოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ საკუთარი საქმის ან გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ თქვენი ჩვეული მიდგომა მოძველდა, შეგიძლიათ რაღაც განსხვავებული სცადოთ. თავიდან შეიძლება სირთულეებს შეეჯახოთ, მაგრამ მოგვიანებით ნახავთ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. გირჩევთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მოგეცემათ და შესაძლოა, დამსახურებული ჯილდოც მიიღოთ. ოჯახი ემოციურ კმაყოფილებას და სულიერ შვებას გგვრით, ამიტომ ცდილობთ, სახლში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. მარტოხელა მშვილდოსნებს შეიძლება ოჯახის შექმნის სურვილიც და პერსპექტივაც გაუჩნდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ ჯერ ვერ გარკვეულხართ, რომელი მიმართულებით იმოძრაოთ, გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. უმჯობესია, რჩევისთვის მეგობრებს ან კოლეგებს მიმართოთ, თუმცა თავად უნდა გადაწყვიტოთ, ვის დაუჯეროთ და ვის არა. პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის კომპრომისის პოვნა უნდა შეძლოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შეცდომების ასაცილებლად სამსახურში ყურადღება წუთითაც არ მოადუნოთ. შეიძლება თავში შესანიშნავი იდეა გაქვთ, მაგრამ შესაფერის დროს ელოდებით. მალე გექნებათ შესაძლებლობა, რომ პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დღის პირველ ნახევარში სამსახურში ყურადღებით იყავით - დიდია შეცდომის დაშვების რისკი, რასაც კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოჰყვება. საღამოსკენ პოზიტიური ტენდენციები იმატებს - დღის ბოლოს სასიამოვნო სიახლეები გელით.

მსოფლიო
"Le Monde" (საფრანგეთი): კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ

მაშინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა, კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროებზე დაყრდნობით.

„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინასა და უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანულმა სამხედრო წყარომ.

ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების ან კერძო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები 2023 წლის ბოლოდან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების გაზრდის ფონზე განახლდა.

წყაროების განცხადებით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ადგილზე დასავლური მხარდაჭერის გარეშე.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.