USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 16 აგვისტო ?!
თარიღი:  513

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღის დასაწყისში გადაღლას და სტრესულ სიტუაციებს უნდა მოერიდოთ - ამ დროს განსაკუთრებით ემოციური ხართ და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. შეიძლება ყველა საქმეს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდეთ, მაგრამ თქვენ გვერდით იქნებიან ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერას შემოგთავაზებენ. სავარაუდოდ, იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს ძალიან გაღელვებთ და ყველა შვებით ამოისუნთქავს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის პირველ ნახევარში უთანხმოების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ზოგჯერ მათაც კი ეკამათებით, ვისაც აქამდე ყველაფერში ეთანხმებოდით. მოგვიანებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. საღამო საშუალება გექნებათ, რომ ნაცნობ საკითხებს ახლებურად შეხედოთ. გამორიცხული არ არის, შეცვალოთ დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აქამდე არ მოგწონდათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს. თუ მოინდომებთ, შეიძლება დაასრულოთ უთანხმოება რომელიც დიდი ხნის წარმოიშვა - ძველი წყენა წარსულში დარჩება და აღარასოდეს გაიხსენებთ. თქვენი პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს - ზოგი ტყუპები მიხვდება, რომ ბოლო დროს უმნიშვნელო საკითხების მოგვარებას ზედმეტ დიდ დროს და ყურადღებას უთმობდა.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დაძაბული დღეა. მიმდინარე პრობლემების სწრაფად გადაჭრა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება გიწევთ, რაც ძალიან არ მოგწონთ. დაძაბულობა ურთიერთობაშიც იგრძნობა - შეთანხმება იმ ადამიანებთანაც კი გიჭირთ, რომლებიც ყოველთვის სიამოვნებით გიჭერდნენ მხარს. კონფლიქტამდე საქმე არ მივა, თუმცა უსიამოვნო მოგონება დარჩება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფულთან სიფრთხილე გამოიჩინოთ, განსაკუთრებით ძვირად ღირებული ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ახალი წამოწყებისთვის ხელსაყრელი დღეა. შანსი გაქვთ, რომ ბოლო დროს წარმოქმნილი რამდენიმე პრობლემა მოაგვაროთ და ძველი შეცდომები გამოასწოროთ. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ძველი საქმიანი კავშირების განმტკიცებას და ახალი კავშირების დამყარებას შეძლებს. არ არის გამორიცხული, რომ წარმატებით მოგვარდეს საკითხი, რომელზედაც თქვენ და თქვენი ახლობლები ბევრს ფიქრობთ. დღის მეორე ნახევარში თავშეკავება და თვითკონტროლი დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ. უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა სამომავლოდ გადადოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა - ადვილად უმკლავდებით ისეთ ამოცანებსაც კი, რომლებიც ადრე ძალიან რთული გეჩვენებოდათ. გარშემო მყოფებს თქვენი იდეები მოსწონთ და მზად არიან, მათ განხორციელებაში დაგეხმარონ. შესაძლოა, მაცდური შეთავაზებები მიიღოთ, მაგრამ ინფორმაციის შესწავლამდე ნუ დათანხმდებით. ოჯახის წევრებთან ერთად სამომავლო გეგმების განხილვისას გაგიჩნდებათ იდეა, რომელიც ყველას მოეწონება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დღის დასაწყისი ხელსაყრელია საქმიანი ურთიერთობისთვის, თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და სამომავლო გეგმების შედგენისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას მათთანაც კი, ვისაც არავინ მოსწონს. არ არის გამორიცხული, რომ გავლენიანი მოკავშირეები გაგიჩნდეთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ - ასეთი ადამიანები უანგაროდ არაფერს აკეთებენ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი და მცირე ხარჯები გელით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს დაბრკოლების გადალახვას და მიზნის მიღწევას შეძლებთ, თუმცა ეს დიდ დროს და ძალას წაგართმევთ. უკვე შუადღეს იგრძნობთ, რომ დასვენება გჭირდებათ, ამიტომ საღამოსთვის რაიმე დამღლელი აქტივობა არ უნდა დაგეგმოთ. უმჯობესია, დრო მშვიდად გაატაროთ და ძალები აღადგინოთ. დღეს ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს სწრაფად მოაგვარებთ. საღამოს შეიძლება რთული გადაწყვეტილების მიღება მარტოს მოგიწიოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს თქვენზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რთული დღეა. სავარაუდოდ, ძველი კონფლიქტები გამწვავდება და დაბრუნდება პრობლემები, რომლებიც მოგვარებული გეგონათ. სხვისი შეცდომის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. იძულებული იქნებით, დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც საკუთარი სისულელის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელსაც შეიძლება რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

საქმის მიმართ სერიოზულად დამოკიდებულების წყალობით დღის პირველ ნახევარში წარმატებას მიაღწევთ. არახელსაყრელი დროა ახალი საგნების შესწავლის, ინფორმაციის შეგროვებისა და დასკვნების გამოტანისთვის. საკუთარ ინტუიციას უსმინეთ და ის გიკარნახებთ, რა და როგორ გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში გარშემო მყოფებთან კამათი ყურადღების მოკრეფაში ხელს შეგიშლით. თუ განმარტოებას ვერ ახერხებთ, ეცადეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ - ეს წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, რომელიც წარმატებას გპირდებათ. ამ დღეს პროფესიული პოზიციის განმტკიცებას და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას შეძლებთ. კარგად გესმით, რისი მიღწევა შეგიძლიათ და რისი არა, ამიტომ ძალას ფუჭად არ ხარჯავთ. მოკავშირეების არჩევისას ინტუიციას უნდა ენდოთ - ის არ გიღალატებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. წყენა და გაუგებრობა დავიწყებას მიეცემა და ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა რთული საკითხების გადასაჭრელად, რაზედაც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ. ყველაზე კარგად ის საქმეები გამოგდით, სადაც შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. დამოუკიდებლად მოქმედებთ და გარედან ზეწოლას არ ემორჩილებით. დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა გელით, რაც თქვენს განწყობაზე აისახება. ნერვიულობის სერიოზული მიზეზი არ არსებობს, ამიტომ ეცადეთ, ბნელი აზრები განდევნოთ და პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.