USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 15 აგვისტო?
თარიღი:  3407

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

„სამუშაო რიტმში შესვლა“ გიჭირთ, მაგრამ თუ შეძელით, ძალიან ნაყოფიერი დღე გელით. ვარსკვლავები გირჩევენ დილას კონტრასტული შხაპი მიიღოთ - ეს განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ეს დღე საინტერესო ადამიანებთან საუბარში გაატაროთ. შეიძლება არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ან დღეს სანამ საქმეს შეუდგებით, ცდილობთ, დრო რაც შეიძლება მეტად გააჭიანუროთ და ძალიან ცდებით - ამ დღეს ნებისმიერი საქმის დასრულებისთვის გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს საკუთარი წესებით თამაში მოგიწევთ, სადაც სხვების ადგილი არ იქნებათ. შესაძლოა, სიტუაციამ თქვენგან საკუთარი ინტერესების დაცვა მოითხოვოს, ამიტომ სხვა ადამიანების ინტერესები ავტომატურად მეორეხარისხოვანი გახდება. თუ ეს შესაძლებელია, ამ დღეს მოერიდეთ დიდ და საპასუხისმგებლო პროექტებზე მუშაობას და უბრალოდ დაისვენეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

იმაზე ფიქრი, რომ ბედნიერება ფულში კი არა, მის რაოდენობაშია, მოსვენებას არ გაძლევთ. მთელი დღე გამდიდრების გეგმებს ადგენთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გრანდიოზული პროექტების განხორციელება არ უნდა იჩქაროთ. სავარაუდოდ, ისინი რეალობისგან ძალიან შორსაა. ამიტომ დღეს ჯობია, უბრალოს მოდუნდეთ და დაისვენოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლებელია, რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ. იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ მას, ბევრი რამ არის დამოკიდებული. შესაძლოა თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებათ

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გამორიცხული არ არის, რომ რაღაც დაკარგოთ. ეს შეიძლება, მაგალითად, დოკუმენტები ან რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იყოს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დღის განმავლობაში ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი - ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადი იქნება. სავარაუდოდ, ადამიანებს, რომლებსაც ხვალ შეხვდებით, პრობლემებს, რომლებთანაც გამკლავება მოგიწევთ და ვითარებას, რომელშიც აღმოჩდებით, თქვენს გეგმებთან საერთო არაფერი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სიურპრიზები შეიძლება სასიამოვნოც იყოს და უსიამოვნოც, ეს დღე სასწორის ცხოვრებაში უამრავ სიახლეს შემოიტანს!

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შესაძლოა, ისეთ პრობლემას შეეჯახოთ, როგორიც გარშემო მყოფთა ზედაპირულობაა. გაღიზიანებთ, რომ ადამიანები სერიოზულ საკითხებს ზედმეტად მსუბუქად უდგებიან და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიტუაციის შეცვლას შეძლებთ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, სიტუაციის კონტროლი და მოთმინებაა, რომელიც ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს - მთელ დღეს სადღაც აგვიანებთ. განცდა, რომ გარბიხართ, მაგრამ აგვიანებთ, ამ დღის სავიზიტო ბარათი გახდება და ამაში დამნაშავე თქვენივე არაორგანიზებულობაა. დიახ, ხვალ ასეთი დღეა...

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გახსოვდეთ რომ კამათში შეიძლება ყველაფერი დაიბადოს, ჭეშარიტების გარდა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გარშემომყოფები თქვენს დებატებში ჩათრევას ცდილობენ, მაგრამ ამ ცდუნებას არ უნდა დაემორჩილოთ. თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, ძალიან ბევრი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ მის გამოსასწორებლად. ბევრად უკეთესი იქნება, ენერგია რაიმე სასარგებლოსკენ მიმართოთ -ამ შემთხვევაში ვარსკვლავები სერიოზულ წარმატებას გპირდებიან!

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს უფრო ფრთხილი უნდა იყოთ - ვიღაც თქვენთვის ინიციატივის წართმევას ცდილობს. მოვლენების განვითარება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული - თუ მშვიდად დათმობთ, შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ და პოზიციები არ დათმოთ. შინაგანად მოემზადეთ, რომ კონკურენტს თქვენი ძალა დაანახოთ, თუ თქვენი მინიშნებები საკმარისი არაა.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ, პირიქით მოდუნებული ხართ და სასწრაფო საქმეების დაწყებასაც კი არ ჩქარობთ. ეს დღე თქვენთვის ჩაივლის დევიზით: „ნუ გააკეთებთ დღეს იმას, რისი გაკეთება ხვალაც შეიძლება“. ასე რომ, თუ დასვენების შესაძლებლობა გაქვთ, ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.