USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 ივლისი?
Date:  4469

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ, რადგან პლანეტების განლაგება და შინაგანი რწმენა დაგეხმარებათ. მონდომება კი თქვენზეა.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მცირე უთანხმოება შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს და დღის ბოლომდე მისი მოგვარება მოგიწევთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი და ბედნიერი გახდება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ. ეს როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს ეხებათ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს უსამართლობის მიმართ გამძაფრებული პროტესტი გაქვთ, ნებისმიერ წვრილმანზე ბრაზდებით და განწყობა დიდი ხნით გიფუჭდებათ. შეეგუეთ, რომ ასეთი მდგომარეობა რამდენიმე დღე გაგრძელდება და ეცადეთ, რომ პირქუში ფიქრებისგან გათავისუფლდეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბედი თქვენს ნებისყოფას ცდის და პრიოდულად რთული საკითხების გადაჭრას გაიძულებთ. ერთი შეხედვით, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები თითქოს სიტუაციას აუარესებს, თუმცა რამდენიმე დღეში ამ მოვლენებს სხვანაირად შეაფასებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ცვლილებების ეტაპი, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ, პარტნიორს უფრო ხშირად მოუსმინოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ემოციურად დაძაბული და კონფლიქტური დღეა. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. გირჩევთ, თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ და დანიშნული შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ გააუქმოთ. ამ დღეს სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

პრობლემების გადაჭრითა და სირთულეების გადალახვით სასარგებლო გამოცდილებას მიიღებთ და სწორი მიმართულებით წახვალთ. საინტერესო წინადადებები და მნიშვნელოვანი შეხვედრები მომავალ საქმეში დაგეხმარებათ. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღიმებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რთული და არასტაბილური დღე გელით. განწყობა სწრაფად გეცვლებათ და დაწყებული სამუშაოს დასრულება გიჭირდეთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თანამოსაუბრე უმიზეზოდ არ აკრიტიკოთ. დებატების დროს ზეწოლის ნაცვლად დანებება და კომპრომისის პოვნა ჯობს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოქმედების დაწყებამდე ეცადეთ, მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. გირჩევთ, არგუმენტები მოამზადოთ, სტრატეგია მოიფიქროთ და მიზანი დაისახოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციური ქმედებები სარგებელზე მეტ ზიანს მოგიტანთ. შეწყვიტეთ ერთდროულად ათი საქმის კეთება, ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აირჩიეთ და ეცადეთ, დაასრულოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს მხოლოდ ისეთი საქმე უნდა აკეთოთ, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ეს თავდაჯერებას შეგმატებთ. ჯობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამომავლოდ გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way