USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 აგვისტო ?!
 511

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თქვენ გარშემო ვითარება სწრაფად იცვლება. ეცადეთ, მიზნისკენ ახალი გზებით იაროთ და ახალი შესაძლებლობები იპოვოთ. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება და ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს მეტი უნდა იაქტიუროთ. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ. თუ გამჭრიახობას და წინდახედულობას გამოიჩენთ, თქვენი წამოწყება სასურველ შედეგს მოიტანს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა. ბედი ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი მოქნილობა და დიპლომატია გამოიჩინოთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ამ გზით მეტს მიაღწევთ და სასარგებლო გამოცდილებას მიიღებთ. ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და ყურადღება გმართებთ. წყენა დაივიწყეთ, აპატიეთ და მოწყალება გაეცით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ენერგიით სავსე ხართ და ამ დღეს ურთულესი საკითხების გადაჭრა შეგიძლიათ. თქვენი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩება და მალე სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენამ და სხვებზე უფროსობის სურვილმა შეიძლება ურთიერთობებში პრობლემები შეგიქმნათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, ამ დღეს ყველაზე მეტად აჩქარებას უნდა მოერიდოთ. ყველაფერს მოასწრებთ, თუ ძალებს რაციონალურად გაანაწილებთ. შეიძლება ახლობელმა ადამიანმა გაწყენინოთ, მაგრამ ეცადეთ, აგრესიით არ უპასუხოთ. პირად ურთიერთობებში თავდაჯერებულად მოქმედებთ და იცით, პარტნიორზე შთაბეჭდილება როგორ მოახდინოთ. ეცადეთ ეს შანსი გამოიყენოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები გელით. გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. უმჯობესია, ფინანსური საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, რჩევა საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემების დავიწყება და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თუ იაქტიურებთ, შეიძლება შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ და სასურველი მიიღოთ. იმედს ნუ დაკარგავთ - თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის, გირჩევთ სხვა ხერხი მოსინჯოთ. როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, შეთავაზებას დაუფიქრებლად ნუ მიიღებთ. ეცადეთ რეალობას თვალი გაუსწოროთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ნაყოფიერი დღეა და განწყობაც შესანიშნავი გაქვთ. რაღაც მოვლენამ შეიძლება გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან ადაპტაცია გაიძულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გარეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და სპორტით დაკავდეთ. გირჩევთ, საკუთარი პრობლემები უახლოეს მეგობართან ერთად განიხილოთ - სავარაუდოდ, მისგან ფასეულ რჩევას მიიღებთ, რომელიც სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ბასრ საგნებს და ელექტროხელსაწყოებს უნდა ერიდოთ, რათა რამე არ დაიზიანოთ. უმჯობესია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და დასვენებით დატკბეთ. თუ ვინმეს არ ეთანხმებით, ეს პირდაპირ უნდა უთხრათ, მაგრამ აგრესიის და უხეშობის გარეშე. ვარსკვლავები მარტოსულ ადამიანებს თავგადასავლებს ჰპირდებიან, შეყვარებულებს კი რომანტიკას. მოერიდეთ სპონტანურ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისას და გულწრფელი საუბრებისთვის. ახალ ნაცნობთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს და იმედგაცრუებული დარჩეთ. შურიან კოლეგებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მთავარია, თქვენი საქმიანი თვისებები დამსაქმებლებმა შენიშნონ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ოპონენტთან კამათი არ მოგერიდოთ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც პერსპექტიულ წინადადებას გთავაზობენ. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

პოზიტიური ცვლილებები გელით, რომლებიც გარკვეულ მოვლენებზე შეხედულებებს შეგიცვლით და თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. მოერიდეთ საპასუხისმგებლო საქმის დაწყებას და მეტი დრო სასიამოვნო სამუშაოს დაუთმეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ტელეფონი გათიშოთ და საღამო სახლში გაატაროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ოჯახური საქმეების კეთება ისე გსიამოვნებთ, როგორც არასდროს. უფრო მეტიც, ის სტრესის მოხსნაში და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საღამო თავის მოწესრიგებას დაუთმოთ - სტილისტთან წადით, მასაჟი გაიკეთეთ, კარგად გამოიძინეთ და ძალები აღიდგინეთ. ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრამდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ და კითხვას მაშინვე ნუ უპასუხებთ.

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way