USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 დეკემბერი?!
 577

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე მით უფრო წარმატებული იქნება, რაც უფრო მეტად იაქტიურებთ. გაითვალისწინეთ, რომ გუნდური მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი იქნება. ხელსაყრელია დღეა გრძელვადიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რთული დღეა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა უადგილო შენიშვნით ან კომენტარით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. შესაძლოა საღამოს მნიშვნელოვანი სიახლეები მიიღოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ნუ იქნებით გულწრფელი ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, ნუ უამბობთ მათ თქვენი გეგმების ან პირადი ცხოვრების შესახებ. თუ ვინმესთვის გულის გადაშლა გჭირდებათ, ეს ახლო მეგობრების გარემოცვაში უნდა გააკეთოთ. ამ დღეს მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას - სიტუაცია მალე შეიცვლება. დღე გამოიყენეთ იმისთვის, რომ პირადი ანგარიშები ან სხვა დოკუმენტები ზედმეტი აჩქარების გარეშე მოაწესრიგოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს შეგიძლიათ, ემოციები ბოლომდე გამოამჟღავნოთ და თავისუფლება მისცეთ თქვენს გრძნობებს. თუმცა დროა, თქვენც ისწავლოთ კრიტიკის მშვიდად მიღება - ეს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას გასწავლით. ამ დღეს შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავლის მიღება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეს იქნება - შეძლებთ, რომ საკამათო საკითხი სამართლიანად გადაწყვიტოთ, ზედმეტი აურზაურის გარეშე და წარმატებული შედეგი გარანტირებული იქნება. არ ინერვიულოთ შურიანი ადამიანების გამო: ამ დღეს ისინი თქვენ ვერ მოგწვდებიან.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენს ცხოვრებაში ბევრი სიახლე იქნება, ამიტომ მათთან შეგუება და მორგება გიწევთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, შესრულებული სამუშაო პერიოდულად შეამოწმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, თუმცა ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თქვენს ცხოვრებაში ხელსაყრელი პერიოდი დგება. შეგიძლიათ, სამომავლო გეგმები დასახოთ - ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ელოდებით, თუმცა ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. იმოქმედეთ სიტუაციის მიხედვით და გაუფრთხილდით დროს. უარს ნუ ეტყვით საყვარელ ადამიანს დახმარებაზე - მალე დაგჭირდებათ მისი მხარდაჭერა.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე არ დაგეგმოთ - გარემოებები სწრაფად იცვლება და ინტუიციურად მოქმედება მოგიწევთ. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები დაინახოთ, რითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება, ამიტომ მოულოდნელობისთვის უნდა მოემზადოთ. გახსოვდეთ, რომ დასკვნის გამოტანამდე ფაქტები უნდა გადაამოწმოთ. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი აუცილებლად დანაკარგს გამოიწვევს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდით. მთავარია, არ ინერვიულოთ. ეცადეთ, მომხდარი მშვიდად გააანალიზოთ და სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემის გადაჭრა გიწევთ, დასვენებისა და პირადი საქმეებისთვის დრო მაინც უნდა გამოყოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს - ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თქვენი მონდომება და შეუპოვრობა ყველა დაკეტილ კარს გააღებს. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ იღბალი და გარემოებები თქვენ სასარგებლოდ იქნება. ეცადეთ, საქმიან მოლაპარაკებებში მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ. სახლის მშვიდი გარემო სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ გაყინული საქმე ადგილიდან დაძრათ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ აქტივობებს, რომლებიც განწყობას გიმაღლებთ. საინტერესო, უჩვეულო ადამიანთან შეხვედრა იდეებით აგავსებთ, ახლა მხოლოდ მათი განხორციელება გჭირდებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლდეთ და პოზიტიურად განეწყოთ. თქვენ დაიმსახურეთ, რომ ის აკეთოთ, რაც გიყვართ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელზედაც თქვენი მომავალია დამოკიდებული. ხელსაყრელი დღეა პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად.

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати