USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 16 ივნისი?
თარიღი:  3945

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძებო, გირჩევთ ეს დღე აქტიურად გაატაროთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც მოგწონთ. ბედი მშვენიერ შანსს გთავაზობთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. გაიხსენეთ თქვენი ძველი იდეები, რომლებიც რაღაც მიზეზით ვერ განახორციელეთ. ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა. ვარსკვლავების მხარდაჭერით ყველაფერი გამოგივათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დადებითი მხარეები იპოვოთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობა ძალიან გააფუჭოს, ამიტომ გირჩევთ, შეხვედრები რამდენიმე დღით გადადოთ. გახსოვდეთ, რომ ნერვიულობა ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ეცადეთ დაგროვილ სტრესს ვარჯიშის დახმარებით გაუმკლავდეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ უკან არ დაიხევთ და სამსახურში საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებთ, ისეთ შედეგს მიიღებთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით. საღამო ოჯახს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა დაუთმოთ. ერთობლივი გეგმების განხილვა და გულწრფელი საუბრები თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საყვარელ ადამიანს თქვენი ყურადღება სჭირდება. გირჩევთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და მასთან ყოფნის დრო გამონახოთ. გულწრფელად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე და გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. ამით ეჭვიანობის სცენებს და კონფლიქტს თავიდან აიცილებთ და ურთიერთობას მშვიდად გაარკვევთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ ერთდროულად იმუშაოთ და აქტიურად იმოქმედოთ. ამ მხრივ ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, როდესაც ბევრი რთული საკითხის გადაჭრას შეძლებთ. ნუ იტყვით უარს ძველ კავშირებსა და ურთიერთობებზე - ისინი მომავალში გამოგადგებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ტრაბახს მოერიდოთ და მეტი თავმდაბლობა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ გარშემო უამრავი შურიანი ადამიანია, რომელიც გამუდმებით ინტრიგებს ხლართავს. ფრთხილად იყავით ცხელ და მჭრელ საგნებთან ურთიერთობის დროს. არსებობს ტრავმის რისკი. ხელსაყრელი დღეა, რომ ზოგ მავნე ჩვევას დაემშვიდობოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ახალ ნაცნობებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას და თქვენი შესაძლებლობების გამოყენებას ცდილობს. შეინარჩუნეთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან და კოლეგებთან. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. გირჩევთ, პარტნიორს ყურადღებით მოუსმინოთ და საერთო გამოსავალი იპოვოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს წარმატებისთვის მეტი დიპლომატიური თვისებების გამოჩენა დაგჭირდებათ. ნუ ეცდებით საკუთარი მიზნების ძალისმიერი მეთოდებით მიღწევას. ეცადეთ გარემოებებს მოერგოთ, თანამოსაუბრეს უსმინოთ და კომპრომისები ეძებოთ. თავი შეიკავეთ ფინანსური შეთავაზებების მიღებისგან - ამ დღეს ფულის დაკარგვის დიდი რისი არსებობს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს სარისკო ოპერაციებზე უარი უნდა თქვათ - ამან შეიძლება მომავალში დიდი პრობლემები და დანაკარგები გამოიწვიოს. გირჩევთ მუშაობის სტანდარტული მეთოდები გამოიყენოთ და ის აკეთოთ, რაც კარგად იცით. სასურველია, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ, გაერთოთ და დაისვენოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დღის პირველ ნახევარში ბევრი სამუშაო და საპასუხისმგებლო საქმეები გელით. პირად ურთიერთობებში მოქმედების შეცვლა მოგიწევთ. ნუ დაიბნევით, ეცადეთ ყურადღება ყველაზე მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს დიდი და კომპლექსური საქმეების დაწყება არ უნდა დაგეგმოთ, რადგან ჯერჯერობით ამის რესურსი არ გაქვთ. მხოლოდ დროს და ენერგიას დაკარგავთ, მაგრამ შედეგის მიღებას ვერ შეძლებთ. გააგრძელეთ რუტინული სამუშაო, დაასრულეთ ძველი პროექტები და იფიქრეთ იმაზე, რაც რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ ურთიერთობებს არ შეზღუდავთ, ამ დღეს შეიძლება ინფორმაციის ნაკადმა წაგლეკოთ. ეცადეთ ძველი წყენა დაივიწყოთ და გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ. ახალი, საინტერესო სამუშაო თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.