USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 აპრილი?
Date:  781

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აპრილისთვის:

ვერძი

დროა შეისვენოთ და სამომავლო გეგმები შეადგინოთ. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში მიაღწიოთ. რთულ სიტუაციაში ინტუიციას ენდეთ, მაგრამ წარსული შეცდომები არ დაივიწყოთ.

კურო

შეიძლება მტკივნეული პრობლემები მოაგვაროთ, რასაც ამ დღემდე ვერ ახერხებდით. გილოცავთ, ახლა ძველი საქმეების დასრულება და ახლების დაწყება შეგიძლიათ. გირჩევთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და შესაძლო რისკები გათვალოთ. ცხოვრებაში ცვლილებებისა და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ - ისინი თქვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს და ბედნიერს გახდის.

ტყუპები

გრძნობთ, რომ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დრო დადგა და ამისთვის მზად ხართ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას - ამ დღეს ყველა მოქმედება კარგად გააზრებული უნდა იყოს. ამ დღეს მეგობრების რჩევამ შეიძლება იმაზე მეტი პრობლემა შეგიქმნათ, ვიდრე აქამდე გქონდათ, ამიტომ მხოლოდ თქვენს შინაგან ხმას უნდა უსმინოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს პარტნიორების ან კოლეგების იმედად არ უნდა დარჩეთ - მათმა უპასუხისმგებლობამ შეიძლება გეგმების შეცვლა და ამ დღეს დაგეგმილი საქმეების სამომავლოდ გადადება გაიძულოთ. მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტამდე გირჩევთ, მოსალოდნელი შედეგები და რისკები შეაფასოთ. თუ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება გიჭირთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ.

ლომი

ამ დღეს სურვილსა და მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. სასურველია, რომ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და საქმე დღის პირველ ნახევარში დანიშნოთ, საღამო კი პირად ცხოვრებას დაუთმოთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ, რომ შემთხვევით ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

ქალწული

დროა, გატკეპნილი ბილიკიდან გადაუხვიოთ და არასტანდარტული აზროვნება ისწავლოთ. ასეთი მიდგომა პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუფიქრებელი საქციელის გამო შეიძლება ძალიან დიდხანს ინანოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას და სარგებელს მოგიტანთ. სავარაუდოდ, ახლად გაცნობილი ადამიანი პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანის კრიტიკულ შენიშვნაზე ან კომენტარზე არ გაღიზიანდეთ და უბრალოდ, ცნობად მიიღოთ.

მორიელი

რთული კვირის შემდეგ შესაძლოა, დაღლილობა იგრძნოთ. ასეთი განწყობით მუშაობას პაუზის აღება და დასვენება სჯობს. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრის ან ოჯახთან ერთად დასვენებისთვის. სტრესის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, დამშვიდდეთ და ძალები აღიდგინოთ.

მშვილდოსანი

წარმატებული დღე გელით. გირჩევთ პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და კეთილგანწყობა რთულ საქმეებში წინსვლისა და საკუთარ ცხოვრებაში პოზიტივის შემოტანისთვის გამოიყენოთ. გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც დისკომფორტს გიქმნით და განვითარებაში ხელს გიშლით.

თხის რქა

დილიდან უამრავი საქმე და საზრუნავი გელით. ყველა საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება უამრავი შეცდომა გამოიწვიოს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებიდან უნდა დაიწყოთ. ენერგიულობისა და სწორად შერჩეული სტრატეგიის წყალობით, ამ დღეს ყველა საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით.

მერწყული

ახალი შეხვედრები და ურთიერთობები ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. პირად ურთიერთობებში გადამწყვეტი ეტაპი დგება - საყვარელ ადამიანებთან შეიძლება ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ, პროფესიულ საქმიანობაში კი მოგებიანი პროექტებისთვის საინტერესო იდეები მიიღოთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მეტად მხარდაჭერა და თანაგრძნობა გჭირდებათ. გაატარეთ ეს დღე იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც თქვენი ესმით. ეცადეთ კოლეგებსა თუ ბიზნესპარტნიორებს შორის ახალი მოკავშირეები იპოვოთ. ამ დღეს ბედი უდიდესი წარმატების შანსს გთავაზობთ, მთავარია, რომ ის დროულად შენიშნოთ.

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way