ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
მოვლენებით დატვირთული დღეა. ბევრ ვერძს მოუწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მოვლენების განვითარებას განსაზღვრავს. ნუ აჩქარდებით, საკმარისი დრო გაქვთ, რომ კარგად დაფიქრდეთ, დადებითი და უარყოფითი მხარეები აწონ-დაწონოთ, მეგობრებს და თანამოაზრეებს რჩევა სთხოვოთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება პრობლემები და ჯანმრთელობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ამ დღეს ყველაზე კარგად უმკლავდებით სამუშაოს, რომელიც სიზუსტეს და ყურადღებას მოითხოვს. სამწუხაროდ, თქვენ გარშემო ბევრია შურიანი ადამიანი და ამის გამო შეიძლება ურთიერთობები გაუარესდეს.
შესაძლებლობა გექნებათ, რომ საქმიანი და პირადი ურთიერთობები გააძლიეროთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
მოთმინება უნდა გამოიჩინოთ - ამ დღეს ნებისმიერი საქმე ჩვეულებრივზე მეტ დროს მოითხოვს, ხოლო მოვლენები იმაზე ნელა ვითარდება, ვიდრე თქვენ გსურთ. ეცადეთ, ჭორიკანა ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას მოერიდოთ.
მოსალოდნელია კომუნიკაციის პრობლემები - უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაც კი გიჭირთ. თქვენი ყველაზე უწყინარი სიტყვებიც კი შეიძლება არასწორად გაიგონ. თავი შეიკავეთ მგზავრობისგან, განსაკუთრებით საღამოს.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. ახალ და ძველ ნაცნობებთან შეხვედრებისა და პირადი თუ საქმიანი საკითხების განხილვისთვის. შესაძლოა, ბიზნესმა, რომელშიც დიდი დრო და ენერგია ჩადეთ, წარმატება მოგიტანოთ.
დროს ნუ დაკარგავთ - პოზიტიური ტენდენციების გავლენა მცირდება და დაწყებული საქმის დასრულება გართულდება
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
მოვლენებით დატვირთული, საინტერესო დღეა. ხშირად ყურადღების ცენტრში ხვდებით და ამით დიდ სიამოვნებას იღებთ. ზოგი ლომი ახალ ბიზნესპარტნიორებს და მოკავშირეებს იპოვის, ზოგი კი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მიიღებს.
ამ დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობები მარტივად და ჰარმონიულად განვითარდება. ლომის შეყვარებულებს საშუალება ექნებათ, საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთონ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ფრთხილად იყავით. ამ დღეს თქვენი ყველა მოქმედება კარგად უნდა იყოს გააზრებული, გადაწყვეტილებები კი დაბალანსებული. თავი შეიკავეთ ფინანსური საკითხების განხილვის და გარიგების დადებისგან - შეიძლება ზარალი ნახოთ.
მენეჯმენტთან და ბიზნესპარტნიორებთან შესაძლებელია კონფლიქტი, მაგრამ კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას შეძლებთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრისა და ოჯახური ურთიერთობების გაძლიერებისთვის. საშუალება გექნებათ ახლობელი ადამიანები გაახაროთ და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროთ.
სამსახურში მნიშვნელოვან წინსვლას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ მთლიანობაში მოვლენათა განვითარებით კმაყოფილი დარჩებით მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და საქმიანი შეთავაზება, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
სავარაუდოდ, ეს დღე საინტერესო მოვლენებით, ახალი იდეებითა და საქმეებით დაგამახსოვრდებათ. საშუალება გექნებათ, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს ღირსეულად დააფასებენ. ხელსაყრელი დღეა სემინარებსა და სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის.
დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დაუგეგმავი შესყიდვები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდება.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ნუ აჩქარდებით. ამ დღეს შეიძლება კარგ შედეგებს მიაღწიოთ, მაგრამ ამისთვის ფრთხილად უნდა იმოქმედოთ და ყოველი ნაბიჯი კარგად გაიაზროთ. დაუგეგმავი შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა გელით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ მონატრებულ ადამიანებს საკუთარი თავი შეახსენოთ.
ეცადეთ, თავიდან აიცილოთ მეტოქეობა, კონკურენცია და ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც სხვებზე თქვენი უპირატესობის დემონსტრირებას მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვათ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ამ დღეს საკუთარ საქმეებზე მეტად, სხვისი საქმეების მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ ეს არ განაღვლებთ. პირიქით, გსიამოვნებთ, რომ შეგიძლიათ ძვირფას ადამიანებს დაეხმაროთ და საყვარელი ადამიანების პრობლემები მოაგვაროთ. ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.
ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ბევრი მერწყული წარმატებას პიროვნული თვისებებისა და მომხიბვლელობის წყალობით მიაღწევს - თქვენ ხომ კარგად იცით, ადამიანებს თავი როგორ მოაწონოთ.
გირჩევთ, ძველ ბიზნესპარტნიორებს შეხვდეთ - გამორიცხული არ არის, რომ მათგან საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ.
მშვენიერი დღეა მოგზაურობისთვის. გარემოს შეცვლა და ახალი შთაბეჭდილებები სასარგებლო იქნება.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
მშვენიერი დღეა დასვენებისთვის. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისგან, განსაკუთრებით ენერგიულ ადამიანებთან. თქვენმა ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება მათ გადამწყვეტი მოქმედებისკენ უბიძგოს, ამისთვის კი ახლა საუკეთესო დრო არაა.
ფულთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესყიდვები წარმატებული იყოს. ძვირფას ნივთებს თვალი არ მოაშოროთ - არსებობს მათი დაკარგვის საფრთხე.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.